Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ობამას ტერორიზმთან ომის გული არა აქვს

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ობამას ტერორიზმთან ომის გული არა აქვს
0
SHARES
0
VIEWS

პარიზის მოვლენების მიუხედავად, ობამა თავისი მიდგომის ძირეულად შეცვლას არ გეგმავს: ის აგრძელებს ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის დაუფიქრებლად შესუსტებას, რასაც სასიკვდილო შედეგები მოაქვს.

მისი პარიზში ჩაუსვლელობა უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, მაგრამ ეს შეცდომა კანონზომიერების ნაწილია. ობამა ფიქრობს, რომ მსგავსი „ინციდენტებისთვის“ ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება რაღაცნაირად მათ სიხშირესაც შეამცირებს და მოვლენებს „სწორ კალაპოტში“ მოაქცევს. მას ჯერაც ჰგონია, რომ აშშ-მ ოკეანის გაღმა ისლამისტურ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფარგლებში, რაც შეიძლება ნაკლები უნდა გააკეთოს. გაანადგურე მათი რამდენიმე მეთაური უპილოტო თვითმფრინავებით, დროდადრო დაბომბე საჰაერო იერიშებით და ცოტათი მიეხმარე მათ მტრებს წვრთნითა და აღჭურვით – ობამას აზრით, ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ სიტუაცია ხელიდან არ გაგვექცეს.

რატომ უნდა ვპასუხობდეთ ამ ტოტალიტარი ბარბაროსების გაძლიერებას შედარებითი პასიურობით? ობამას 60-იანელურ ხისტ და ზედაპირულ წარმოდგენებში, ოკეანის გაღმა აქტიური აშშ გლობალური მშვიდობისთვის უფრო დიდი საფრთხეა. ნევილ ჩემბერლენმაც და ჯიმი კარტერმაც კი, საბოლოო ჯამში, მოახერხეს მოვლენებიდან რაღაცის სწავლა. ობამამ ყველაფერი წინასწარ იცის. მას ოდნავაც არ თოკავს საგარეო პოლიტიკაში ფეხის დაცდენების შემაწუხებლად გრძელი სია.

შინ ობამა არ თმობს კამპუსებში პოლიტკორექტულობის დიქტატის მხარდაჭერას, რაც ზღუდავს დებატებს და ახშობს თავისუფალ სიტყვას. მისთვის მისაღებია, როდესაც აკადემიური დაწესებულებები ლაჩრულად აუქმებენ გახსნის ან სადიპლომო ცერემონიებზე სიტყვით გამოსვლის მოწვევებს. ასე მოიქცა, მაგალითად, ბრანდაისის უნივერსიტეტი ისლამური ფანატიზმის სისხლისმსმელობისა და სიმახინჯის თვითმხილველის, აიაან ჰირსი ალის მიმართ, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად ამხელს და უპირისპირდება ამ ბოროტებას.

გაგვიმართლებს და “გამოვძვრებით”? უფრო მოსალოდნელი სცენარით, ორი ძალიან მძიმე და სისხლიანი წელიწადი გველის.

პოლიტიკის ყბედები

თუ გაინტერესებთ, რა ასაზრდოებს ამერიკელების ბრაზს ჩვენი პოლიტიკური კლასის მიმართ, გაიხსენეთ, რა იდეა ტრიალებს ამჟამად ვაშინგტონსა და შტატების დედაქალაქებში: ბენზინზე გადასახადების აწევა! დოლარის გამყარებისა და ნავთობის მოპოვების ზრდის წყალობით, საწვავის ფასი მკვეთრად დაეცა. საშუალო ოჯახს წელს $550 ან მეტის დაზოგვა შეუძლია, რაც სხვა საჭიროებებზე (ან იმაზე, რაც სიამოვნებთ) დაიხარჯება. იკლებს ზამთრის გათბობის ხარჯებიც. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ავტომწარმოებლებიც დიდ ბიძგს მიიღებენ: ადამიანები უფრო დიდ მანქანებს იყიდიან, რაც ყველაზე მსუყე მოგებების სეგმენტს გაზრდის.

