Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი ანტრეპრენიორები

ფინანსური ანალიტიკა ყველასთვის

by Anina Tepnadze
June 12, 2025
in ანტრეპრენიორები, პროფილი, ყველა სიახლე
0
ფინანსური ანალიტიკა ყველასთვის
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
გიორგი ჩუგოშვილის მიერ დაარსებული Amadeo ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთ ფინანსურ ანალიტიკას სთავაზობს, როგორიც აქამდე მხოლოდ დიდი კომპანიებისათვის იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა დაკარგვის ნულოვანი მაჩვენებელი და 240,000 ლარის ოდენობის მოზიდული ინვესტიცია მიანიშნებს, რომ ახლად შექმნილ სტარტაპს აქვს პოტენციალი, მთელი ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.
სტატია შექმნილია საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან, Axel-თან პარტნიორობით. Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეიმუშავეს სია, რომელიც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს წარმოადგენს. ეს სია ასახავს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი კომპანიების პოტენციალს, რომლებიც ფინანსური მიღწევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და გლობალური ექსპანსიის პერსპექტივით გამოირჩევიან. Amadeo სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

გიორგი ჩუგოშვილის მიერ დაარსებული Amadeo ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ისეთ ფინანსურ ანალიტიკას სთავაზობს, როგორიც აქამდე მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა დაკარგვის ნულოვანი მაჩვენებელი და 240,000 ლარის ოდენობის მოზიდული ინვესტიცია მიანიშნებს, რომ ახლად შექმნილ სტარტაპს აქვს პოტენციალი, მთელი ბიზნესგარემო გააუმჯობესოს.

როცა საქართველოში მოქმედი კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია დახვეწილი ფინანსური ანალიზისათვის თვეში 3,000-დან 10,000 ლარამდე გადაიხადოს, დამფუძნებლებსა და დირექტორებს მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით უწევთ. გიორგი ჩუგოშვილმა, რომელსაც ფინანსების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამ სისტემური გამოწვევის საპასუხოდ Amadeo შექმნა — ფინტექ-პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს რელევანტურ, დროულ და ხელმისაწვდომ ანალიტიკას სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დასაყრდენ ძალას სწორედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი წარმოადგენს. საქსტატის თანახმად, SME-სექტორზე საქართველოს ბიზნესსექტორის ჯამური ბრუნვის 33% და დასაქმებულთა თითქმის 60% მოდის. პარადოქსი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას ყველა კომპანია აწარმოებს, მათი უმეტესობა ამავე მონაცემებს ბიზნესმიზნებისათვის ვერ იყენებს.

“ბუღალტერია ხშირად გაუგებარია დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის. ციფრებს მიღმა დინამიკის დანახვა — როგორ იცვლება კომპანიის მდგომარეობა თვიდან თვემდე — მარტივი არ არის”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

მონაცემების დაგროვებასა და მათ ანალიზს შორის გაწყვეტილი რგოლი სისტემურ პრობლემებს ქმნის. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად დიდ კორპორაციებს ფინანსური ანალიტიკოსებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ჰყავთ, რომლებიც ბუღალტრულ მონაცემებს სტრატეგიულ პუნქტებად გარდაქმნიან, მცირე ბიზნესები კი რთული ამოცანის წინაშე რჩებიან: ან შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი უნდა დახარჯონ პროფესიონალურ ანალიტიკაზე, ან — ბრმად მიიღონ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ფინანსური ანალიზის გარეშე თითქმის შეუძლებელია მომხმარებლის სეგმენტების იდენტიფიცირება, ფასების ოპტიმიზაცია და კრიზისების პროგნოზირება. შედეგად, მცირე ბიზნესები მუდმივად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან და დიდ კომპანიებს ვერ უწევენ კონკურენციას.

სანამ Amadeo-მდე მოვიდოდა, გიორგი ჩუგოშვილმა არაერთ სფეროში და პოზიციაზე მოსინჯა საკუთარი ძალები. 27 წლის ასაკში უკვე ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, რიცხვებთან ურთიერთობა ყოველთვის იტაცებდა: “თავისუფალ დროს ვიღაც ისვენებს, ვიღაც ხატავს, მე რიცხვებს ვუყურებ ხოლმე: აბა, ბიუჯეტში რა ხდება, საგარეო ვაჭრობა როგორ მიდის და ასე შემდეგ… რიცხვებზე დაკვირვებით ვიქმნი ქვეყანასა თუ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე წარმოდგენას.”

გიორგის გონებაში რიცხვებით გატაცება მორიგი სტარტაპის იდეად მაშინ გარდაიქმნა, როცა საკუთარი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გასაანალიზებლად Excel-ის ცხრილების ხელით შექმნა მოსწყინდა. “ის მიადვილებდა საქმეს, რომ ერთი კომპანიისთვის შექმნილმა Excel-ის ფაილმა სხვა კომპანიის მონაცემების შემთხვევაშიც იმუშავა. მაშინ მივხვდი, რომ ეს პროდუქტი პოტენციურად ბევრი კომპანიისთვის იქნებოდა საინტერესო”, — იხსენებს გიორგი.

