Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაფერი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ

by Salo Papalashvili
January 18, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ყველაფერი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ
0
SHARES
0
VIEWS

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მიმდინარეობს, რომელსაც წლევანდელ ზამთრის სესიაზე პოლიტიკური და ბიზნესის სფეროს  წარმომადგენლების რეკორდული რაოდენობა ესწრება. 2023 წლის WEF-ის მთავარი თემა „ფრაგმენტულ სამყაროში თანამშრომლობაა“. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს დაიწყო და 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მოსალოდნელი რეცესიის მოლოდინი გასდევს თან, ამის პარალელურად კი ფორუმის დაწყებამდე ჩატარებული კვლევები მთავრობებსა და ბიზნესებს 2023 წლის შესაძლო გამოწვევებზე აფრთხილებს. „დიდი ოთხეულის“ წარმომადგენლის, სააუდიტორო კომპანია PwC-ის მიერ ჩატარებული „აღმასრულებელი დირექტორების დამოკიდებულების გამოკითხვა“, მისი ისტორიის, შესაბამისად, ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე პესიმისტური აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, 2021 და 2022 წლების ოპტიმისტური პროგნოზები 2023 წლისთვის რადიკალურად შეიცვალა. PricewaterhouseCoopers-ის კვლევის თანახმად, კომპანიების 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სამომავლო ზრდის მიმართ ყველაზე დიდი პესიმიზმით სწორედ წელს გამოირჩევიან. მსოფლიოში აღმასრულებელი დირექტორების 73% მომავალი 12 თვის განმავლობაში გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირებას ვარაუდობს. მათ დამოკიდებულებას მზარდი ინფლაცია, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური კონფლიქტები განაპირობებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ალპურ საკურორტო ქალაქში გამართულ ღონისძიებას 130 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი ლიდერი დაესწრება, მათ შორის – 52 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ G7-ის ლიდერებისგან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთადერთია, რომელიც ფორუმს ესწრება.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ფორუმზე გამგზავრების ნაცვლად ქვეყანაში დარჩა – როგორც თავადვე განაცხადა, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად. ფორუმზე არ იქნება რუსეთი, თუმცა უკრაინა, რომელიც შარშანდელ სამიტზე დომინირებდა, კიდევ ერთი მაღალი დონის დელეგაციითაა წარმოდგენილი, ომთან დაკავშირებით კი დანიშნულია რამდენიმე სესიაც.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე.

მათ გარდა კი ფორუმზე დამსწრეებს შორისაა 600-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის Wall Street-დან, როგორიცაა JP Morgan-ის ჯეიმი დაიმონი, დევიდ სოლომონი Goldman Sachs-იდან და Morgan Stanley-ის ჯეიმს გორმანი.

კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ მებრძოლი შვედი აქტივისტის გრეტა ტუნბერგის დავოსში დასწრების სტატუსიც განხილვის მწვავე თემად იქცა. ტუნბერგის სპონსორობით დაწყებული “cease and desist”-კამპანია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებიდან მოყოლებული, ნავთობკომპანიები მზარდ ზეწოლას განიცდიან ეკოაქტივისტების მხრიდან, რომლებიც მათ კლიმატური დებატების „გატაცებაში“ სდებენ ბრალს.

კლიმატური კრიზისის გარდა, მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განსახილველ თემებს შორის იქნება გლობალური სასურსათო და ცხოვრების ღირებულების კრიზისი. WEF-ის ექსპერტები 2023 წელს „პოლიკრიზისულ წელს“ უწოდებენ, როდესაც კაცობრიობის წინაშე არსებული ყველა პრობლემა ერთმანეთზე უფრო მეტად გადაჯაჭვული და, შესაბამისად, რთულად გადასაჭრელი აღმოჩნდება.

ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ფორუმის დღის წესრიგის გარეთ არ დარჩენილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უკვე მეთერთმეტე თვეა, გრძელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთავარი თემა იყო WEF-ის არაგეგმურად დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც მაისში, უკრაინის ტერიტორიაზე პირველი დარტყმებიდან სამი თვის შემდეგ გაიმართა. უკრაინაში მიმდინარე ომი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო უკრაინაზე, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაზე, თავდაცვის პოლიტიკაზე, მსოფლიოს ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებაზე.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი კი ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირდება. მიმდინარე კვირაში, დავოსის მთავარ ქუჩაზე პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბის თვალისმომჭრელი მაღაზიები გამოჩნდა, რომლებიც, კლუბის მტკიცებით, მხოლოდ პარტნიორებისა და კლიენტების გასართობადაა წარმოდგენილი და არა მყიდველების მოსაზიდად. თუმცა, როგორც ნოემბერში გახდა ცნობილი, 17-წლიანი მფლობელობის შემდგომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახი ინგლისური კლუბის გაყიდვას, ანდაც გარე ინვესტიციის მოძიებას განიხილავს.

Previous Post

ჯიმ რეტკლიფი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას ცდილობს

Next Post

Pfizer-ი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს წამლებსა და ვაქცინებს მოგების მიღების გარეშე შესთავაზებს

Salo Papalashvili

Next Post
Pfizer-ი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს წამლებსა და ვაქცინებს მოგების მიღების გარეშე შესთავაზებს

Pfizer-ი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს წამლებსა და ვაქცინებს მოგების მიღების გარეშე შესთავაზებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result