Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პრობლემა: დაბალი შობადობა თუ მაღალი მიგრაცია?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
პრობლემა: დაბალი შობადობა თუ მაღალი მიგრაცია?
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიო მოსახლეობის ნახევრის შობადობის ჯამური მაჩვენებელი (TFR) 2.1-ს ქვემოთაა, ანუ იმ მინიმუმს ქვემოთ, რაც თაობათა ცვლილებისთვის არის საჭირო. შობადობის დონე განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაშია დაკლებული, რის შედეგადაც რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა უკვე მოსახლეობის შემცირებას განიცდის. ამან ზოგიერთ მთავრობას ისეთი სტრატეგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რომლებიც მეტი შვილის გაჩენას წაახალისებს. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, შობადობის დაბალმა მაჩვენებლებმა შეაშფოთა, მეორე მხრივ კი მასზე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იქონია გავლენა, რომელიც ოჯახური ღირებულებების შესუსტებასთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებებს. შედეგად, მთავრობამ 2013 წელს დემოგრაფიული განვითარების ფონდი დააარსა. გარკვეული ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რათა ანაზღაურებადი დეკრეტი 126-დან 183 დღემდე გაზრდილიყო, უხელფასო კი – 477-დან 730-მდე. პარალელურად, სამშობიარო სუბსიდიები 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2014 წლის ივლისიდან მთავრობას 6 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული თვიური 150-200 ლარის ოდენობის სახელმწიფო შემწეობებში, რომლებიც იმ ოჯახებს ეძლევათ, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს და იმ რეგიონებში ცხოვრობს, სადაც ბოლო 2 წლის მანძილზე მოსახლეობის კლება აღინიშნება.

გასულ წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მოსახლეობის სიტუაციის ანალიზი (PSA) მოამზადა, რათა შეფასებულიყო მოსახლეობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები ქვეყანაში, მათ შორის იმგვარი სტრატეგიების შემუშავების საჭიროება, რომლებიც ბავშვებიანი ოჯახებისთვის ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად, პირდაპირ შობადობის სტიმულირებაზეა ორიენტირებული. ამ ანალიზის შედეგები, 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან ერთად, მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი მთლად ის არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს.

1990-იანებში სოციალიზმის კოლაფსისა და თანამდევი სოციალური არეულობის შემდეგ, სტატისტიკური ავტორიტეტები (საქსტატი) სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან მოსახლეობის ძირითადი ტენდენციებისთვის თვალყურის მიდევნების თვალსაზრისით; ამ სირთულეთა რიცხვშია მოსახლეობის საერთო რიცხოვნობისა და შობადობის დონის დადგენა. იმ ფაქტმა, რომ, 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა, წინასწარი შეფასებით, მხოლოდ 3.73 მილიონს შეადგენდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), კიდევ უფრო განამტკიცა ისეთი დემოგრაფების ეჭვები, როგორიც გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი წულაძე. ამ ეჭვების თანახმად, მოსახლეობის 2002 წლის აღწერა, შესაძლოა, 10%-ით გადაჭარბებულ სურათს იძლეოდა. ბევრი საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი, შესაძლოა, კვლავაც საქართველოში, თავის ძველ სახლში ყოფილიყო ოფიციალურად ჩაწერილი, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, იმ გარკვეული უფლებების დაკარგვის შიშს უკავშირდება, რითაც შესაძლოა, თავად ამ ადამიანებს ან მათ ოჯახებს ესარგებლათ მობინადრის რანგში.

მეორე მხრივ, იმ პერიოდის მერე, რაც შობადობის შემცირების (ან რეალური, ან დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეულის) აღრიცხვა მოხდა, არ არსებობს რაიმე მყარი მაჩვენებელი, რომ 2008 წლიდან რიცხვები საქართველოში გაიზარდა. ეს გარემოება, მოსახლეობის იმ უფრო პატარა ნიშნულთან ერთად, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული, ნიშნავს, რომ ასე საგანგაშოდაც არაა საქმე და შობადობის დონე საქართველოში მთლად ასე არაა დაცემული. უახლესი მონაცემები ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის (იმ მიგრანტთა გამოკლებით, რომლებიც სამშობიაროდ საქართველოში ჩამოდიან) შობადობის ჯამურ მაჩვენებელს 2.0-სა და 2.1-ს შორის აქცევს, ე.ი. მაჩვენებელი თაობათა განახლების დონეს შეესატყვისება ან სულ ოდნავ ამ დონის ქვემოთაა. ეს საქართველოს ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. მოსახლეობის შემცირების მიმდინარე ტენდენცია საქართველოში – განსაკუთრებით ეკონომიკურად აქტიურ ეპოქაში – გამოწვეულია არა ახალშობილების სიმწირით, არამედ იმ ფაქტით, რომ უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში ხალხი კვლავ საზღვარგარეთ მიდის. 1990-იანებიდან მოყოლებული, ემიგრანტთა რიცხვმა იკლო, მაგრამ საქსტატის უახლესი სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ პროცესი ისევ გრძელდება.

