Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Pepperboy – პანაზიური სამზარეულოსა და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს

by იზა გვარამაძე
February 28, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Pepperboy – პანაზიური სამზარეულოსა და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს
0
SHARES
0
VIEWS

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუს გეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ და გამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიური გულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა.

Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი. მან, მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში თავმოყრით, განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა შეძლო.

თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და ზუსტად მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა.

ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა კონცეფციის და მენიუს განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და, რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას. 2018-ში გახსნილ რესტორანს სამზარეულოს მრავალფეროვანი და მდიდარი კონცეფცია გამოარჩევდა. პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად, გადაწყვიტეს ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის, სასმელების შემთხვევაშიც, გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინათ.

დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს – მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და უნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა, ბრენდის ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება და დამფუძნებლებიც და სრულიად „ფეფერბოის“ გუნდიც ბრენდის ცენტრალურ იდეას ერთგულად ემსახურება. „ფეფერბოი“ ცდილობს მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი.

„ჩვენ მუდმივად საკუთარ თავზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, და ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი მეგობრების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მიზანია საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე ლიდერები გავხდეთ, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ახალი აღმოჩენებისთვის ისევ და ისევ ბრუნდები“, – ამბობს თინა.

პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა – იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. „ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის – სეზონების და ინსპირაციების მიხედვით იცვლება, მუდმივად ახალი და საინტერესო კერძები ემატება “ – ამბობს თინა და აგრძელებს – „ჩემი პარტნიორი და „ფეფერბოის“ შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით ქმნის“.

კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს – ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ – „Spacefarms“-ის „Dots by Spacefarms“-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში.

გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევე აღნიშვნის ღირსია. Pepperboy ორი, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული სივრცისგან შედგება. შიდა სივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი ბუნებასთან მეტადაა შერწყმული – აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება.

რესტორნის სტუმრები, ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება – Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებული არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებთ.

„როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტი იქნება“. S

Previous Post

ალენ დელონის სახლიდან პოლიციამ 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

Next Post

Apple-ი ელექტრომობილის გამოშვებას აღარ გეგმავს

იზა გვარამაძე

Next Post
Apple-ი ელექტრომობილის გამოშვებას აღარ გეგმავს

Apple-ი ელექტრომობილის გამოშვებას აღარ გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result