Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პროფესიონალიზმის 20 წელი – ინტერვიუ არჩილ უჯმაჯურიძესთან, საქართველოს ბანკის ანალიტიკური ჯგუფის უფროსთან

by იზა გვარამაძე
September 2, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
პროფესიონალიზმის 20 წელი – ინტერვიუ არჩილ უჯმაჯურიძესთან, საქართველოს ბანკის ანალიტიკური ჯგუფის უფროსთან
0
SHARES
0
VIEWS

ფინანსური ინდუსტრიის ხასიათი ყველაზე უკეთ განვითარების ჩქარი ტემპებსა და პროგრესისადმი მუდმივი სწრაფვაში გამოიხატება.  ესაა დარგი, რომელშიც ყოველდღე რაღაც ახალი ხდება – ეშვება პროდუქტები, ინერგება მოწინავე ტექნოლოგიები, იწყება ახალი პროექტები. ხოლო იმისათვის, რომ ამ ტემპს აჰყვე, განსაკუთრებული მოქნილობა და ადაპტაციის უნარია საჭირო. სწორედ ამ უნარებით გამოირჩევა არჩილ უჯმაჯურიძე, საქართველოს ბანკის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი კორპორატიული ბიზნესის ანალიტიკის და რეპორტინგის დეპარტამენტში. იგი უკვე 20 წელია, საქართველოს ბანკის თანამშრომელია და კომპანიის ტრანსფორმაციის არაერთი ეტაპის მომსწრე გახდა.

ამ ინტერვიუში არჩილი საკუთარი კარიერის ტრაექტორიებს იხსენებს, გვიამბობს საქართველოს ბანკის კორპორატიულ კულტურაზე, რამაც მისი პროფესიული ზრდა განაპირობა, ასევე გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს ახალბედა სპეციალისტებისთვის, რომლებიც ფინანსურ სექტორში მუშაობით არიან დაინტერესებული.

არჩილ, 20 წელი შთამბეჭდავი პერიოდია. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საქართველოს ბანკში და რა გზა გაიარეთ ამ დრომდე?

საქართველოს ბანკში 2004 წელს მიკრო დაკრედიტების დეპარტამენტში EBRD-ის პროგრამით, ექსპერტის პოზიციაზე მოვედი. მას შემდეგ იყო მცირე და საშუალო ბიზნესის, ხოლო მოგვიანებით კორპორატიული და საინვესტიციო დაკრედიტების დეპარტამენტები. ამ პერიოდში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გავხდით როგორც ქვეყნის, ასევე გლობალური მასშტაბით და საკმაოდ საინტერესო იყო ამ პროცესებში მონაწილეობა საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან.

გვიამბეთ საქართველოს ბანკის კორპორაციული კულტურის ან მენეჯმენტის იმ ასპექტებზე, რამაც შეუწყო ხელი თქვენს კარიერულ განვითარებას და, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტისადმი ერთგულებას? 

ბანკში მოსვლის პერიოდიდან დღემდე, კომპანია მუდმივად იზრდება. დღეს აქ 8,000-მდე თანამშრომელი მუშაობს; მიუხედავად ასეთი ზრდისა, ისეთი კორპორატიული ღირებულებები, როგორიცაა კოლეგებს შორის მეგობრული ურთიერთობები, უშუალობა ნებისმიერ რგოლს შორის, ურთიერთდახმარების სურვილი და ჯანსაღი კონკურენცია, არ იკარგება, მეტიც, ზრდასთან ერთად, ეს კულტურა მუდმივად იხვეწება და ეს კორპორაციული კულტურის ნაწილია

რას მოიცავს თქვენი საქმიანობა, როგორია ერთი დღე ანალიტიკური ჯგუფის უფროსისთვის ბიზნესის ანალიტიკის და რეპორტინგის დეპარტამენტში?

