Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes EDU

ქართული მეცნიერება რიცხვებში

by Davit Tsiramua
June 5, 2024
in Forbes EDU, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ქართული მეცნიერება რიცხვებში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როდესაც ფილმების რეიტინგებს ვადგენთ, ვითვალისწინებთ მათ შემოსავალს, შეფასებების რაოდენობას, ჯილდოებს. ალბათ ცოტა ვინმე ეცდება კინოინდუსტრიის ან რეჟისორის წარმატების შეფასებას უბრალოდ ფილმების რაოდენობით. ფილმი არ უდრის ფილმს. ასევეა ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც: ვსაუბრობთ ბესტსელერებზე, ყველაზე გავლენიან წიგნებზე, ყველაზე ბევრჯერ ნაყიდ და ჩამოქაჩულ ალბომებზე. მაგრამ მკვლევრის, ორგანიზაციის ან ქვეყნის სამეცნიერო მიღწევებს დღემდე ხშირად აფასებენ ნაშრომების რაოდენობით. „ის ხუთი წიგნისა და ორმოცზე მეტი სტატიის ავტორია“. არადა, სამეცნიერო პროცესისთვის ალბათ კიდევ უფრო გადამწყვეტია გავლენის ფაქტორი, ვიდრე ხელოვნებისთვის. სამეცნიერო ნაშრომს ვერ აღიარებენ შენი მეგობრები და ნათესავები – ის უნდა გამოიყენონ და დააციტირონ შენმა კოლეგებმა. გთავაზობთ ორ რეიტინგს, რომლებიც ქართულ მეცნიერებაზე სწორედ ნაშრომების გავლენის გათვალისწინებით გვიყვება.

2019-2023 წლების ლიდერი დაწესებულებები სამეცნიერო გავლენის მიხედვით
  • სად იქმნება გავლენიანი მეცნიერება დღევანდელ საქართველოში?
  • მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუ კერძო უნივერსიტეტების წვლილიც საგრძნობია?
  • რამხელაა უნივერსიტეტებისგან დამოუკიდებელი სამეცნიერო ინსტიტუტების როლი?

ამ შეკითხვებს პასუხობს ჩვენი ტოპ-24, რომელიც სამივე კატეგორიის დაწესებულებებს მოიცავს.

პოზიცია

უნივერსიტეტის დასახელება

დოკუმენტების რაოდენობა

გავლენა (შეწონილი ციტატები)

1

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2618

401.8

2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

1659

397.0

3

საქართველოს უნივერსიტეტი

350

161.4

4

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

1148

103.2

5

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

175

95.7

6

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

118

88.8

7

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

438

54.7

8

კავკასიის უნივერსიტეტი

130

29.3

9

ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

135

28.7

10

აგრარული უნივერსიტეტი

156

28.3

11

მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი

271

26.5

12

მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი

543

22.3

13

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

62

18.3

14

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

63

14.7

15

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

67

11.6

16

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

72

9.3

17

თავისუფალი უნივერსიტეტი

72

9.3

18

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

100

9.3

19

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

69

8.9

20

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

107

8.3

21

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

55

7.5

22

მეცნიერებათა აკადემია

76

5.4

23

მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი

54

4.4

24

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

51

3.1

ცხრილი დალაგებულია ჩვენი მთავარი კრიტერიუმით – ნაშრომების ფარდობითი, სფეროების მიხედვით შეწონილი ციტირებადობით (სვეტი „გავლენა”).

ბევრი სხვა სამეცნიერო რეიტინგისგან განსხვავებით, ჩვენ იმასაც ვითვალისწინებთ, თუ რამხელაა ორგანიზაციის წარმომადგენელი ავტორების წილი ნაშრომის ავტორებში. მაგალითად, თუ ასავტორიანი სტატიის მხოლოდ ორი ავტორი წარმოადგენს რომელიმე უნივერსიტეტს, ამ უნივერსიტეტს შესაბამისი სტატიის წონის 2%-ს ვანიჭებთ და არა მთლიანს.

სწორედ ციტირებადობისა და წვლილის გათვალისწინება იწვევს საგრძნობ განსხვავებას „გავლენასა” და დოკუმენტების რაოდენობას შორის. მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხოლოდ მე-12 იქნებოდა დოკუმენტების რაოდენობით, მაგრამ მე-6-ა ნაშრომების შეწონილი გავლენით. რაც ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტის სტატიების ციტირებადობა და მისივე პერსონალის წვლილი შესაბამის სტატიებში საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე ზოგი სხვა უმაღლესის შემთხვევაში.

სიის შემადგენლობა ადასტურებს, რომ საქართველოში მეცნიერება ძირითადად თავმოყრილია უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, თუმცა არაა შემოფარგლული სახელმწიფო სექტორით. ტოპ-10-ში 5 სახელმწიფო და 4 კერძო უნივერსიტეტია.

ამ მხრივ ქართული სურათი განსხვავდება ამერიკულისგანაც, სადაც მეცნიერებაში კერძო უნივერსიტეტები ყველაზე წინ დგანან, და ბევრი ევროპული ქვეყნისგანაც – სადაც, პირიქით, მეცნიერებაში თითქმის არ აქვს დარჩენილი პირდაპირი როლი კერძო სექტორს.

