Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Payze 500 Georgia-ს გამარჯვებული, რომელიც სილიკონ ველიში გაემგზავრება

by Giorgi Pirtskhalava
March 22, 2021
in პარტნიორის კონტენტი
0
Payze 500 Georgia-ს გამარჯვებული, რომელიც სილიკონ ველიში გაემგზავრება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა  აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის  ორი გამარჯვებული დაასახელა. ესენი არიან:  PAYZE და  Agrolabs.

მანამდე კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5-მა  სტარტაპმა, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიცია მიიღო. თუმცა მათგან ორმა  მოიპოვა საგზური Silicon Valley-ში  immersion program – ში  მონაწილეობისთვის.

გაგაცნობთ გამარჯვებულიდან ერთ-ერთ სტარტაპს- PAYZE-ს

გეგა წურწუმია, გეგა თოფაძე და კახა გელაშვილი დიდი ხანი ემზადებოდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორის მენტორებთან შეხვედრისთვის, რათა საკუთარი უნივერსალური მოდელის მქონე პლატფორმა დაეხვეწათ. Payze ე.წ Bill-Spliting მოდელზე მუშაობს, რომლითაც ელ.კომერციის პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა. პანდემიის პირობებში ელ. ვაჭრობა ახალ ეტაპზე ავიდა, დაიხვეწა მომხმარებელთან ურთიერთობა, დაჩქარდა სერვისის მიწოდების თაიმლაინი და ა.შ

Payze-სთვის, როგორც დარგის ავანგარდში მყოფი სტარტაპისთვის 500 Startup-ს პროგრამა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა.

გაკვეთილი 1 – იცოდე სად ხარ და საით მიდიხარ

პირველი, რაც სტარტაპერებმა უნდა გაითვალისწინონ არის სამოქმედო ჩარჩოებისა და დოკუმენტაციის შედგენა. მათი თქმით, ასეთი პროცესების მოწესრიგება ყოველ ნაბიჯზე ეხმარებათ, მათ შორის ახალი თანამშრომლების აყვანის დროსაც. როდესაც გაქვს მიზანი და სამოქმედო გეგმა, იცი საით მიდიხარ, შემომატებული ადამიანები მომენტალურად ერთვებიან პროცესში და თან პროცესები გეგმასთან იდეალურ სინთეზში მიმდინარეობს.

გაკვეთილი 2 – ყველგან და ყოველთვის – მთავარი მომხმარებელია

მომხმარებელს არასდროს მოუნდება მაღალი ფასის გადახდა, ან ამანათის დაგვიანებით მიტანა, ის ყოველთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ითხოვს მინიმალურ ფასად – ეს სიტყვები Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის. ბუნებრივია თანამედროვე მომხმარებელი პერსონიფიცირებულ, სწრაფ და უწყვეტ მომსახურებას ითხოვს. Payze-ც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მთავარია უსმინო კლიენტის უკუკავშირს და ბაზრის მოთხოვნებს. მხოლოდ აქედან გამომდინარეობს საუკეთესო პროდუქტიც, მომსახურეობაც და საბოლოო ჯამში წარმატებული გუნდიც.

გაკვეთილი 3 – არ უთხრა უარი ჩქარ ტემპს 

როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად გუნდი სწრაფ განვითარებას კრიტიკულად უყურებდა. მათი თქმით, დიდი ტემპი შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის, თუმცა სტარტაპს ამის არ უნდა ეშინოდეს. აუცილებელია პროცესების მაქსიმალური ტემპით მართვა და ენერგიის 100%-ით დახარჯვა. შეცდომები, რომელსაც საწყის ეტაპზე უშვებთ, განსაკუთრებით სასარგებლოა კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.

გაკვეთილი 4 – იყავი მარტივი და გაფართოვდი

დღევანდელი ადამიანების ცხოვრება განსაკუთრებით გადატვირთულია. ადამიანებს აღარ სურთ რიგში საათობით ლოდინი, გაუმართავი სისტემით სარგებლობა და ა.შ ამიტომაც არამხოლოდ ონლაინ გადახდებში, არამედ ნებისმიერ ბიზნესში, რომელიც ელ. პლატფორმებს ეხება მთავარი ინოვაციურობა და სიმარტივეა, სტარტაპის დანიშნუბაც სწორედ ესაა.

„მადლობელი ვართ ყველა მენტორის, რომლებაც უსაზღვროდ დიდი როლი ითამაშეს ჩვენს განვითარებაში, პროგრამის ინციატორების, პარტნიორების და ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისთვის! 500 Startups-ის პროგრამა არის ალბათ ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის“, – გვიყვებიან Payze-ს დამფუძნებლები.

$3 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი, დამატებით 161 000 მომხმარებელი, $4.6 მილიონის ოდენობის ინვესტიციები, 227 სამუშაო ადგილი და 87 პარტნიორობა – ასეთია 500Georgia-ის პროექტის პირველ და მეორე ნაკადის ფარგლებში მონაწილე სტარტაპების შედეგები,

Previous Post

Tesla-ს ელექტრომობილები ჩინეთის სამხედრო ობიექტებზე აიკრძალა – მედია

Next Post

ბილ ეკმანმა $1.3 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის

Giorgi Pirtskhalava

Next Post
ბილ ეკმანმა $1.3 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის

ბილ ეკმანმა $1.3 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result