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძლიერი საბანკო სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან როგორც დაკრედიტების, ასევე გამოცდილების გაზიარების და ახალი პროდუქტების თუ გადაწყვეტების შეთავაზების კუთხით, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა კონკრეტული ბიზნეს სექტორების სიღრმისეული ცოდნის და ანალიზის გარეშე. სწორედ ამ საკმაოდ საინტერესო საქმით არის დაკავებული ჩვენი სამსახური. ამ ეტაპზე, ჩემი ჯგუფი უძრავი ქონების მიმართულებით მილიარდ ლარზე მეტი და 150-მდე ბიზნეს სუბიექტისგან შემდგარი პორტფელის ადმინისტრირებას ახდენს.

ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება როგორც პროექტების დამუშავებაში ანალიტიკოსების მხარდაჭერას და სწორი მიმართულებების მიცემას, ასევე სამუშაო პროცესის სრულყოფის გზების მუდმივ ძიებას და ახალი თანამშრომლებისთვის გამოცდილების გაზიარებას.

მოგვიყევით ამ დროის განმავლობაში გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ?

20-წლიან პერიოდში ბევრ სხვადასხვა სექტორთან მქონია შეხება, შესაბამისად ქვეყანაში განხორციელებული უამრავი მსხვილი პროექტის დაფინანსებაში მიმიღია მონაწილეობა. ქუჩაში მოძრაობის დროს ბევრი ასეთი პროექტი მხვდება, ყველას თავისი ისტორია აქვს, ყოველთვის სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ამ „ისტორიის“ ერთ-ერთი მონაწილე შენც იყავი.

თქვენი შეფასებით, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა სამშენებლო და დეველოპერულმა სექტორმა ორი დეკადის განმავლობაში?

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის განვითარებისთვის. მას დაახლოებით 10% მდე უკავია ჯამურ GDP-ში. ამ მხრივ დიდი სტაგნაცია იყო 90-იან წლებში, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც სექტორში დიდი გამოცდილება დაგროვდა როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე საბანკო დაფინანსების ნაწილში.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების (ე.წ. დეველოპერულ) სექტორს, აქაც, ანალოგიურად,  დიდი მოთხოვნა დაგროვდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 2022-2023 წლებში ამ ყველაფერს მიგრანტების ეფექტიც დაემატა, რამაც მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. ამ ეფექტის გამოძახილი იყო სამშენებლო ნებართვების რეკორდული ზრდა (დაახ. 35%). წელს მოთხოვნა დასტაბილურდა და გასული წლების მსგავს ზრდებს არ ველოდებით, თუმცა არის ბევრი გამოწვევაც, მაგალითად,   მშენებლობის თვითღირებულების ნაწილში.

ამ დროის განმავლობაში რა იყო მთავარი რამ, რაც ფართომასშტაბიანი პროექტებისა და გუნდების მართვის შესახებ ისწავლეთ და რის ცოდნას ისურვებდით მაშინ, როცა კარიერას იწყებდით?

მთავარი, რაც ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და სიძნელეებს არ უნდა შეუშინდე, ყველაზე მეტს სწორედ ასეთ სიტუაციებში სწავლობ.

როგორც 20-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რას ურჩევდით ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც დღეს ფინანსებისა და ბიზნესის სფეროში მუშაობა სურთ?

მნიშვნელოვანია მონდომება, არგაჩერება, მუდმივი სწრაფვა ზრდისკენ და თვითგანვითარებისკენ, რისთვისაც აუცილებელია დეტალებზე ორიენტირება და იმ საქმის სიღრმისეული შესწავლა, რასაც ხელს მოკიდებენ.

სამომავლოდ რა მიზნები გაქვთ დეპარტამენტის ფარგლებში და როგორ ხედავთ თქვენი როლის განვითარებას მომდევნო წლებში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბანკი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მიდის მუშაობა როგორც სექტორული ცოდნის გაღრმავების მხრივ, ასევე სხვადასხვა პროცესის დახვეწის და გამარტივების მიმართულებით, რაც გვაძლევს ბიზნესის უფრო ეფექტიანად და სწრაფად მხარდაჭერის საშუალებას. ამ მხრივ დაწყებული გვაქვს რამდენიმე პროექტი, სადაც უახლოეს მომავალში ჩართულობის დიდ აუცილებლობას ვხედავ. S

Previous Post

გიგა ოჩხიკიძემ პარაოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

Next Post

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

იზა გვარამაძე

Next Post
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result