Amadeo-ს გუნდმა თავიდანვე უარი თქვა ახალი ბუღალტრული პროგრამის შექმნაზე და გადაწყვიტა, ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტა ბაზარზე უკვე ფეხმოკიდებული ბუღალტრული პროგრამებისთვის მოერგო. ბუღალტერიაში ორმაგი ჩაწერის პრინციპი უკვე 500 წელია, რაც გამოიყენება.

“დებეტის ანგარიში, კრედიტის ანგარიში, თანხა და თარიღი — ეს ოთხი ველი ყველაფრის საფუძველია. ეს სტრუქტურა მუშაობს საქართველოშიც, აშშ-შიც, ევროპაშიც და ავსტრალიაშიც. დაახლოებით ისეთივე უნივერსალური ენაა, როგორიც — რიცხვები”, — აღნიშნავს გიორგი.

სწორედ ეს უნივერსალურობა ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ისეთი ციფრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს შეიძლება გამოადგეს — ზომისა თუ ინდუსტრიის მიუხედავად. დღეს Amadeo-ს ინტეგრაცია შესაძლებელია საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა საბუღალტრო პროგრამასთან. ამ სტრატეგიის ამოსავალი წერტილი მომხმარებლის კომფორტია: კომპანიებს პროცესების გადაწყობა არ უწევთ და Amadeo-ს დანერგვასაც მხოლოდ 20-30 წუთი სჭირდება.

“მონაცემები უკვე არსებობს ამ პროგრამებში — უბრალოდ, მათ ანალიზი აკლიათ. ჩვენ სწორედ ეს რგოლი დავამატეთ”, — ამბობს გიორგი.

Amadeo-ს დახმარებით ამჟამად შესაძლებელია ფინანსური ტენდენციების დანახვა, ხარჯების ანალიზი და პროგნოზირება, ასევე — იმ დოკუმენტების მარტივად დაგენერირება, რომლებიც კომპანიებმა საზედამხედველო ორგანოებში უნდა წარადგინონ. “მთავარი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, არის კლიენტების ‘გადინების’ ნულოვანი ნიშნულის შენარჩუნება”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი. “დღესდღეობით, ყველა, ვინც Amadeo დანერგა, ისევ ჩვენი პარტნიორია.”

მომხმარებლების უკუკავშირის შედეგად პროდუქტი მუდმივად ვითარდება და პლატფორმას ახალი ფუნქცია თითქმის ყოველკვირა ემატება. გიორგი ჩუგოშვილის წინა სტარტაპისგან (Phubber) განსხვავებით, რომელიც რთული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრასა და მარაგების მართვას საჭიროებდა, Amadeo სრულიად ციფრული პროდუქტია მინიმალური ოპერაციული ხარჯებით. ეს ბიზნესმოდელი სტარტაპს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო დონეზე ხარჯების პირდაპირპროპორციული ზრდის გარეშე გაფართოვდეს.

2024 წლის მიწურულს დაარსებული სტარტაპის ანგარიშზე უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებაა: Amadeo-მ GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. გარდა ამისა, ფინტექ-სტარტაპმა საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა კავშირის, Axel-ის 21 ინვესტორიც დააინტერესა.

“Axel-ის წევრები პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან. მათაც მოუთხოვიათ ფინანსური რეპორტი, და, სავარაუდოდ, დაგვიანებით ან არაზუსტ ფორმატში მიუღიათ. ამ პრობლემას ყველა იცნობს”, — ამბობს გიორგი. მისი შეფასებით, Amadeo ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ სტარტაპების რიცხვს, რომელთა წარმატებაც “იდეის დაჯერებასა” და მომავალი ტრენდების ამოცნობას საჭიროებს. მან და მისმა პარტნიორებმა “პრაგმატული სტარტაპი” შექმნეს.

სხვა კომპანიებთან ჩამოყალიბებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვნად გაუადვილა Amadeo-ს საქართველოს ბაზრის ათვისება. ერთ-ერთი პირველი და მსხვილი მხარდამჭერი Nexia 4SME აღმოჩნდა. Nexia-მ და Amadeo-მ ერთად შეიმუშავეს სახელმწიფო რეპორტინგის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც მექანიკური შრომის საჭიროებას მინიმუმამდე ამცირებს.

დღეისთვის Amadeo-ს 120 მომხმარებელი ჰყავს და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება. SaaS ინდუსტრიაში, სადაც მომხმარებლის მოზიდვა და შენარჩუნება ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. პროდუქტის წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ სტარტაპმა ბაზარს არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტი შესთავაზა.


გიორგისთვის გასაკვირად, Amadeo-ს მომხმარებელთა შორის მსხვილი კომპანიებიც აღმოჩნდნენ — განსაკუთრებით ის ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი შვილობილი კომპანიები ჰყავთ. ასეთ ჯგუფებში ხშირად გამოიყენება განსხვავებული საბუღალტრო პროგრამები, ხოლო Amadeo ყველა მათგანს ერთ სისტემაში უყრის თავს, რაც მთლიანი ჯგუფის საქმიანობის დანახვის შესაძლებლობას ქმნის. ამ პრობლემის გადაჭრა ადრე ძვირადღირებულ სერვისსა და დიდ დროს საჭიროებდა.