თუმცა მსგავსი შერეული სურათი არაა სრული გამონაკლისი. ქვეყნის ტოპ-10-ში კერძო უნივერსიტეტები გვხვდება, მაგალითად, სამხრეთ კორეასა და თურქეთშიც, რომელთა მეცნიერებაც წლების მანძილზე ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწრაფად ვითარდებოდა.

მეთოდოლოგია

ორივე შემთხვევაში, ვეყრდნობით არა უბრალოდ ციტირებების რაოდენობას, არამედ სფეროს მიხედვით შეწონილ ციტირებებს. მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში ციტირებადობა ძალიან განსხვავებულია: მაგალითად, ფიზიკაში საშუალო გავლენის სტატიას შეიძლება რაოდენობრივად მეტი ციტირება ჰქონდეს, ვიდრე ისტორიაში უმაღლესი გავლენის მქონეს.

შეწონილი ციტირებები გვაძლევს საშუალებას, შედარებით თანაბრად დავაფასოთ სხვადასხვა სფეროს საუკეთესო ნაშრომები. მონაცემები აღებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-იდან, რომელსაც ეყრდნობა ყველაზე ცნობილი საუნივერსიტეტო სარეიტინგო სისტემები – მათ შორის, QS და Times Higher Education-ი.

საქართველოში მომუშავე ავტორების 2019 – 2023 წლების ყველაზე გავლენიანი სტატიები

დღევანდელ მეცნიერებაში ნაშრომების დიდი პროცენტი საერთაშორისოა. ასეთი ნაშრომები თავისთავად არანაკლებ დასაფასებელია, ვიდრე რომელიმე ერთ ქვეყანაში შექმნილი. მაგრამ მათში სხვადასხვა ქვეყნის წვლილის შეფასება რთულია. ზოგჯერ ნაშრომის ლომის წილს დიდ სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე ავტორები ქმნიან, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ, როგორიცაა ნედლი მონაცემების მიწოდება ან კითხვარების შევსება.

მაგრამ საქართველოში მომუშავე ავტორების წვლილის სიდიდე ცხადია, როცა ნაშრომის ყველა ავტორი საქართველოდანაა. ამიტომაც გთავაზობთ წინა ხუთი წლის 15 ყველაზე გავლენიანს სწორედ ასეთ სტატიებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ფარდობითი ციტირებადობით – როდესაც ნაშრომებს მხოლოდ საკუთარი სფეროს ფარგლებში „ვაჯიბრებთ” – ყველაზე წარმატებული ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების სტატიები გამოდგა და არა ქართულ მეცნიერებაში ტრადიციულად ძლიერი სფეროების, როგორიცაა ფიზიკა და მათემატიკა. თუმცა ტოპ-15-ში გვხვდება ნაშრომები გამოყენებითი მათემატიკის, გეოლოგიისა და ქიმიის დარგებიდანაც.

ნაშრომის დასახელება

ავტორი / ავტორები

ფარდობითი გავლენა სფეროში

The impact of artificial intelligence on employment before and during pandemic: A comparative analysis გიორგი აბუსელიძე, ლელა მამალაძე

12.0

Challenges of religious tourism in the conflict region: An example of Jerusalem სალომე ფიფია, საბა ფიფია

11.2

Use of hedging instruments on example of grain market გიორგი აბუსელიძე

9.5

Tax policy for business entities under the conditions of association with the European Union: Features and optimization directions გიორგი აბუსელიძე, ინგა გოგიტიძე

7.1

The role of university spin-offs in the success of research programs ეკა ლეკაშვილი, მარიამ ბიწაძე

6.8

The impact of COVID-19 on the vulnerable groups: Refugees and labor migrants-based view ემილია ალავერდოვი

6.6

Potential method in mathematical theories of multi-porosity media მერაბ სვანაძე

6.4

Business environment reforms, innovation and firm productivity in transition economies თეიმურაზ გოგოხია, გიორგი ბერულავა

6.0

Macroeconomic determinants of household consumptions in georgia აზერ დილანჩიევი, თენგიზ თაქთაქიშვილი

5.7

Economic doctrines: The origins ავთანდილ სილაგაძე, თამარ ათანელიშვილი, ნოდარ სილაგაძე

5.4

The geometry of the two orogens convergence and collision zones in central Georgia: New data from seismic reflection profiles ვიქტორ ალანია, თამარ ბერიძე და სხვები

4.9

Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China აზერ დილანჩიევი, თენგიზ თაქთაქიშვილი

4.9

Recent trends in preparation, investigation and application of polysaccharide-based chiral stationary phases for separation of enantiomers in high-performance liquid chromatography ბეჟან ჭანკვეტაძე

4.6

Industry 4.0 and industry 5.0: can clusters deal with the challenges? (A systemic approach) ინეზა გაგნიძე

4.3

About genesis of karst caldera of denudation-tectonic landform. Georgia, caucasus ზაზა ლეჟავა, ლაშა ასანიძე და სხვები

4.2

 

Tags: top
Previous Post

განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ლოდინში

Next Post

ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები

ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result