Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ტექნოლოგიები ინტერნეტი

პაველ დუროვის ისტორია – როგორ გახდა რუსი მეწარმე საამიროების უმდიდრესი მოქალაქე?

by გიორგი თოლორდავა
December 21, 2022
in ინტერნეტი, კომუნიკაციები, მილიარდერები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქე რუსი პაველ დუროვია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პაველ დუროვი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია, რომელიც ამჟამად არა რუსეთის, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსს ფლობს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგეს.

საამიროებში აღმოჩენამდე 38 წლის დუროვს რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიის გავლა მოუწია. ის წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ზეწოლის წინაშე.

დუროვს ხშირად რუსი მარკ ცუკერბერგის წოდებითაც მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი წარმატებაც, ცუკერბერგის მსგავსად, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, თუმცა მსგავსებები მხოლოდ აქ არ მთავრდება.

რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ქსელის – VKontakte-ს შექმნამდე დუროვი აკადემიური მოსწრებითა და ნიჭიერებით გამორჩეული სტუდენტი იყო. პირველი სოციალური ქსელის იდეაც მასაც, ცუკერბერგის მსგავსად, სწორედ უნივერსიტეტში მოუვიდა. დუროვის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი სტუდენტური ფორუმი იყო, სადაც თანაუნივერსიტეტელებს ანონიმური შეტყობინებების გაგზავნა და საკითხებზე საჯაროდ მსჯელობა შეეძლოთ. დუროვმა მალევე გააცნობიერა, რომ ანონიმურობა სოციალურ ქსელს ინტერესს უკარგავდა და საჭირო იყო მომხმარებლებს საკუთარი რეალური ვინაობა გაემჟღავნებინათ. სწორედ ამ იდეაზე ფიქრის პერიოდში დუროვს ერთ-ერთმა მეგობარმა ცუკერბერგის მიერ შექმნილი Facebook-ი აჩვენა, რომელიც აგრეთვე განვითარების საწყის ეტაპზე იყო, თუმცა დუროვის პლატფორმისგან განსხვავებით, მას მომხმარებლები საკუთარი რეალური პროფილით იყენებდნენ და არა ანონიმურით.

დუროვის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალი სოციალური ქსელის, Студент.ру-ს შექმნა, რომელიც იდეოლოგიურად და დიზაინით სწორედ ამერიკულ ანალოგს ეფუძნებოდა. ახალმა პროექტმა ახალგაზრდებში მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა დუროვმა გაიაზრა, რომ სტუდენტებს აუცილებლად მოუწევდათ უნივერსიტეტების დატოვება, სოციალური ქსელი კი თავისი სახელითა თუ შინაარსით უნივერსალური უნდა ყოფილიყო, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი. სწორედ ასე Студент.ру გადაიქცა VKontakte-დ – სოციალურ ქსელად, რომელიც რუსეთში დღემდე Facebook-ზე პოპულარულია.

მსგავსებების მიუხედავად, დუროვსა და ცუკერბერგს შორის არაერთი ფუნდამენტური განსხვავებაცაა, კონტრასტი კი ყველაზე აშკარად მათ პიროვნულ და ფილოსოფიურ შეხედულებებში გამოიხატება. დუროვი თავისუფალი საბაზრო პრინციპების მხარდამჭერი, ნომადი ლიბერტარიანელია, რომელსაც სჯერა, რომ კონფიდენციალურობის დაცვა კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, ნაცვლად ცუკერბერგის რადიკალურად განსხვავებული ხედვისა, რომელიც მიიჩნევს, რომ მომხმარებლის ინფორმაცია სოციალური პლატფორმის მიერ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იქნეს დამუშავებული და გამოყენებული პერსონალიზებული რეკლამების შესათავაზებლად.

ზემოხსენებული თვისებების გარდა, დუროვს ექსცენტრიკულობაც გამოარჩევს, ის არაერთხელ გახვეულა სკანდალში და, მათ შორის, მთავრობასთან კონფრონტაციაში. მაგალითად, 2012 წელს 9 მაისს, საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეს, დუროვმა განაცხადა, რომ სტალინი ავტორიტარი ტირანი იყო, რომელიც მოსახლეობას მუდმივ რეპრესიაში ამყოფებდა. დუროვის ამ განცხადებას საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე პოლიტიკოსმა კი პროტესტის ნიშნად სოციალური ქსელი VKontakte დატოვა.

