Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ედიტორიალი

პელე, ელენა და სერგო

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ედიტორიალი
0
პელე, ელენა და სერგო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როდესაც Forbes Georgia-ს ეს ნომერი გამოვა, ამ წერილის მკითხველსაც და მის ავტორსაც გვეცოდინება, გაუწყრება თუ არა მარგველაშვილი საქართველოს ამომრჩეველს და თუ მართლა იტყვის უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე.

იქნება თუ არა მეორე ტური, ცხადია, ეს ჯერ არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ რთულია მოიძებნოს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მსგავსი წინასაარჩევნო დაპირების ანალოგი: თუ მე პირველ ტურში ვერ გავიმარჯვე, თქვენ ჩემი ღირსნი არა ხართ და სულაც უარს ვიტყვი პრეზიდენტობაზეო.

საინტერესოა ის გარემოებაც, სადაც მარგველაშვილმა ეს საოცარი დაპირება გვესროლა: მის მიერ „პელედ” წოდებული პრემიერ-მინისტრი პრესის წარმომადგენლებს ხვდებოდა (სადაც, რატომღაც, ჩვენი ჟურნალის წარმომადგენელს არ დაუძახეს). პელე-პრემიერმა სწორედ იქ ბრძანა, რომ თუ მარგველაშვილი პირველ ტურს ვერ მოიგებს, მისი აზრით, მან უარი უნდა თქვას ბრძოლის გაგრძელებაზე. ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ ეს მხოლოდ მისი აზრია და მისი რჩეული კანდიდატი თავად იღებს გადაწყვეტილებებს.

ამასობაში, მარგველაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში ამომრჩევლებს ხვდებოდა. იქ მას საზოგადოებასთან ურთიერთობაში არა „პელე ან მალდინი”, არამედ კალაძე ეხმარებოდა, რომელიც ხალხს 27 ოქტომბერს თავსმოხვეული კოჰაბიტაციის დასრულების ტკბილ პერსპექტივებზე უამბობდა. ეტყობა, პრეზიდენტობის კანდიდატს სწორედ იქ მიუვიდა პელე-პრემიერის პასი და ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკამერების წინ პასის მიღება დაადასტურა: მეორე ტურის შემთხვევაში ის უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე!

ამ პატარა ნახევრად გაფეხბურთებული ეპიზოდის უკანასკნელი მოქმედი პირი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. მან მარგველაშვილის ამ განცხადებას მეტაფორა უწოდა: „ჩემი აზრით, მისი ფრაზა სრული მეტაფორაა. ის დაბადებიდან კი არ ოცნებობდა პრეზიდენტობაზე, არამედ მზადაა, ეს ფუნქცია შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მას ნდობას გამოუცხადებს”.

თუ ხალხი ნდობას არ გამოუცხადებს მარგველაშვილს, რამდენიც არ უნდა ეოცნება ბავშვობიდან თუ ჯეელობიდან, ის პრეზიდენტი ვერ გახდება. ისე, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ პარტიას, რომელსაც მარგველაშვილი წარმოადგენს, „ოცნება” ჰქვია.

მაგრამ, მოდი, შევეცადოთ, თვით ამ განცხადების ფარულ შინაარსს ჩავწვდეთ. რას ნიშნავს „მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ”?

აქ კი, მგონი, გავიჭედე! ეს მუქარაა თუ შიში? თუ ორივე? მგონი, ეს უნდა იყოს „თავსმოხვეული” კოჰაბიტაციის გაგრძელების შიშიც და მუქარაც.

თუ მეორე ტური შედგა, კვლავ მოგვიწევს „მათთვის” ანგარიშის გაწევა, „მათი” აღიარება, „მათთან” დიალოგი. ეს არის ოპონენტთან დიალოგის შიში! ეს არის დიალოგისთვის მზადყოფნის არქონა. და არც კი აქვს მნიშვნელობა, ასეთ შემთხვევაში – ვინ არის შენი ოპონენტი. უბრალოდ, არ გინდა აღმოჩნდე ვითარებაში, როცა ვალდებული ხარ დიალოგზე წახვიდე.