მაშ როგორ რეაგირებენ ამ კარგ ამბებზე ჩვენი პოლიტიკოსები? ხედავენ მოქალაქეების ჯიბეებში შეძრომის მორიგ შესაძლებლობას. შემზარავია, რომ, დემოკრატებთან ერთად, ხელისუფლების ყველა რგოლში მოიძებნენ ამ სულელური იდეით მოხიბლული რესპუბლიკელებიც. ყველამ ვიცით, რომ ლიბერალები არასოდეს ტოვებენ მეტი ფულის ამოღების შესაძლებლობას, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას გადასახადის გადამხდელთა ერთგულება მოეთხოვება.

მოდი, განვიხილოთ მოსაზრებები, რომლითაც ჩვენი ღრუტუნა პოლიტიკოსები ამ საგადასახადო შემოტევას ამართლებენ.

• გზატკეცილების ტრესტის ფონდს ფული მაისში გაუთავდება. ეს იოლი მოსაგვარებელია. ფონდი 50-იანებში, შტატთა-შორისი გზატკეცილების მშენებლობისა და შენახვისთვის შეიქმნა. ფედერალური გადასახადები სამანქანო საწვავზე ჩაფიქრებული იყო, როგორც ჭეშმარიტად მიზნობრივი ფული, მაგრამ მას შემდეგ – ვაშინგტონი რისი ვაშინგტონი იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო – ფონდს ხან მასობრივი სატრანზიტო სისტემების, ხან ტურისტული ბილიკების და კიდევ ბევრი სხვა რამის დასაფინანსებლად ძარცვავენ. ამოვიღოთ ყველაფერი, რაც გზატკეცილებს არ ეხება და ფონდიც დაბალანსდება.

• ჩვენი ინფრასტრუქტურა იშლება, რაც სახიფათოა და ვნებს ეკონომიკას. ნამდვილი ინფრასტრუქტურული კრიზისი მთავრობაა. პოლიტიკოსებს არ აწყობთ დაგვანახონ, რომ ინფრასტრუქტურული თავის ტკივილი ქრება, როდესაც მას თავისუფალი ბიზნესი მართავს. ჩვენი სატვირთო რკინიგზის სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა: არც ერთი სხვა ქვეყანა ამ მხრივ ახლოსაც კი ვერ მოდის. ეს დაუგეგმავი ტრიუმფი 1980 წელს რკინიგზის დერეგულაციის შედეგია. ჩვენ არც სამგზავრო ავიაციაში გვაქვს „ინფრასტრუქტურული კრიზისი“, მაგრამ გვაქვს პრობლემა საჰაერო მოძრაობის მართვის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი სისტემის სახით, რომელსაც ფედერალური მთავრობა აკონტროლებს. ტრანსპორტი? მსუბუქი ან სატვირთო მანქანების ნაკლებობა არ იგრძნობა. ენერგეტიკა? არ გვაქვს გასამართი სადგურების დეფიციტი. ნავთობისა და გაზის გადატანა? მთელი ქვეყნის ათეულობით ათასი მილი მილსადენითაა გადასერილი. სანამ პრეზიდენტი ობამა ინფრასტრუქტურაზე ქვითინებს, თვითონვე ბლოკავს Keystone XL-ს (ახალი მილსადენი) და აფერხებს თხევადი აირის ტერმინალების, ატომური ელექტროსადგურებისა თუ კაშხლების ასაშენებელი ნებართვების გაცემას.

შტატებისა და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკოსებმა, რომლებიც განსაკარგი ფულის ნაკლებობას განიცდიან, კერძო კაპიტალზე დაფუძნებული მეტი პროექტი უნდა დაგეგმონ. ფასიანი გზები უკეთ ინახება. მეტ შტატში უნდა მიბაძონ ინდიანის შესანიშნავ მაგალითს, სადაც 2006-ში, შესაფერისი დაცვითი ზომებით, ცენტრალური გზატკეცილი რამდენიმე მილიარდ დოლარად გააქირავეს.

• ევროპელებს ბუნებრივ აირზე საგრძნობად მაღალი გადასახადები აქვთ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვექნება. რა უჭირს გაძვირებას, რომელიც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობისთვის დამრგვალების შეცდომის ტოლფასი იქნებოდა?