მაშინ, როცა ქართული სტარტაპების უმეტესობას თვალი საერთაშორისო ბაზრისკენ უჭირავს, გიორგი ჩუგოშვილი მოთმინების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს:

“სტარტაპის აშენება საქართველოში და სტარტაპის აშენება ამერიკაში — ორი სრულიად განსხვავებული რამეა. ჯერ მოგებიანი უნდა გახდე და მყარად გქონდეს ადგილზე ფეხი მოკიდებული, სანამ სხვა ბაზარს შეეჭიდები.”

ეს მიდგომა ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის სტანდარტული ნამდვილად არ არის.

“ჩვენ არ ვჩქარობთ, რომ ხვალვე გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე. გვირჩევნია ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვიმუშაოთ. როცა დავრწმუნდებით, რომ კომპანია უკვე მოგებიანია და წამზომი აღარაა ჩართული, ამის შემდეგ გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს”, — ამბობს გიორგი.

Amadeo-ს შემდეგი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაა. ახალი AI-აგენტი, სახელად mAIa, კომპანიის დირექტორს წამებში უპასუხებს კითხვებზე, მოიძიებს კონკრეტულ მონაცემებს და გააანალიზებს ფინანსურ დინამიკას. “რატომ მაია? იმიტომ, რომ ჩვენს რეალურ ბუღალტერს მაია ჰქვია. თანაც, სახელ ‘მაია’-ში AI-ც არის”, — ამბობს ჩუგოშვილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება სესხების მოთხოვნის ფუნქციონალს შეეხება. Amadeo უკვე აერთიანებს ყველა იმ მონაცემს, რაც ბანკებს კომპანიის განაცხადის განსახილველად შეიძლება დასჭირდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება, უკეთეს პირობებში აიღონ სესხი.”Amadeo თვითონვე დაითვლის, რა თანხის მიღება შეუძლია ორგანიზაციას და თავს მოუყრის რამდენიმე ბანკის შეთავაზებას”, — ამბობს გიორგი. ამ პროცესში ბუღალტრის ჩართვა საჭირო აღარ იქნება.

გიორგის მონაცემების ძალაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, რიცხვები, თუ მათ სწორად დაითვლი, არ იტყუებიან, ხოლო კომპანიის ახალ საფეხურზე ასაყვანად მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.

Amadeo-ს მისია სცდება სტარტაპის სტანდარტულ წარმატების მაჩვენებლებს და მიზნად ისახავს, მთელ ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა.

“მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდა პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი. მისთვის ფინანსური ხელსაწყოების დემოკრატიზაცია ეკონომიკური სამართლიანობისკენ მიმავალი გზაა. “გამიხარდება, თუ პატარა კომპანიებს ისეთივე ან უკეთესი ხელსაწყოები ექნებათ, რითაც დიდი კომპანიები ხელმძღვანელობენ”, — ამბობს ის.

ეს ფილოსოფია Amadeo-ს სახელშიც არის ჩადებული. როცა გიორგი ჩუგოშვილი სტარტაპის ხედვაზე ფიქრობდა, მიხვდა, რომ მის მიერ შექმნილი პროდუქტის არქეტიპი “კეთილი ბანკირი” იყო. სწორედ ასე წააწყდა ამადეო ჯანინის ისტორიას — ამერიკელი ბანკირის, რომლის სახელს უკავშირდება საცალო საბანკო პროდუქტების განვითარება და დიდი დეპრესიის პერიოდში ადამიანებისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა.

მას შემდეგ, რაც mAIa დღის სინათლეს იხილავს, გიორგი ჩუგოშვილის ხედვაც ერთი ნაბიჯით ახლოს იქნება რეალობად ქცევასთან. ეკონომიკაში, სადაც კომპანიების 95% მცირე ან საშუალო ზომისაა, ხარისხიანი ფინანსური ანალიტიკის ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ ცალკეული კომპანიის გაუმჯობესება შეუძლია, არამედ — ქვეყნის ეკონომიკური ლანდშაფტის გარდაქმნაც.

“ყველაზე მეტად გამიხარდება, თუ წლების შემდეგ მრავალი მეწარმე იტყვის, რომ Amadeo ზრდასა და განვითარებაში დაეხმარა”, — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი. “იმედია, მალე არაერთ ოფისში გაიგებთ ფრაზას — mAIa-ს ჰკითხე.”

Tags: Amadeo.geAxelგიორგი ჩუგოშვილიქართული სტარტაპები
Previous Post

Meta-მ თვითმართვადი მანქანებისთვის ახალი AI-მოდელი წარადგინა

Next Post

Eyekandy’s Sales Ambassador™: Meet the Digital Human Who Never Sleeps, Never Quits, and Always Makes the Sale

Anina Tepnadze

Next Post
Eyekandy’s Sales Ambassador™: Meet the Digital Human Who Never Sleeps, Never Quits, and Always Makes the Sale

Eyekandy's Sales Ambassador™: Meet the Digital Human Who Never Sleeps, Never Quits, and Always Makes the Sale

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result