როცა შენი მმართველობის წარმატების წინაპირობად მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა გესახება, ძალიან საშიში ხდები როგორც პოლიტიკოსი. მით უმეტეს, როდესაც ეს პრინციპში შენი ერთადერთი მესიჯია წინასაარჩევნოდ.

და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც „პელე” ღიად აცხადებს, რომ დაინტერესდა ელენას (ელენე ხოშტარია) და სერგოს (სერგი კაპანაძე) სამართლებრივი წარსულით. არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ორი წარმომადგენლით, რომელთაგანაც მას სხვადასხვა შეხვედრაზე ცხარე კრიტიკის მოსმენა მოუწია ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მართალია, თურმე ელენას და სერგოს წარსულში ვერაფერი აღმოუჩინეს , მაგრამ, სამაგიეროდ, რა პასებს აძლევს პელე თანაგუნდელებს!!! „შეამოწმეთ ისინი, ვინც მაკრიტიკებს”. მარტო ამ პასებად ღირდა ეს ყველაფერი!
ქაოსი, პოლიტიკური მოუმწიფებლობა, შეუთანხმებლობა – აი ეს არის დღეს პელეს გუნდის ხელწერა. თავად პელე კი დაკავებულია საჯარო ლექციებით თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების წინასწარი მიჯირყვნა მომავალი ტოტალური კონტროლის დაწესების მიზნით ამ საზოგადოებაში გადმოსვლის გზით…”.

ასე ჩანს, მას (ბ-ს) ის უფრო ადარდებს, როგორ არასათანადოდ შევიყვარეთ იგი. ეს ადარდებს უფრო მეტად, ვიდრე ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანი საკითხები. ის გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ და ვინც ისე არ იქცევა, როგორც მას სურს, ის სიცრუეში ცხოვრობს. ჯერჯერობით ცხოვრობს.

ყველაფრის გვირგვინია ის ჯერ არნახული პოლიტიკური მოწყობა, რომელსაც პრემიერი გვთავაზობს: მიდის. როგორც ამბობს და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა „შეერწყას”.

სხვათა შორის, ელენა და სერგო, როგორც მათ პელე მოიხსენიებს, დღეს ამ რგოლს წარმოადგენენ. არა მგონია, მათ გვერდით ვიხილოთ ბატონი ბიძინა. თანაც არც მართვის სადავეების ბოლომდე გაშვებას აპირებს. დაურეკავს ხოლმე მინისტრებს – ასე თქვა თვითონ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნებასავით. მოკლედ, მგონი პელე შეცვლაზე გადის და უმალ მწვრთნელი ხდება.

ვინ შემოვა მოედანზე პელეს ნაცვლად? ამას არჩევნებიდან ერთ კვირაში გავიგებთ. თუ, ცხადია, მეორე ტურის აუცილებლობა არ შეიქმნა და ნაწყენი მმართველი გუნდი შინ არ გაიკრიფა. ისე, ცოტა უცნაურია: კაცმა არჩევნები მოიგო და „ერთ წელიწადში მივდივარო”. მეორეს – ჯერ არ მოუგია და „შეიძლება, არც მოვიდეო”, ამბობს. ეს, ნეტავ, რა პოლიტ-ფასონია?!.
განსხვავებული პოზიცია აქვთ, მგონი, ელენას და სერგოს – ისინი არასოდეს არსად გაიქცევიან. ეტყობათ უკვე.

Previous Post

ახალი პრეზიდენტი ახალი ძალაუფლებით

Next Post

ფადი ასლი: ისლამოფობია – საფრთხე ქვეყნის ეკონომიკისთვის

მაგდა დოლიძე

Next Post
ფადი ასლი: ისლამოფობია – საფრთხე ქვეყნის ეკონომიკისთვის

ფადი ასლი: ისლამოფობია – საფრთხე ქვეყნის ეკონომიკისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result