Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ნიკორა ტრეიდის 120 მლნ ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა

by იზა გვარამაძე
July 31, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ნიკორა ტრეიდის 120 მლნ ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ნიკორა ტრეიდმა 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა. 

“დღეს ნიკორა ტრეიდმა ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და ნიკორა ჯგუფს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ – დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა.

თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს”,- ამბობს ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. 

ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორის, თემურ ალექსანდრიას თქმით, ეს მათ ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია.

“მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — ეს პროექტი უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ.

თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე  ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე”, – განაცხადა თემურ ალექსანდრიამ, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ნიკორა ტრეიდი ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ნიკორა სუპერმარკეტისა და ლიბრეს ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა. 

Previous Post

SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა

Next Post

მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას – დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

იზა გვარამაძე

Next Post
მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას – დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას - დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result