ეს ქვეყნები მჭიდროდაა დასახლებული; დიდი ბრიტანეთი (მოსახლეობა 64 მილიონი) თავისუფლად ჩაეტეოდა ორეგონში (4 მილიონზე ნაკლები). ჩვენ დიდი, კონტინენტური სახელმწიფო ვართ, და მნიშვნელოვნად მეტს დავდივართ მანქანებით. გარდა ამისა, ჩვენ, ისევე როგორც თანამედროვე ქვეყნების უმრავლესობას, ზედმეტი გადასახადები ისედაც გვაწევს – გადამწყვეტი მიზეზი, რატომაც მსოფლიო ეკონომიკა განსაცდელშია.

მეტი გადასახადის სასარგებლოდ მიკერძოებული კონგრესი

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული ახალი კონგრესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შემდეგია: ძირეულად შეიცვალოს კონგრესის საბიუჯეტო ოფისისა (კსო) და გადასახადების გაერთიანებული კომიტეტის (გგკ) მიდგომა საბიუჯეტო შემოსავლებსა და ეკონომიკურ ზრდაზე საგადასახადო კოდექსის ცვლილებების გავლენის შეფასების საკითხში. რაც თავი გვახსოვს, კსო ყოველთვის ე.წ. სტატიკური შეფასების სისტემას იყენებდა. ეს მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ საგადასახადო წნეხის შემცირებას ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან მცირე გავლენა აქვს, და არსებითად მხოლოდ მთავრობის საგადასახადო შემოსავლებს ამცირებს. არაა საჭირო შერლოკჰოლმსობა, რომ შევამჩნიოთ გადასახადების შემცირების წინააღმდეგ ამ მეთოდოლოგიის მიკერძოებულობა.

ჯერ კიდევ 1980-იანების ბოლოს, ერთმა სენატორმა სთხოვა გგკ-ს ეანგარიშათ, რა გავლენა ექნება 100%-იან საშემოსავლო გადასახადს. გგკ-ელებმა რობოტებივით დაასკვნეს, რომ ასეთი გადასახადის შედეგი შემოსავლების მოზღვავება იქნებოდა.

კსო დღემდე გამოუსწორებელია შემოსავლებზე კაპიტალური მოგების გადასახადის გავლენის ანალიზისას: მათი შეფასებები, რეალობასთან შედარებით, ყოველთვის უკიდურესად დაკლებული იყო. არადა, ეს ერთ-ერთი გადასახადია, რომლის შემცირებაც მყისიერად იწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას (თუნდაც იმიტომ, რომ ინვესტორები გამოუყენებელი მოგების ნაწილის დაბანდებას იწყებენ). კსო-მ უხალისოდ აღიარა, რომ განაკვეთის შემცირებამ შეიძლება ფულის შემოდინება გაზარდოს, მაგრამ იქვე გამოაცხადა, რომ გრძელვადიანად შემოსავლები შემცირდება! ასეთივე დამახინჯებული მიდგომა აქვთ პირად და კორპორაციულ შემოსავლებზე გადასახადების შემცირების საკითხში: თითქოს ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ დროში განაწილდება სხვანაირად, ჯამში კი ბევრი არაფერი შეიცვლება.

ამავდროულად, კსო მიიჩნევს, რომ სამთავრობო ხარჯები იწვევს ეკონომიკურ ზრდას. ეს ნონსენსია. მთავრობა რესურსებს იმ ადამიანებისგან იღებს, ვინც მათ აწარმოებს; ამ ფულის პოლიტიკურად სასურველ პროექტებზე ხარჯვა უფრო ხშირად ეკონომიკის ძალების გამოფიტვას იწვევს, ვიდრე პირიქით.

ერთ-ერთი უხეში შეცდომა, რაც რესპუბლიკელებმა 1994 წელს დაუშვეს, კონგრესის ორივე პალატის კონტროლის მოპოვების შემდეგ, დიდი მთავრობის სასარგებლოდ დესტრუქციული მიკერძოებულობის ხელუხლებლად დატოვებაა. ჯორჯ ბუშ უმცროსსაც არ უცდია ამ მდგომარეობის შეცვლა, როდესაც მისი პარტია კონგრესში უმრავლესობას ფლობდა.

