Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ბიზნესი

პორნოპლატფორმის მფლობელი ბნელით მოცული მილიარდერის საიდუმლო ისტორია – Forbes-ის გამოძიება

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in ბიზნესი, ბიზნესი, გამოძიება, მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
პორნოპლატფორმის მფლობელი ბნელით მოცული მილიარდერის საიდუმლო ისტორია – Forbes-ის გამოძიება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Forbes-ის ასოცირებულმა რედაქტორმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ტომას ბრიუსტერმა და რეპორტიორმა დევიდ დოკინსმა ჟურნალისტური გამოძიებით გამოიკვლიეს პოპულარული პორნოპლატფორმის, OnlyFans-ის მფლობელი მილიარდერის, ლეონიდ რადვინსკის წარსული საქმიანობა.

ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ბიზნესი პანდემიისას საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მზარდი ინტერესის პარალელურად იზრდებოდა პლატფორმის შემოსავლებიც – შედეგად, კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელი ლეონიდ რადვინსკი მილიარდერი გახდა. აღნიშნულის პარალელურად უფრო მეტი კითხვა გაჩნდა მის ბუნდოვან წარსულთან დაკავშირებით.

Forbes-ის თანახმად, 2018 წელს ფლორიდელმა ინტერნეტპორნოინდუსტრიის ბარონმა ლეონიდ რადვინსკიმ ლონდონში დაფუძნებული პლატფორმის, OnlyFans-ის 75%-იანი წილი შეიძინა. პლატფორმაზე „კონტენტის ავტორები“ ანგარიშის შექმნის შემდეგ ათავსებენ მათ მიერ მომზადებულ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებმა კი კონტენტზე წვდომის მისაღებად ყოველთვიურად ასეთი „ავტორების“ არხები უნდა გამოიწერონ. გამოწერის ყოველთვიური ღირებულება $4.99-49.99 შორის მერყეობს. გამომწერებისგან მიღებული თანხის 80% კონტენტის ავტორს რჩება, 20% კი, საკომისიოს სახით, კომპანიას.

2020 წელს, იანვარ-ნოემბრის პერიოდში კომპანიის შემოსავალი  $400 მილიონი იყო (540%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის იდენტურ პერიოდში). პანდემიისას რეკორდულად გაიზარდა რეგისტრირებული კონტენტის ავტორების რაოდენობაც – პლატფორმისთვის პორნოგრაფიული ხასიათის მასალას 1.6 მილიონი ადამიანი ქმნის, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ სერვისში თანხას იხდის, 82 მილიონამდე გაიზარდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, Forbes-ი თვლის, რომ რადვინსკის წილი კომპანიაში დაახლოებით $1.8 მილიარდს უდრის.

მიმზიდველი ფინანსური შედეგების მიღმა კი ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხის გაცემა არც რადვინსკიმ ისურვა და არც OnlyFans-ის წარმომადგენლობამ.

20 წლის წინ, მაშინ როდესაც პორნოგრაფია ინტერნეტში უფასოდ არ იყო ხელმისაწვდომი, რადვინსკის ვებგვერდების მცირე იმპერია ჰქონდა, რომელთა საშუალებითაც არალეგალურად ავრცელებდა პორნოსაიტების „გატეხილ ანგარიშებს“, მათ შორის ისეთი ვებგვერდებისთვის, რომლებზეც არასრულწლოვანი პირების მონაწილეობით გადაღებული მასალები იყო ხელმისაწვდომი. Forbes-მა რადვინსკისთან ასოცირებული 11 ვებგვერდის მოძიება შეძლო, რომელთა საშუალებითაც მსგავსი რეფერალები იყო ხელმისაწვდომი – „10,000 არალეგალური ტინეიჯერული პორნოს პაროლი“, „საუკეთესო არალეგალური ტინეიჯერული პორნოს პაროლი“, „საუკეთესო საიტები ზოოფილიური კონტენტისთვის“ და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართული ყველა პირი სრულწლოვანი უნდა იყოს, ხოლო ზოოფილია შტატების უმეტეს ნაწილში უკანონოა.

მიუხედავად ამ ვებგვერდების არსებობისა, ჯერ კიდევ რთულია იმის მტკიცება, ნამდვილად იყო თუ არა საიტზე განთავსებული ბმულები ბავშვთა პორნოგრაფიის რეფერალი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რადვინსკის საიტები ამ საქმიანობით მილიონებს შოულობდა – მისი ერთ-ერთი ვებგვერდი წელიწადში ამ გზით დაახლოებით $1.8 მილიონს გამოიმუშავებდა.

ლეონიდ რადვინსკის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სექსბმულების პორტალების მართვასა და OnlyFans-ის 75%-იანი წილის შეძენას შორის, ბევრი სასამართლო დავა ჰქონდა. 2003 წელს მას Amazon-ი და Microsoft-ი უჩიოდნენ, სპამკამპანიებში მათი სახელის ანდა სერვისების არამართლზომიერი მიზნებით გამოყენებისთვის. 2005 წელს მის კომპანიას მოდელი შეილა ლასიერი უჩიოდა, პორნოსაიტზე მისი ჩვეულებრივი ფოტოს რეკლამისთვის გამოყენების გამო.

გარდა წარსული სასამართლო საქმეებისა და ბუნდოვანებისა, კითხვები არსებობს მის ამჟამინდელ საქმიანობასთან დაკავშირებითაც. მიმდინარე წლის მაისში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ OnlyFans-ზე კონტენტის ავტორად 14 წლის გოგონა იყო დარეგისტრირებული. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები მიუთითებენ, რომ პლატფორმის შემუშავებული წესები და რესურსები არ არის საკმარისი არასრუწლოვნების დასაცავად. ბავშვთა დაცვის კანადური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სინი არნასონის თქმით, ხშირად იღებენ შეტყობინებებს OnlyFans-ზე პორნოგრაფიული ხასიათის მასალებში არასრულწლოვნების შესაძლო მონაწილეობაზე. მისი შეფასებით, კომპანიას მორალური და ეთიკური ვალდებულება აქვს, უფრო მეტს და უკეთ აკეთებდეს ამ მიმართულებით.

Forbes-ის სტატია შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე:The Shady, Secret History Of OnlyFans’ Billionaire Owner

Previous Post

ენ ვოჩისკი მილიარდერი გახდა – ის რიგით მეორე თვითშემდგარი მილიარდერი ქალია აშშ-ში

Next Post

როგორ შეიძლება ფრანშიზი ბიზნესის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
როგორ შეიძლება ფრანშიზი ბიზნესის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს

როგორ შეიძლება ფრანშიზი ბიზნესის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result