Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

Pave Bank-მა, რომელიც საქართველოში მოქმედი პირველი პროგრამირებადი ბანკია, $39 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

by იზა გვარამაძე
October 23, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Pave Bank-მა, რომელიც საქართველოში მოქმედი პირველი პროგრამირებადი ბანკია, $39 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Pave Bank-მა, რომელიც საქართველოში ოპერირება გასულ წელს დაიწყო, 39 მილიონი დოლარის  ინვესტიციები მოიზიდა. მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი ბანკის ინვესტორები წამყვანი გლობალური კომპანიები Accel Partners, Tether Investments, Quona Capital, Wintermute, Helios Digital Ventures, Financial Technology Partners, Yolo Investments, Kazea  Capital და GC&H Investments არიან. ინვესტიციის მიზანია კორპორატიული და ინსტიტუციური ბანკინგის გაფართოება, რომელიც  ტრადიციულ ფინანსებს რეგულირებულ ციფრულ აქტივებთან აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ვენჩურული დაფინანსება საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მოქმედი ციფრული ბანკისთვის. Pave Bank-ის ახალი ინვესტორი Accel-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალ კომპანიაა, რომელიც სილიკონ ველიზე ოპერირებს და 25 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს მართავს. Accel-ი  ისეთი კომპანიების ინვესტორიცაა, როგორებიც Facebook, FalconX, Spotify და  Slack არიან.

მოზიდული ინვესტიციების შედეგად Pave Bank-ის  ჯამური დაფინანსება 44 მილიონს აჭარბებს, რისი წყალობითაც ბანკს  შესაძლებლობა ექნება გააფართოოს რეგულატორული არეალი, დააჩქაროს პროდუქტის განვითარება, ააშენოს ინსტიტუციური დონის ინფრასტრუქტურა და გაზარდოს კლიენტების დაფარვა გლობალურ ბაზრებზე.

„გლობალური ფინანსური სისტემა გადადის რეგულირებულ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ფინანსებზე და ინსტიტუციებს სჭირდებათ სანდო ხიდი ძველსა და ახალს შორის. ჩვენ შევქმენით მულტი-აქტივური ბანკი, რომელიც აერთიანებს ტრადიციული ფინანსების სტაბილურობას და ზედამხედველობას ციფრული აქტივების ავტომატიზაციასა და სისწრაფესთან. ეს არის ფულის უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და ავტომატურად მოძრაობის ხელახალი განსაზღვრა მსოფლიოს ფინანსურ სისტემებში“, – განაცხადა სალიმ დანანიმ, Pave Bank-ის თანადამფუძნებელმა და CEO-მ.

Pave Bank-ის სტრატეგია, ოპერირების დაწყების პირველივე დღიდან ეფუძნება მდგრად, ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ოპერაციულ მოდელს და არა მხოლოდ შემოსავლების ზრდაზე ორიენტაციას. კომპანია ბოლო ცხრა თვიდან 7 თვე მოგებაზეა, რაც იშვიათი მიღწევაა ახლად ლიცენზირებული ბანკისთვის.

„კომპანიები, რომლებსაც ვემსახურებით, მსხვილი კოპორაციები და ტექნოლოგიურად განვითარებული ინსტიტუციები არიან, რომლებიც გლობალურად ოპერირებენ. მათ აქვთ სურვილი და მოლოდინი, რომ ბანკი, რომელთანაც თანამშრომლობენ, ისეთივე სწრაფი და მოქნილი იყოს, როგორც ის მაღალტექნოლოგიური კომპანიები, ვისთანაც თანამშრომლობენ. თუმცა, ამავდროულად ეს უნდა იყოს დაცული, რეგულირებული და გამჭვირვალე ფინანსური ინსტუტუცია. სწორედ ამ ხიდს ვაშენებთ ჩვენ“, – აღნიშნავს სალიმ დანანი.

ამ ხედვას Pave Bank-ის ინვესტორებიც იზიარებენ.

„როდესაც ციფრული აქტივები გლობალური ფინანსური ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი ხდება, იზრდება მოთხოვნა კარგად რეგულირებულ, სრული რეზერვის მქონე საბანკო მოდელზე, რომელიც ტრადიციულ და ციფრულ აქტივებს შორის მოქცეულ გადაკვეთაზე ოპერირებს. Pave Bank-ი ამ ფუნდამენტური ცვლილების ავანგარდში დგას, რაც ფინანსური ინფრასტრუქტურის მუშაობის წესს ცვლის. მოხარულები ვართ მათთან პარტნიორობით“, – აღნიშნა რაშიტ პარეხმა, Accel Partners-ის პარტნიორმა.

„Pave-ის პროგრამირებადი, სრულ რეზერვზე დაფუძნებული მიდგომა აერთიანებს ტრადიციული ბანკინგისა და ციფრული აქტივების უპირატესობებს და მას შეუძლია სტეიბლკოინების ფართო გამოყენების ხელშეწყობა, რაც სხვადასხვა ბაზრებზე ფინანსური ჩართულობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ამბიციური ხედვა, რომელიც რეალურ შედეგებზეა დაფუძნებული“, – აცხადებს განეშ რენგვასამი, Quona Capital-ის წარმომადგენელი.

