Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება ფორბს-მოსაზრება

ფულის მუდმივობის კანონი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ფულის მუდმივობის კანონი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია, ინდონეზია, ინდოეთი და სამხრეთი აფრიკა, არ მალავენ გლობალური ეკონომიკის ლიდერებად ქცევის ამბიციას. თურქეთის ხელისუფლებამ თავის მიზნად ღიად გამოაცხადა 2023 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ათეულში შესვლა (დღეისთვის ის მეთვრამეტეა) მაგრამ ყველა ამ სახელმწიფომ უგულებელყო ეკონომიკური სიდიადის ერთი გადამწყვეტი წინაპირობა: სტაბილური ვალუტა. ინვესტორები და ანტრეპრენიორები ელტვიან საიმედო ფულს. ბაზრის უკეთ ფუნქციონირებისთვის ეს ისეთივე ორგანული საჭიროებაა, როგორიც წონისა და ზომის ერთეულების სანდოობა და უცვლელობა.

ჩინეთმა ეს ჭეშმარიტება 1990-იანების დასაწყისში შეითვისა და 1994 წელს იუანი აშშ დოლარს მიაბა (ჰონკონგმა იგივე ათი წლით ადრე გააკეთა). ჩინეთის ვაჭრობამ და ეკონომიკამ იფეთქა. გაბატონებული აბსურდული ეკონომიკური აზროვნების გამო, აშშ-ში ჩინეთის ნაბიჯი ეკონომიკური ომის აქტად და „ვალუტით მანიპულირებად“ მონათლეს. ამერიკელ თანამდებობის პირებს სჯეროდათ, რომ რადგან ჩინეთის ეკონომიკა იზრდებოდა, მისი ვალუტაც უნდა გაზრდილიყო დოლართან მიმართებით – გეგონება, იუანი რომელიმე კომპანიის აქცია ყოფილიყო. ასე თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ საკრედიტო რეიტინგის პრობლემების მქონე ილინოისში დოლარი ნაკლები უნდა ღირდეს, ვიდრე წარმატებულ ჩრდილოეთ კაროლინაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ორგანიზაციების „განვითარების ექსპერტები“ ქვეყნებს დიდი ხანია ეუბნებიან, რომ საკუთარი ვალუტის გაუფასურება ეკონომიკურ ზრდაში დაეხმარებათ, რადგან ექსპორტი გაიაფდებდა, იმპორტი კი გაძვირდება. ეს მიდგომა ჰგავს ძველ მერკანტილისტურ ცრურწმენას, რომლითაც ევროპის დიდი ნაწილი მე-16-18 საუკუნეებში იყო დაავადებული – თითქოს ქვეყნის სიძლიერე ოქროსა და ვერცხლის დაგროვებით განისაზღვრებოდა. თანამედროვე მოთხოვნა სახელმწიფოების მიმართ შემდეგია: მიაღწიეთ დადებით ბალანსს სასაქონლო ვაჭრობაში. მაგრამ ვალუტის გაუფასურება აფრთხობს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებს. ინვესტირება ისედაც სარისკოა, მაგრამ თუ რისკს ვალუტის (რომელშიც შემოსავალი უნდა შემოგივიდეს) სამომავლო ღირებულების გაურკვევლობა ემატება, გინდა არ გინდა, რისკზე წამსვლელების რაოდენობაც შემცირდება. ფული არის საშუალება, რომლითაც ერთმანეთთან ვვაჭრობთ და ინვესტიციებს ვახორციელებთ. ფული თავისთავად სიმდიდრე არაა. ის ზომავს ფასს ისევე, როგორც საათი ზომავს დროს და სასწორი – წონას.

ამბიციურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ ფაქტი, რომ მტკიცე მონეტარული პოლიტიკის მქონე სახელმწიფოები ყოველთვის აჯობებენ იმათ, სადაც ვალუტა ქრონიკულად არასტაბილურია. ბრიტანეთი ამ ჭეშმარიტების კლასიკური მაგალითია. უკვე მე-17 საუკუნის ბოლოს ამ ქვეყანას მოზრდილი (მაშინდელი სტანდარტებით) წარმომადგენლობითი ხელისუფლება ჰყავდა. ამავდროულად, დაცული იყო კერძო საკუთრების უფლება და იყო ინოვაციის ძლიერი ტრადიცია (ტექსტილის მრეწველობა და გემთმშენებლობა ტექნიკურად ბევრად უსწრებდა კონტინენტურს და ინგლისელი ფერმერი ფრანგზე სამჯერ პროდუქტიული იყო). ბრიტანეთი უძლიერესი სახელმწიფოების მეორე ეშელონში იყო. შემდეგ იქ მყარი ფულის მნიშვნელობაც გააცნობიერეს და გირვანქა სტერლინგი ოქროს მიაბეს. მალევე პატარა კუნძული მსოფლიო მასშტაბის ლიდერად და ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ იქცა. ბრიტანეთის გამრავლებული კაპიტალით არა მხოლოდ ეპოქის უდიდეს ეკონომიკას, არამედ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ცენტრების დიდ ნაწილსაც ჩაეყარა საფუძველი, აშშ- ის ჩათვლით.

მეორე მსოფლიო ომიდან რამდენიმე წელიწადში, დამარცხებულმა გერმანიამ და იაპონიამ თავიანთი ვალუტები დოლარს მიაბეს. ამან, გადასახადების თანმიმდევრულ შემცირებასთან ერთად (ხაზი, რომელსაც ბრიტანეთში მე-19 საუკუნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ, შემდეგ კი მარგარეტ ტეტჩერის პრემიერობამდე მიავიწყდათ) ფრუსტრირებული ერები მსოფლიო კლასის ეკონომიკებად აქცია.

რა უნდა გააკეთონ წარმატებისთვის მებრძოლმა ქვეყნებმა დღეს? უნდა დაიწყონ საკუთარი ვალუტის კურსის დოლარის ან ევროს მიმართ ფიქსირებით. 1990-იანებში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა – თავიანთი ფულადი ერთეულები აშშ დოლარს ან გერმანულ მარკას მიაბეს. ლიტვამ და ესტონეთმა სავალუტო საბჭოები შექმნეს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ეროვნული ვალუტების თითქმის 100%-ით რომელიმე სტაბილური უცხოური ვალუტით გამყარებას. შემდგომ სამივე ქვეყანა ევროზე გადავიდა. ამ ნაბიჯებმა ისინი ააყვავა. მაგალითისთვის, თურქეთსაც შეეძლო ავბედითად შესუსტებული ლირა ევროზე მიება და ამით ღრმა ინფლაციაში მორიგი დამქანცველი ჩაშვებისთვის თავი აერიდებინა.

ვალუტის საბჭო სამხედრო აგრესიისგან შესუსტებულ უკრაინას საოცარ შედეგებს მოუტანდა. ვლადიმირ პუტინის თავდასხმების ფონზე, მოულოდნელი არ ყოფილა უკრაინის ვალუტის, ჰრივნის მკვეთრი დაცემა, რამაც ეკონომიკას დამატებითი დარტყმა მიაყენა. ვალუტის საბჭოს შექმნა უკრაინას გააძლიერებდა და იმ დრომდე მიღწევაში დაეხმარებოდა, როდესაც აშშ საერთაშორისო პოლიტიკის ანბანის მცოდნე პრეზიდენტს აირჩევს.

ინდოეთისთვის, რომლის ვალუტის ტრადიციული „მოშვებულობაც“ ზრდას საგრძნობლად აფერხებს, პირველი ნაბიჯი რუპიის დოლარზე და/ ან ევროზე მიბმა იქნებოდა. რამდენიმე წელიწადში ინდოეთს ექნებოდა წინაპირობები შემდეგი ნაბიჯისთვის – ოქროს სტანდარტის შემოღებისთვის. ამ ნაბიჯებიდან ერთი თაობის მანძილზე ინდოეთი ჯერ თავისი ყოფილი კოლონიური მბრძანებლის, ბრიტანეთის, შემდეგ კი ჩინეთის ეკონომიკასაც გაუსწრებდა.

Previous Post

ბარელი ნავთობის ფასი 52 დოლარამდე შემცირდა

Next Post

შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები

მაგდა დოლიძე

Next Post
შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები

შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result