Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

ოპოზიციასთან დაპირისპირების ფონზე, თურქეთის მთავრობამ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა

by Salo Papalashvili
September 9, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
ოპოზიციასთან დაპირისპირების ფონზე, თურქეთის მთავრობამ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კვირას, სტამბოლში პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენებაზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესა. დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში თურქეთის ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) რეგიონული ხელმძღვანელის გადაყენებასა და დროებით რწმუნებულად პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, გიურსელ თეკინის დანიშვნას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციის მხარდამჭერები პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის ცვლილებას თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დაშლის მცდელობად აფასებენ. კვირას დემონსტრანტებთან დაპირისპირების დროს, მთავრობა თურქეთის სტამბოლის შტაბ-ბინაზე კონტროლის აღდგენას ცდილობდა, რისთვისაც აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული.

დაპირისპირების შემდგომ თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტზე შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა. მათ შორის გათიშა წვდომა  YouTube-ზე, X-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე. ბევრმა მომხმარებელმა შეზღუდვისთვის გვერდის ავლა VPN-ის გამოყენებითაც სცადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ დრომდე თურქეთის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.

ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე, სტამბოლის ჩრდილოეთ ნაწილში, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინა რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრანტებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. ამ ხერხით აქციის მონაწილეები თეკინის მიერ ადმინისტრაციის შენობის დაკავებას აჭიანურებდნენ. თეკინი, რომელიც თავად CHP-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, თურქეთის მთავრობამ პარტიის დროებით რწმუნებულად დანიშნა. ამ თანამდებობაზე მან ოზგურ ჩელიკი ჩაანაცვლა, რომელიც  პროვინციულ კონგრესზე, დემოკრატიული წესით, 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.

როგორც წესი, როდესაც რომელიმე ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე წვდომა იზღუდება, ქვეყნის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანო (BTK) ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. თუმცა ამჯერად BTK-ს არც განცხადება გამოუქვეყნებია და არც მის გვერდზე მოიძებნება ინფორმაცია სოციალური მედიის რომელიმე პლატფორმის მუშაობის შეზღუდვაზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში ოპოზიციური პარტიის ლიდერისა და სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. იმამოღლუ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ამ დრომდე საპატიმროში რჩება. ხელისუფლება მას კორუფციაში ჩართულობასა და ტერორიზმთან კავშირს ედავება.

Previous Post

სექტემბერი: საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების თვე

Next Post

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Salo Papalashvili

Next Post
2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result