ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 53.6 მილიონი ლარი შეადგინა

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 53.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 31.6 მილიონი ლარით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 19%-ით (71 მილიონი ლარით) არის გაზრდილი. გასული წლის პირველ თერთმეტ თვეში ბანკების წმინდა მოგება 382 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ თერთმეტ თვეში კი 453 მლნ ლარია.

 

 

 

გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

More to read