ცხადია, მთავრობას შეუძლია, სცადოს და შობადობის მომატებით ემიგრაცია დააბალანსოს, მაგრამ ეს ჭკვიანური ნაბიჯი არ იქნება. პირველ რიგში, შობადობაში გაკეთებულ ინვესტიციებს, ნაყოფის გამოსაღებად, დიდი დრო – სულ ცოტა, ოცი წელი – სჭირდება. მოკლევადიან პერსპექტივაში, გაზრდილი შობადობა მხოლოდ გაზრდის სხვათა კმაყოფაზე მყოფი პირების კოეფიციენტს ქვეყანაში – თანაფარდობა 15 წელს ქვემოთ და 65-ს ზემოთ მყოფადამიანებსა და სამუშაო ასაკის მოსახლეობას შორის არაპროპორციულად გაიზრდება. მეორე – ემიგრაციის კომპენსაციის მიზნით მშობიარობის დაფინანსებას დამახინჯებული ეფექტი აქვს: როცა არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის უნარები, არამედ ბოლოს, საკუთრივ ემიგრანტთა არსებობა სახელმწიფოს სუბსიდირებაზე ხდება დამოკიდებული, ე.წ. „ტვინების გადინების“ ხარჯები მატულობს.

მიგრაცია უმუშევრობის მაღალი დონით გამოწვეული სოციალური წნეხების შემსუბუქების გზაა, მაგრამ ის აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას ფულად გზავნილებზე. ფულადი გზავნილები სიღარიბეს ამცირებს, ზრდის ოჯახის ხარჯებს სამომხმარებლო საქონელზე, ჯანმრთელობასა და განათლებაზე, თუმცა კვლევები, როგორიცაა გერბერისა და ტოროსიანის კვლევა (2000), აჩვენებს, რომ საქართველოში ფულადი გზავნილების შედარებით მცირე წილი თუ გამოიყენება პროდუქტიული კაპიტალდაბანდებისთვის. ქართველი ემიგრანტები ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი ინტერესს, როგორც ჩანს, არ გამოხატავენ. ასე, მაგალითად, მელქაძემ (2012) აჩვენა, რომ მასპინძელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებული უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ აისახება ფულადი გზავნილების ზრდაზე. მსგავს სიტუაციას, როცა ფულადი გზავნილები, უმთავრესად, მიმდინარე სამომხმარებლო მოთხოვნების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეკონომიკურ დამოკიდებულებამდე მივყავართ, რაც გამომგზავნთა ავტონომიურ განვითარებას საერთოდ არ აძლევს ხელს.

ამჟამად, ფულადი გზავნილები საქართველოსთვის უცხოური შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ეხმარება ეროვნულ ვალუტას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე საბიუჯეტო დეფიციტის შემსუბუქების საქმეში. მსოფლიო ბანკის თანახმად, 2014 წელს ფულადი გზავნილები მშპ-ის 12%-ს შეადგენდა, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) 12 ქვეყანას შორის საქართველოს მე-5 ადგილას აყენებს ტაჯიკეთის (42%), ყირგიზეთის რესპუბლიკის (31%), მოლდოვასა (26%) და სომხეთის (19%) შემდეგ. ფულადი გზავნილების ასეთი მნიშვნელოვანი როლი სარისკო ამბავია, რადგან მასპინძელ ქვეყანაში ფინანსური სიტუაციის გაუარესება დაუყოვნებლივ გამოიწვევს ფულადი გზავნილების შემცირებას. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს სერიოზულად შეეხო საბერძნეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელი კრიზისები.

აქედან გამომდინარე, ის, რაც საქართველოს სჭირდება, არა შობადობის წამახალისებელი პოლიტიკა, არამედ ეფექტიანი ზომებია, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა, რის შედეგადაც ქართველები აღარ იდგებიან იმ აუცილებლობის წინაშე, რომ უკეთესი შესაძლებლობები ქვეყნის გარეთ ეძებონ. ამ გზით, იმ ადამიანებსაც მივაწვდენთ ხმას, ვინც უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და შესაძლოა, ზოგი მათგანი დავარწმუნოთ კიდეც, რომ დაბრუნდეს და საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილება და ახალი უნარ-ჩვევები ჩამოიტანოს.

რალფ ჰაკერტი არის დემოგრაფი და UNFPA-ის ყოფილი თანამშრომელი. ის ახლა კერძო კონსულტანტად მუშაობს. 2014 წელს გახლდათ UNFPA-ის მოსახლეობის სიტუაციის ანალიზის წამყვანი ავტორი. მაკა ჭითანავა ISET Policy Institute-ის უფროსი მკვლევარი და მოსახლეობის სიტუაციის ანალიზის თანაავტორია.

Previous Post

აღმასრულებელი დირექტორი ცვლის წესებს და აშენებს იმპერიას

Next Post

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result