შეფასების შედარებით გონივრული სისტემა ანგარიშს გაუწევდა იმას, თუ როგორ რეაგირებს საგადასახადო წნეხის შემცირებაზე რეალური სამყარო. ის ასევე აღიარებდა, რომ ყველანაირ გადასახადის შემცირებას ერთნაირი შედეგი არ მოაქვს. განაკვეთის შემცირება ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი და ერთჯერადი დათმობა.

კარგი შეფასების სისტემა ასევე გაითვალისწინებდა, რა გავლენა აქვს ზრდაზე ორიენტირებულ გადასახადების შემცირებას ამერიკელი ხალხის ჯამურ აქტივებზე. მაგალითად, 80-იანებში რონალდ რეიგანმა მკაფიოდ შეამცირა საგადასახადო განაკვეთები. მან ასევე მკვეთრად გაზარდა თავდაცვითი ხარჯები. ამ ხარჯებმა გაამართლა, როდესაც ცივი ომის მოგებაში დაგვეხმარა. ამავდროულად, კონგრესი ძირითადად იგნორირებდა რეიგანის მცდელობებს, შეემცირებინა ხარჯები სხვა სფეროებში. ქვეყნის ვალი $1.7 ტრილიონით გაიზარდა და გაორმაგდა. ამის მიუხედავად, ერის ჯამური სიმდიდრე ათჯერ დიდი თანხით, $17 ტრილიონით გაიზარდა.

მემარცხენეებზე ერთი რამის თქმა შეიძლება: მათ იციან, როგორ გამოიყენონ ერთი შეხედვით იდუმალი წესები და პროცედურები საბიუჯეტო საკითხებზე (და ყველაფერ დანარჩენზე) გავლენისთვის. ერთ- ერთი ყველაზე მავნებლური მაგალითია, როგორ შეაფასეს “ობამაქეარი”, როდესაც მას საკანონმდებლო წისქვილში ატარებდნენ. ერთგვარი კანონიერი ჟონგლიორობის მოშველიებით, ადმინისტრაციამ კსო-სგან ისეთი შეფასება მიიღო, რომლის მიხედვითაც ობამაქეარი საბიუჯეტო დეფიციტს არ გაზრდიდა: კერძოდ, მათ გადასახადების კუთხით ძირითადი დატვირთვა საწყის პერიოდზე გაწერეს, ხარჯების კუთხით კი – შემდგომ პერიოდზე.

არის თუ არა რესპუბლიკელების ახლანდელი გუნდი მზად მათ წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად? ისინი ამბობენ, რომ არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები უკვე გაიტანეს. მათ კსო-სა და გგკ-ს დაავალეს, კონგრესის წლიური საბიუჯეტო ანგარიშისთვის ძირითადი საკანონმდებლო ნორმების შემოსავლებზე გავლენის შეფასებისას მეტი ყურადღება დაუთმონ რეალური სამყაროს კანონზომიერებებს.

ეს საკმაოდ მოკრძალებული ნაბიჯია. მაგრამ სენატმა შესაძლოა ამდენიც ვერ შეძლოს.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს არა აქვთ იმის თავი, რომ გააკეთონ მთავარი – პირველ რიგში, მათ უნდა გაწმინდონ კსო თანამშრომლებისგან, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან მთავრობის მარადიული ზრდის ეკონომიკურ იდეოლოგიაზე – მათ შორის, დირექტორ დაგლას ელმენდორფისგან. ის ზურგს უმაგრებდა ადმინისტრაციის „ობამაქეარულ“ საბიუჯეტო თამაშებს. “პერსონალი არის პოლიტიკა” ის ვაშინგტონური სიბრძნეა, რომელიც რესპუბლიკელებმაც უნდა გაითავისონ.

Previous Post

ქართულ საწარმოებში დასაქმებულთა 63% მსხვილ ბიზნესზე მოდის

Next Post

2014 წელს საშინაო სახელმწიფო ვალი 554 მილიონი ლარით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
2014 წელს საშინაო სახელმწიფო ვალი 554 მილიონი ლარით გაიზარდა

2014 წელს საშინაო სახელმწიფო ვალი 554 მილიონი ლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result