Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული ღვინის ინდუსტრია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
ქართული ღვინის ინდუსტრია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველო მეღვინეობის სამშობლოა, თუმცა ღვინის ინდუსტრიული წარმოება ქვეყანაში მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. დარგის ცნობილი პიონერები ივანე მუხრანბატონი და ალექსანდრე ჭავჭავაძე იყვნენ.

მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ღვინის კეთება ინოვაცია არ ყოფილა, ღვინის წარმოება – რაშიც, რა თქმა უნდა, ინდუსტრიული წარმოება იგულისხმება – დიახ, გახლდათ. “სიახლე” რამდენიმე გამოჩენილი ქართველის სახელთან იყო დაკავშირებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი ადამიანები ივანე ბაგრატიონი და ალექსანდისტორიამეღვინეობა რე ჭავჭავაძე იყვნენ.

ივანე მუხრანბატონამდე ამ საქმიანობით ალექსანდრე ჭავჭავაძე დაკავდა: მას ვაზის ახალი ჯიშები შემოჰქონდა წინანდალში, მუკუზანსა და ნაფარეულში. 1835 წელს, 20 წლის ვადით, ჭავჭავაძემ ბანკიდან 1 მილიონი მანეთი ისესხა მამულების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, მოაწყო არყის სახდელები, თბილისში ღვინის სარდაფები გახსნა. ალექსანდრე ჭავჭავაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას ალავერდის სპილენძის ქარხანასთან 6,000 ფუთი სპილენძის შეძენის თაობაზე არყის სახდელი ქარხნისათვის.

წინანდალსა და მის შემოგარენში თავადი ჭავჭავაძის ვენახები 90 ჰექტარზე იყო გაშენებული. ყოველ ვენახთან ცალკე მომცრო მარანი და მეზვრეებისათვის სახლი იყო აშენებული. მის მეურნეობაში წყლის 15 წისქვილი და აგურის ქარხანაც მუშაობდა. ქართული ვაზის ჯიშებიდან – რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი – სანაქებო ღვინოს ამზადებდა. 6,000 მანეთად ღირებულ მოსავალს იღებდა და მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებისათვის დიდ თანხებს აბანდებდა.

ალექსანდრესა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, წინანდლის მამულს მათი შვილები – ჯერ ნინო, შემდეგ კი დავითი მართავდნენ. 1854 წლის 4 ივლისს შამილის რაზმებმა წინანდლის სასახლე დაარბიეს. შემდგომში დავით ჭავჭავაძეც ცდილობდა წინანდლის მამულის განვითარებას, ბანკიდან სესხიც აიღო, თუმცა იგი ვერ აღმოჩნდა მამამისივით წარმატებული მეურნე, ვალები დაედო. წინანდლის მამული რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.

ივანე მუხრანბატონი საკმაოდ შეძლებული იყო. მას ეკუთვნოდა 1854-1854 წლებში გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე, ლესია უკრაინკას ქუჩის კუთხეში აშენებული დიდი სახლი. ცნობილია, რომ ფრანგ ვაჭარს, ჟან ფაგეს, ამ სახლის პირველ სართულზე დიდი მაღაზია გაეხსნა, ხოლო მოგვიანებით სასტუმროც მოეწყო.

ივანე მუხრანბატონის სიმდიდრეზე მეტყველებდა ისიც, რომ მაშინდელ თბილისში ეს შენობა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. მასში განთავსებული იყო თბილისის თავად- აზნაურთა საკრებულოც. ჟ. ფაგეს შემდეგ, ივანე მუხრანბატონის სახლში გაიხსნა სასტუმრო “მუხრანი”. აღსანიშნავია, რომ 1863 წელს იქ ბი ნა დაიდო ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული პირველი ქართული ჟურნალის, “საქართველოს მოამბის” რედაქციამ.

