Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პოლიტიკური მხარდაჭერა რიცხვებში

by Forbes.ge
February 28, 2021
in საქართველო
0
პოლიტიკური მხარდაჭერა რიცხვებში
0
SHARES
0
VIEWS

ბილბორდები, სარეკლამო პლატაკები, რეკლამები ტელეეთერში, ელექტორატთან შეხვედრები – პოლიტიკა განსაკუთრებით არჩევნების წელს ძვირდება. საარჩევნო მარათონში ჩაბმულ ლიდერებს გამარჯვების მოსაპოვებლად ხშირად პირადი კაპიტალიც არ ენანებათ. Forbes Georgia ყველაზე მეტი ან პრობლემური შემოწირულების მიმღებ პარტიებს პირადად ესაუბრა. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ჩვენთან პირდაპირ კონტაქტზე არ გამოვიდა.

შემოწირულებების სტატისტიკით, 2016 წელს “ქართული ოცნება” ლიდერობს, მმართველმა ძალამ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან (8 ივნისი) 31 აგვისტოს ჩათვლით ყველაზე მეტი – 8 746 410 ლარის შემოწირულება მიიღო. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში პოლიტიკურ პარტიათა სასარგებლოდ 13 432 226,07 ლარია გაღებული.

საანგარიშო პერიოდში ფული პოლიტიკური პარტიების ანგარიშზე 24 იურიდიულმა პირმა შეიტანა, უმრავლესობა ფინანსურ მხარდაჭერას “ქართულ ოცნებას” უცხადებს. ისე როგორც წინა წლებში, ბიზნესი ამჯერადაც მმართველი ძალის გვერდით დგას. “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “ჯიემპი”, შპს “GEORGIAN TRAVEL GROUP-ი, შპს “გაგრა+”, შპს მისო “ლიდერ კრედიტი”, შპს “პრაიმი”, შპს DAR BUILDING-ი, შპს “გეოგრანდ ბეთ”, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადეს. ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მფლობელი, ამბობს, რომ მისი კომპანიის სახელით განხორციელებული გადარიცხვა პერსონალურად გიორგი კვირიკაშვილის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას ემსახურება. “კოკა-კოლასგან” ქართულმა ოცნებამ 30 000 ლარი მიიღო.

“შემოწირულების განხორციელების ძირითადი მიზეზი იყო კვირიკაშვილის პოზიტიური საუბრები, პოზიტიური მოქმედებები, გეგმები და ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია. ძირითადი მიზეზი არის კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელსაც გეგმებში აქვს, როგორც მე ვიცი, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება და ასე შემდეგ”, – აცხადებს თემურ ჭყონია.

2012 საპარლამენტო არჩევნების წელს, ოფიციალური რიცხვებით, პარტიათა ანგარიშზე 31 466 733 ლარი ჩაირიცხა. პოლიტიკურ ძალთა სასარგებლოდ ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ გაღებულ ფინანსურ რესურსს აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითვლის. ოთხი წლის წინ ყველაზე მეტი შემოწირულება სახელისუფლებო პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო. ამ პარტიის სასარგებლოდ გადარიცხული თანხები თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა მთავარი ოპოზიციური ძალის – “ქართული ოცნების” – შემოწირულებებს.

 “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2013 წელს პოლიტიკურთან ერთად ფინანსური ლიდერობაც დაკარგა, ეს მაშინ, როცა პოლიტიკურ ველზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” როლები გაცვალეს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 5,031,200.80 ლარის შემოწირულება დაითვალა. მაშინ საარჩევნო მარათონში 9 სუბიექტი მონაწილეობდა.

სურათი არც 2014 წელს შეცვლილა. დეკლარირებული მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულება თვითმმართველობის არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. 24 საარჩევნო სუბიექტისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჯამურად გაღებულმა თანხამ 6,578,822.35 ლარი შეადგინა (477,652.61 ლარი არაფულადი).

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ პარტიის  შემომწირველები პარტიული აქტივი და მხარდამჭერები არიან. ერთ- ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის, განცხადებით, ხელისუფლება ბიზნესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას უკრძალავს.

“იმას, რომ ბიზნესმენები არ აქტიურობენ, მარტივი ახსნა აქვს – ეს არის ხელისუფლების მიმართ შიში. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის ხელი შეეშალა და შეეზღუდა ჩვენი მხარდაჭერა. ასე არიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, პრობლემები აქვს ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ – როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომლისაც განსაკუთრებით ეშინია ხელისუფლებას”, – აცხადებს კაპანაძე, რომელიც აქვე ამბობს, რომ ბიზნესი ყოველთვის მმართველი ძალის სასარგებლოდ აქტიურობდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე წნეხი ხორციელდება.

“ასე იყო ყოველთვის და სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა არ შეცვლილა. შემოწირულებებიდან მიღებულ თანხას პარტია ძირითად პარტიულ საქმიანობაში ხარჯავს. სარეკლამო ხარჯები ფინანსდება როგორც ბიუჯეტიდან, ისე შემოწირულების ფონდიდან. ამას გარდა, ჩვენ ბოლო ორ თვეზე მეტია, კარდაკარი გვაქვს გაჩაღებული მთელ საქართველოში, რაც ბუნებრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზოგადად ფინანსური რესურსი არასოდეს არის საკმარისი, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაა. ვცდილობთ, ვიმყოფინოთ”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

