Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პენსიები იზრდება, თუმცა იზრდება თუ არა მათი მსყიდველუნარიანობა?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ეკონომიკა, მოსაზრება
0
პენსიები იზრდება, თუმცა იზრდება თუ არა მათი მსყიდველუნარიანობა?
0
SHARES
0
VIEWS

პენსიები საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხია. მეტიც, ის ასიათასობით ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, ამიტომაც მისი მოცულობა ხშირად საარჩევნო დაპირებებისა და პოლიტიკური დისკურსის განუყოფელი ნაწილია.

2020 წელს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც ყოველწლიურად პენსიების გადახედვის ავტომატური მექანიზმი განისაზღვრა. პენსიის ინდექსაციის ფორმულის შედეგად, 2021 წლიდან საბაზისო ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 240 ლარს მიაღწევს, 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა პენსია კი 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. საპენსიო ინდექსაციის ფორმულის თანახმად, პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციასა და ეკონომიკური ზრდის დონეზე იქნება დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად, საპენსიო ინდექსაცია კანონით ასეა განსაზღვრული:

1) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით გაიზრდება.

2) 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით გაიზრდება.

თუკი საბაზისო პენსიის ამ დონეს რეგიონის სხვა ქვეყნებისას შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველოში არსებული პენსია საკმაოდ ახლოს დგას უკრაინის საშუალო პენსიასთან, რაც $72 დოლარს შეადგენს. უფრო მაღალია პენსიები სომხეთში, რაც, დაახლოებით, $86 დოლარია. აზერბაიჯანში საშუალო პენსიის მოცულობა $176 დოლარია; რუსეთში კი – $218 დოლარი.

ინდექსაციის ფორმულის მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე ჯამურად 2.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს 2020 წელთან შედარებით 370 მილიონი ლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აქედან უშუალოდ ინდექსაციის დანერგვაზე 210 მილიონი ლარის ხარჯი მოდის, პენსიონერთა რაოდენობის ზრდა კი 160 მილიონი ლარით ზრდის სისტემის ხარჯებს.

მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, რადგანაც დღეისთვის ერთ-ერთი დიდი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები – 55-60 წლის ადამიანები, ანუ ე.წ. “ბეიბი ბუმერები“ პენსიაზე გასვლას დაიწყებენ. შესაბამისად, უკვე 2022 წლიდან მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის ასეთ ზრდასთან ერთად, საინტერესოა, შევხედოთ, თუ როგორ არის შეცვლილი თავად პენსიის მსყიდველუნარიანობაც. აშშ დოლართან მიმართებით საბაზო პენსიის მოცულობას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ დოლარებში გამოსახული პენსია საქართველოს ყველაზე მაღალი 2013 წელს ჰქონდა, როდესაც მაშინდელი 150-ლარიანი პენსიის ღირებულება $86 დოლარი იყო. 2020 წელს კი 220-ლარიანი საბაზო პენსიის ღირებულება აშშ დოლარში მხოლოდ $66.8 დოლარს შეადგენს. თუკი ლარი მომდევნო წელს არ გაუფასურდება, მაშინ 240-ლარიანი საბაზო პენსიის ღირებულება $72.9 დოლარი გახდება, რაც ასევე ნაკლებია 2013 წელს არსებულ პენსიაზე.

Previous Post

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა

Next Post

Amazon-ი Wondery-ს ყიდვას გეგმავს

მაგდა დოლიძე

Next Post
Amazon-ი Wondery-ს ყიდვას გეგმავს

Amazon-ი Wondery-ს ყიდვას გეგმავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result