ანტისამთავრობო განცხადებებს დუროვი პერიოდულად ყოველთვის ავრცელებდა, თუმცა ის მაინც ახერხებდა კრემლის რადარს მიღმა დარჩენას, მაგრამ ვითარება 2013 წელს იცვლება, როდესაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დუროვს VKontakte-ს მომხმარებლების პირადი მონაცემების გაზიარება დაავალა. FSB მოითხოვდა იმ უკრაინელი მომხმარებლების მონაცემებს, რომლებიც პრორუსი პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

კონფიდენციალურობის დამცველმა დუროვმა აღნიშნული ბრძანების დამორჩილებაზე უარი განაცხადა, რითაც მან საკუთარი კარიერა და კომპანია გასწირა. პასუხის გასაცემად FSB-მ დუროვი დაკითხვაზე დაიბარა, სადაც მილიარდერი მეწარმე არ წავიდა და უშიშროების სამსახურს სოციალურ ქსელში საჯარო პოსტით უპასუხა, რომ მას დაკითხვებისთვის არ ეცალა, პოსტის ბოლოს კი დუროვმა ენაგადმოგდებული ჰასკის ცნობილი ფოტო მოაყოლა.

ბუნებრივია, მსგავსი სითავხედე ექსცენტრიკულ მეწარმეს არ აპატიეს, მილიარდერი ვარსკვლავი მალევე იქცა პოლიტიკურ დევნილად და პერსონა ნონ-გრატად. 2014 წელს დუროვმა VKontakte-ში საკუთარი წილი სრულად გაყიდა და ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სწორედ პოლიტიკური დევნის პერიოდში დუროვს ახალი იდეა დაებადა, ის ამ დროს ერთ დიდ პრობლემას შეეჩეხა, მას არ ჰქონდა დაცული და უსაფრთხო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლითაც თანამშრომლებთან და მეგობრებთან დაკავშირებას შეძლებდა, სწორედ ასე გაჩნდა დუროვის მეორე დიდი ინოვაციის – Telegram-ის იდეა, რომელსაც ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 600 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

რუსეთიდან წასვლის შემდეგ, დუროვი ჭეშმარიტი ნომადი გახდა, ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მისამართი, ის ყოველწლიურად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა, თუმცა ამჟამად მისი საცხოვრებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია.

სწორედ დუბაიში მცხოვრები, წარმოშობით რუსი მეწარმე ამტკიცებს, რომ მას ცხოვრებაში არასდროს უღალატია მომხმარებლისათვის და არასდროს დაურღვევია კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ის ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. თავად Telegram-ი დუროვის ახდენილი ოცნებაა, დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. VKontakte-სგან განსხვავებით, Telegram-ი არ არის დაფუძნებული რუსეთში, უფრო მეტიც, ის სრულად საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც მონაცემთა ბაზები სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გადანაწილებული, ამით დუროვი იმას უზრუნველყოფს, რომ Telegram-ი არასდროს გახდეს ერთი ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური ნების მსხვერპლი და მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუდამ დაცული იყოს.

რაც შეეხება საამიროებს, რატომ შეარჩია ის სამშობლოდან დევნილმა მილიარდერმა? მიზეზი საკმაოდ მარტივია – არაბეთი მდიდარი მოსახლეობისთვის ნამდვილ სამოთხეს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ასევე საკანონმდებლო თვალსაზრისით. დაბალი გადასახადები, მსუბუქი რეგულაციები და სახელმწიფო პროგრამები – ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც საამიროები იმიგრანტების მოზიდვის კუთხით მსოფლიო ლიდერი გახდა და ერთი წლის განმავლობაში თითქმის 4,000 მილიონერი მოქალაქე მიიღო, მათ შორის, პაველ დუროვიც, რომელიც ამჟამად ქვეყნის უმდიდრესი დეკლარირებული მოქალაქეა.

Previous Post

კომპანიის ხელმძღვანელი: გერმანიამ და პოლონეთმა რუსულ Transneft-ს ნავთობის მიწოდების მოთხოვნით მიმართეს

Next Post

საქართველოს ბანკის ტერმინალები ბიზნესპროცესების აქსელერაციისთვის

გიორგი თოლორდავა

Next Post
საქართველოს ბანკის ტერმინალები ბიზნესპროცესების აქსელერაციისთვის

საქართველოს ბანკის ტერმინალები ბიზნესპროცესების აქსელერაციისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result