პაატა ბურჭულაძის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ- ერთია იმ ორი პარტიიდან, რომელთა შემომწირველებიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დააჯარიმა. უწყება უკანონო შემოწირულებაზე საუბრობს. მონიტორინგის სამსახურმა ბურჭულაძის პარტიის 33 შემომწირველი გამოკითხვაზე დაიბარა. გამოკითხვის შედეგად სასამართლოში ოთხი შემომწირველის საქმე გაიგზავნა, რომლებმაც პარტიას 19.5 ათასი ლარი შესწირეს. ფინანსური უწყება ამბობს, რომ ამ პირებს შემოსავლების სამსახურში არ უფიქსირდებოდათ საკმარისი თანხები იმისთვის, რომ ამ ოდენობის შემოწირულება განეხორციელებინათ. აუდიტის სამსახურმა ჩათვალა, რომ აღნიშნულმა ოთხმა შემომწირველმა მსოფლიო ბანის პარტიას სხვის მიერ მიწოდებული თანხები გადაურიცხეს. უწყებამ ჯარიმის სახით შემოწირულების ორმაგი ოდენობა მოითხოვა.

დავით ჯანდიერი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ ძალას თანხებს საქართველოს ის მოქალაქეები ურიცხავენ, რომლებიც იზიარებენ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ხედვებს. ამასთან აუდიტის სამსახურის მიერ მისი პარტიის შემომწირველების დაბარებაში ის პოლიტიკურ მოტივებს ხედავს:

“აუდიტის სამსახურში ჩვენი შემომწირველების მასობრივი დაბარების კამპანია ემსახურება ორ მიზანს – ერთი ის, რომ მოხდეს იმ მოქალაქეების პარალიზება, რომლებმაც უკვე განახორციელეს შემოწირულება ჩვენი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და მეორე: ეს იყო სიგნალი და გაფრთხილება სხვებისთვის, რომ აღარ განახორციელონ შემოწირულება ჩვენ სასარგებლოდ”.

პარტიათა შემოწირულებებს სახელმწიფო უწყების გარდა მესამე სექტორიც სწავლობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სწორედ ახლა ვრცელ ანგარიშზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამოწმებს, ვინ არიან პარტიების შემომწირველები, შემომწირველ იურიდიულ პირებს აქვთ თუ არა მოგებული სახელმწიფო ტენდერები.

“პირველადი ტენდენცია ასეთია: არის შემთხვევები, როცა სამი-ოთხი ადამიანი ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე თანხას სწირავს პოლიტიკურ პარტიას. ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ წინასწარ შეთანხმებულად ხდება ამ შემოწირულებების განხორციელება. ხომ არ შეიძლება 21 100 ლარი ოთხმა ადამიანმა ერთსა და იმავე დღეს შესწიროს პარტიას? ეს ყველაფერი დაგეგმილს ჰგავს”, – ამბობს ლევან ნატროშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი. მისივე თქმით, გაცილებით საინტერესო პარტიების სასარგებლოდ ბიზნესის აქტივობაა.

ნატროშვილი იხსენებს, რომ 2011-2012 წლებში კომპანიები, რომლებიც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თანხებს სწირავდნენ, სახელმწიფო შესყიდვების საკმაოდ სოლიდურ კონტრაქტებს იღებდნენ.

“მაგალითად, 2012 წელს კომპანიებმა “ნაციონალურ მოძრაობას” 6 მლნ ლარი შესწირეს, სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან 160 მლნ ლარის პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო. ზოგადად 2013-დან 2016 წლამდე კომპანიები პარტიებს თანხებს არ სწირავდნენ, იყვნენ ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობდნენ კომპანიებს, სწირავდნენ თანხებს სახელისუფლებო პარტიას, თუმცა მათი კომპანიები არ გამოირჩეოდნენ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებით. პირველ ნახევარში რაც შევისწავლეთ, არაფერი პრობლემური არ ყოფილა”, – ამბობს ნატროშვილი.

პარტიული ფინანსური რესურსის მთავარი მაკონტროლებელი – აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურია. უწყების ხელმძღვანელი ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონის მასობრივი დარღვევა არ დაფიქსირებულა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები შეინიშნა. ასეთ დროს ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქმეს სასამართლოში გზავნის. ასე იყო “პატრიოტთა ალიანსის” შემთხვევაში. უწყების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის შემომწირველი 183 200 ლარით დააჯარიმა. მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, რომ კონსტანტინე მორგოშიამ საკუთარი ფინანსური რესურსი უკანონოდ გაანაწილა სხვა პირებზე და მათი საშუალებით “პატრიოტთა ალიანსს” 91 600 ლარი შესწირა.

“შემომწირველების უმეტესობა ფიზიკური პირები არიან. ფიზიკურ პირებს ვსწავლობთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის გადამოწმების გზით, ამის შემდეგ ზოგიერთ მათგანს ვიბარებთ გამოკითხვაზე. გამოკითხულთა უმეტესობა 5 000 ლარის შემომწირველი იყო. ვსწავლობთ კონკრეტულ თვეში კონკრეტულმა შემომწირველმა რა ოდენობის შემოსავალი მიიღო. თუ შემოსავალი დაბალია, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მისი დამსაქმებელი დაკავშირებულია რომელიმე პარტიასთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ დამსაქმებლის ბევრი თანამშრომელი სწირავს პარტიას”, – ამბობს ზურაბ აზნაურაშვილი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იურიდიული პირების მხრიდან კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა.

Previous Post

ლიდერის პოზიციით პრემიუმსეგმენტში

Next Post

ოქტომბერ-დეკემბერში 902 მილიონი დოლარის საგარეო ვალია გადასახდელი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ოქტომბერ-დეკემბერში 902 მილიონი დოლარის საგარეო ვალია გადასახდელი

ოქტომბერ-დეკემბერში 902 მილიონი დოლარის საგარეო ვალია გადასახდელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result