1880-იან წლებში შენობა გადააკეთეს და საგრძნობლად გაადიდეს. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პირველ სართულზე ისევ მაღაზიები იყო განთავსებული, ხოლო სასტუმრო “მუხრანი” ფუნქციონირებას განაგრძობდა.

1895 წელს ივანე მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა კონსტანტინემ მამის ქონება სწრაფად გაანიავა. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ ცნობილმა მეწარმემ, ალექსანდრე მანთაშევმა ივანე მუხრანბატონის სახლი შეისყიდა. ყველა მცდელობა, რომ შენობა სათავადაზნაურო ბანკს დარჩენოდა, წარუმატებელი გამოდგა. სასტუმრო “მუხრანმა” გააგრძელა არსებობა, თუმცა 1912 წელს მას “უნივერსალი” ეწოდა, 1921 წელს კი ნაგებობდა დაიწვა და დაინგრა.

თუმცა ივანე მუხრანბატონი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ცნობილი ინოვატორი, უმაღლესი სტანდარტების ღვინის მწარმოებელი.

მუხრანბატონთა შტო ბაგრატიონების სამეფო დინასტიიდან მომდინარეობდა. 1512 წელს ქართლის მეფე დავითმა თავის ძმას, უფლისწულ ბაგრატს, საჩუქრად უბოძა ქსნისა და არაგვის ხეობაში მდებარე მუხრანის მამული. ბაგრატის შთამომავლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში.

ივანე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს გამოჩენილი გენერლის, კონსტანტინე მუხრანბატონის ოჯახში. ახალგაზრდა ივანემ არჩევანი სამხედრო კარიერაზე შეაჩერა და 1850 წელს გენერალ- მაიორის წოდება მიიღო.

ქართლურ, მუხრანულ ღვინოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში სახელი სწორედ ივანე მუხრანბატონმა გაუთქვა. როგორც ცნობილია, მუხრანბატონი 25 ათას “დესიატინა” მიწას ფლობდა. მას ერთ- ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის და მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე მორგების საქმეში დიდ წარმატებასაც მიაღწია.

1863 წელს ივანე მუხრანბატონი თავის კომპანიას ქმნის. თითქმის მაშინვე მისმა ღვინოებმა თბილისში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე დიდი აღიარება ჰპოვა. ღვინის ქარხანამ სრულად ფუნქციონირება 1876 წელს 12 სახეობის ღვინის წარმოებით დაიწო. 1844 წელს ყოველწლიურმა შემოსავალმა 244,700 მანეთი შეადგინა. ბრუნვამ უმაღლეს მაჩვენებელს 1896 წელს მიაღწია და 300,000 მანეთი შეადგინა.

სოფლის მეურნეობით იგი განსაკუთრებით 1875 წელს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა. აქ მან მოიარა ბორდოსა და შამპანის რეგიონები, სადაც ღვინის წარმოება მაღალ დონეზე იყო აყვანილი და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში საუკეთესო ქართული ღვინო დაეყენებინა.

1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მეღვინეობის სპეციალისტები მოიწვია. მან შესანიშნავი ვენახები გააშენა, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზაქარია ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1.2 მლნ ლიტრის ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა.

მუხრანბატონის პირველი ღვინო 1878 წელს ჩამოისხა, სწორედ ამ ისტორიულ თარიღს უკავშირდება “შატო მუხრანის” რესტორნის სახელი “სამეფო მარანი 1878”.

1882 წელს ივანე მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო – სახელმწიფო გერბი მოიპოვა, ხოლო იმავე წელს ოდესის სასოფლო- სამეურნეო გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო. მუხრანულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს 1884 წელს იალტაში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა 1884 წელს წარმოებულმა “მუხრანი 5”-მა.

Previous Post

მცირე ბიზნესის საუკეთესო მეგობარი

Next Post

10 Primary Risks For Doing Business in Georgia

მაგდა დოლიძე

Next Post
10 Primary Risks For Doing Business in Georgia

10 Primary Risks For Doing Business in Georgia

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result