Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მეცნიერება

ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ:  აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეტეოროლოგი და კლიმატოლოგი სიუკურო მანაბე, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში მოღვაწე ოკეანოგრაფი კლაუს ჰასელმანი და იტალიის დედაქალაქ რომში განლაგებულ საპიენცის უნივერსიტეტში მომუშავე ჯორჯო პარიზი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს თეორიული ფიზიკის მიმართულებით ახორციელებს.

სიუკურო მანაბემ და კლაუს ჰასელმანმა ჯილდო დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელირებისთვის, მისი ცვლილების ტემპის გამოთვლისთვის, ასევე გლობალური დათბობის შესახებ სანდო პროგნოზების გაკეთებისთვის დაიმსახურეს. რაც შეეხება ჯორჯო პარიზის, მას ნობელის პრემიის ლაურეატის წოდება ფიზიკურ სისტემებში უწესრიგობასა და შემთხვევითობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების დადგენისთვის მიენიჭა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიღწევებისთვის მეცნიერებს ფულადი ჯილდოს სახით საერთო ჯამში 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც ამ დროისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. თანხის ნახევარს სიუკურო მანაბე და კლაუს ჰასელმანი გაინაწილებენ, მეორე ნახევარს კი ჯორჯო პარიზი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად ასევე სამი მეცნიერი – ანდრეა გეზი, რაინჰარდ გენცელი და როჯერ პენროუსი – დასახელდა. ამ უკანასკნელმა ჯილდო შავი ხვრელების ფორმირებასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას შორის გარკვეული კავშირის დადგენისთვის დაიმსახურა. რაც შეეხება ანდრეა გეზსა და რაინჰარდ გენცელს, მათ ნობელის პრემია ირმის ნახტომის გალაქტიკაში სუპერმასიური კომპაქტური ობიექტის აღმოჩენისთვის მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 115-მა მეცნიერმა მიიღო. მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში 4-დან 11 ოქტომბრამდე დასახელდებიან. ჯილდო უკვე გადაეცათ ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს. ამ დარგში ნობელის ლაურეატები ამერიკელი ფიზიოლოგი დევიდ ჯულიუსი და ამავე ქვეყანაში მოღვაწე, მოლეკულური და ნეირობიოლოგიის სპეციალისტი არდემ პატაპუტიანი გახდნენ.

Previous Post

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებაზე მუშაობს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

Next Post

მსოფლიოს  ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგო ამოქმედდა

იზა გვარამაძე

Next Post
მსოფლიოს  ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგო ამოქმედდა

მსოფლიოს  ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგო ამოქმედდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result