Pave Bank-მა თავიდანვე საკუთარი პროდუქტების განვითარება ციფრული აქტივებისთვის არსებულ რეგულაციურ ჩარჩოში დაიწყო. რეგულაციების ზრდისა და ჰარმონიზაციის პროცესთან ერთად, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს რეგულატორებთან, რათა უზრუნველყოს შესაბამისობა და გლობალური თავსებადობა.

მომავალში, Pave Bank გეგმავს გააფართოოს  ლიცენზირების არეალი, გააღრმავოს პროგრამირებადი ბანკინგის და ინსტიტუციური ფინანსური პროდუქტები, ასევე ინტეგრირდეს მსხვილი ფინანსური და ციფრული აქტივების ეკოსისტემებთან.

ხოლო გრძელვადიანი მიზანია, გახდეს სანდო გლობალური ფინანსური ინსტიტუტი კორპორაციებისა და ინსტიტუციებისთვის – ადგილი, სადაც ტრადიციული და ციფრული ეკონომიკა საბოლოოდ ერთიანდება პროგრამირებადი და რეგულირებადი გზით.

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიების შესახებ:

Pave Bank

Pave Bank არის სრულად რეგულირებული, პროგრამირებადი კომერციული ბანკი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისთვის შეიქმნა. ბანკი  კომპანიებსა და ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, პარალელურად გამოიყენონ როგორც  ტრადიციული ვალუტა, ისე რეგულირებული ციფრული აქტივები — მყისიერი გაწორების ქსელის, სტეიბლკოინებისა და ციფრული აქტივების მენეჯმენტის, პროგრამირებადი ფულადი ნაკადების, ყოვლისმომცველი გადახდის გადაწყვეტილებებისა და კორპორატიული ბანკინგის მართვის მეშვეობით. Pave Bank-ს მისიაა, გახადოს ფულის მოძრაობა უსაფრთხო, ინტელექტუალური და ავტომატიზებული მსოფლიო ფინანსურ სისტემებში.

Pave Bank, რომლის ჰოლდინგური კომპანია მდებარეობს სინგაპურში, ფლობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ საბანკო ლიცენზიას და აქვს წარმომადგენლობითი ოფისი ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში. Pave Bank აქტიურად აფართოებს გლობალურ წარმომადგენლობას  ოფისებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჰონკონგში და ევროპის ეკონომიკურ ზონაში.


Accel Partners
Accel გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც საწყის ეტაპზე იწყებს თანამშრომლობს გამორჩეულ გუნდებთან და მათთან ერთად გადის კერძო კომპანიის ზრდის ყველა ფაზას. უკანასკნელი 40+ წლის განმავლობაში Accel-მა დააფინანსა ისეთი წარმატებული კომპანიები, როგორიცაა Atlassian, Anthropic, Browserstack, Bumble, CrowdStrike, Facebook, FalconX, Freshworks, Flipkart, Lovable, Ola Cabs, Qualtrics, Scale, Segment, Slack, Spotify, Swiggy და UiPath. კომპანია ეხმარება ამბიციურ მეწარმეებს შექმნან გლობალურად მნიშვნელოვანი კომპანიები. დეტალებისთვის ეწვიეთ www.accel.com ან მიყევით @Accel X-ზე.


Tether Investments
Tether Investments მსოფლიოში უდიდესი სტეიბლკოინის მწარმოებელი  Tether-ის საინვესტიციო მიმართულებაა. გლობალური მასშტაბით მოქმედი Tether Investments განაგებს Tether-ის მოგებიდან მიღებულ კაპიტალს და ინვესტირებას ახორციელებს ტექნოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და რეალური მოხმარების გადაკვეთის წერტილში მყოფ დამფუძნებლებსა და კომპანიებში. დაწყებული განვითარებადი ბაზრებიდან, დასრულებული ციფრული ეკოსისტემებით, კომპანია თანამშრომლობს გუნდებთან, რომლებიც ქმნიან იმ პლატფორმებს, პროტოკოლებსა და ინოვაციებს, რაც განსაზღვრავს ფინანსებისა და ვაჭრობის მომავალს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.tether.io ან მიყევით @Tether_to X-ზე.


Quona Capital

Quona Capital გლობალური ლიდერი ვენჩურული კაპიტალის ფირმაა, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსურ ჩართულობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს განვითარებად ბაზრებზე. კომპანიის ფოკუსი მიმართულებულია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე. Quona თანამშრომლობს  მეწარმეებთან, რომლებიც ქმნიან მასშტაბურ გადაწყვეტებს მომხმარებლებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.  გუნდი აერთიანებს ღრმა ფინტექ ექსპერტიზას და პრაქტიკულ გამოცდილებას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე — მხარს უჭერს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც აერთიანებენ ფინანსურ ჩართულობას და მაღალი ფინანსური შედეგების მიღწევას. გაიგეთ მეტი: www.quona.com

S

Previous Post

აშშ-მა „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

Next Post

Pave Bank, the First Programmable Bank Operating in Georgia, Has Raised $39 Million

იზა გვარამაძე

Next Post
Render Group-ის კიდევ ერთი წარმატებული კოლაბორაცია ამჯერად Kengo Kuma & Associates-თან

Render Group-ის კიდევ ერთი წარმატებული კოლაბორაცია ამჯერად Kengo Kuma & Associates-თან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result