Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება

ყაზახეთის ახალი ენობრივი პოლიტიკა: მცირე ნაბიჯები რუსული გავლენისგან დასაშორებლად

by იზა გვარამაძე
November 11, 2022
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
ყაზახეთის ახალი ენობრივი პოლიტიკა: მცირე ნაბიჯები რუსული გავლენისგან დასაშორებლად
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

8 ნოემბერს ყაზახეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონმდებლობა, რომელიც ყაზახური ენისა და ქვეყნის ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნას ყაზახეთის მოქალაქეობის მისაღებად სავალდებულოს გახდის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყაზახურის გამოყენების ხელშეწყობა ქვეყანაში დიდი ხანია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გასულ თვეებში კი ამ საკითხს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ქვეყანაში ათასობით რუსის შემოდინების გამო. რუსული ენა ყაზახეთის დიდ ქალაქებში უფრო აქტიურად გამოიყენება და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო წყაროებიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი. რუსი მოქალაქეების შემოდინების ფონზე კი ყაზახური ენა დიდი საფრთხის ქვეშ მოექცა.

მოცემული ენობრივი ცვლილება რუსული ენის გავლენის ირიბად შემცირებისკენ მიმართული პირველი მცდელობა არაა. 2021 წლის იანვრის ბოლოს მთავრობამ ყაზახური ენის დამწერლობის კირილიციდან ლათინურ ანბანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახალ ანბანზე გადასვლის პერიოდი 2025 წლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ყაზახეთი ბოლო საუკუნის განმავლობაში მესამედ შეცვლის დამწერლობას.

ქვეყანაში როგორც ლინგვისტიკური, ისე პოლიტიკური ცვლილებები რუსული გავლენის თანდათანობით, თუმცა ამავდროულად სტაბილურ შესუსტებას უწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეთნიკურად ჭრელი სურათის გამო, რომელშიც რუსულ მოსახლეობას დაახლოებით 25% უკავია (ყაზახეთის მოსახლეობა 18.75 მილიონია) და 90% რუსულად საუბრობს, მოსალოდნელია საზოგადოებრივი უკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახურმა ენამ რუსული, როგორც დაწყებითი განათლების ენა, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩაანაცვლა. ამავდროულად, მთავრობა ხელს უწყობდა ყაზახურენოვანი ფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების პოპულარიზებას, რომლებიც ქვეყნის მომთაბარე კულტურისა და ტრადიციების ამსახველი იყო. მიუხედავად ამისა, ყაზახურს მშობლიურ ენად მოსახლეობის კვლავ მხოლოდ 66% მიიჩნევს.

ყაზახეთის მთავრობა მოცემული რეფორმებით რუსული ენის, როგორც უცხოური ენის, ინგლისურთან გათანაბრებას ცდილობს, თუმცა მისი მნიშვნელობის სრულად დაკარგვა არ სურს, რადგან მიიჩნევს, რომ სამენოვანი განათლება მსოფლიო მასშტაბით ყაზახების კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ენობრივი ცვლილებების მიღებას კი საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, რადგან მთავრობა ყაზახეთის რუს მოსახლეობაში გაუცხოებისა და შესაძლო უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევას ერიდებოდა.

ყაზახეთს ჩრდილოელ მეზობელთან საკმაოდ ხშირი კავშირი აქვს და ამავდროულად ქვეყნის ჩრდილოეთში საზღვრის მიმდებარე რეგიონები რუსებითა და რუსულად მოსაუბრე ყაზახებითაა დასახლებული. მთავრობამ მოცემული ენობრივი რეფორმა 20 წლის წინ შეიმუშავა, მაშინ როდესაც ქვეყნის დემოგრაფიული ბალანსი რუსების მიერ ყაზახეთის დატოვებით შეიცვალა. ამის შედეგად, 1900-იანი წლებიდან ყაზახეთის მოსახლეობაში რუსების წილი 40%-დან 25%-მდე შემცირდა.

დემოგრაფიული ცვლილებების შემდეგ მაშინდელმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 2006 წლის ოქტომბერში გამოაცხადა მთავრობის გადაწყვეტილება დამწერლობის კირილიციდან ლათინურზე გადასვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება საბოლოოდ არ განხორციელდა, საკითხი მაინც რჩებოდა მთავრობის მიზნებში და ლათინური ანბანის მიღება 2050 წლის განვითარების სტრატეგიის ნაწილიც კი გახდა.

2017 წელს ნაზარბაევმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ცვლილების განხორციელების განკარგულებას.

ყაზახეთი შუა აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს, და პოლიტიკა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის ენის ისტორიაში. 1924 წელს არაბულმა დამწერლობამ მანამდე არსებული ლათინური ანბანი ჩაანაცვლა, რომელიც რუნული დამწერლობის შემდეგ გამოიყენებოდა. საბჭოთა კავშირის მთავრობა კი არაბულის გარდა ნებისმიერ დამწერლობას უჭერდა მხარს – მის გარდა ყველას სეკულარულად მოიაზრებდა. თუმცა 1940 წელს ყაზახეთის პანთურქული სენტიმენტების შიშით, უზბეკეთში, ყაზახეთსა და შუა აზიის სხვა ქვეყნებში ლათინური კირილიცამ ჩაანაცვლა. ეს ცვლილება საზოგადოებამ მოსკოვის მიერ ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობად მიიჩნია, რომელიც ერთიანი საბჭოთა იდენტობის შესაქმნელად იყო გამიზნული.

დღეისათვის ყაზახეთის მთავრობა და მოსახლეობა ლათინურ ანბანს დიდ უპირატესობას ანიჭებს და კირილიცას „რუსეთის კოლონიალურ პროექტად“ მიიჩნევს. ლათინური დამწერლობის შემოტანა და მოქალაქეობის მიღებისთვის ყაზახური ენის ცოდნის აუცილებლობა სწორედ ამ პოლიტიკის მიმართ გამოხატული ბუნებრივი რეაქციაა და ქვეყნის რუსული გავლენის სფეროდან გამოსვლის დიდ სურვილზე მიანიშნებს.

ყაზახეთის ახლანდელი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიმდინარე ენის რეფორმას „სულიერ მოდერნიზაციადაც“ კი მოიხსენიებს. ამავდროულად, ლათინურ დამწერლობაზე გადასვლა და ყაზახური ენის რუსულზე წინ დაყენება ყაზახეთის, როგორც ქვეყნის საერთაშორისო ბრენდისა და იდენტობის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად.

Previous Post

თიბისი ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს

Next Post

Kazakhstan’s New Language Policy: Small Steps to Further Drift Away From Russian Influence

იზა გვარამაძე

Next Post
კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე $400,000-ად იყიდება

კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე $400,000-ად იყიდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result