Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

DMCC – სწორ დროს, სწორ ადგილას

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ინტერვიუ
0
DMCC – სწორ დროს, სწორ ადგილას
0
SHARES
0
VIEWS

DMCC დუბაის გამორჩეულად წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, რომელსაც ახალგაზრდა აჰმედ ბინ სულაიემი ხელმძღვანელობს.

DMCC აღიარებულია მსოფლიოს ყველა წამყვანი რეიტინგული თუ საგამომცემლო კომპანიის მიერ და აჰმედ ბინ სულაიემს იმედი აქვს, რომ საუკეთესო თავისუფალი ზონის სტატუსს წელს მეხუთედაც მოიპოვებს. იგი უკვე 16.000-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს თავის ეკონომიკურ ზონაში, დუბაის ეკონომიკაში კონტრიბუცია კი 6%-ს აღემატება. DMCC დუბაის ჰგავს: მას მოკლე, თუმცა შთამბეჭდავი ისტორია აქვს. სწორად მოდელირების შედეგად მიღწეული წარმატების შესახებ თავად აჰმედ ბინ სულაიემი მოგვითხრობს – DMCC-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და დირექტორი.

თქვენ DMCC-ის ნაწილი ხართ ბოლო 18 წელიწადია და მის ბევრ წამოწყებასა და რეფორმებში პირადად გაქვთ მონაწილეობა მიღებული. მოგვიყევით მეტი DMCC-ის შესახებ.

ეს იდეა – სხვადასხვა საქონლით საერთაშორისო ვაჭრობა სწორედ დუბაის საშუალებით, დუბაის მთავრობას ეკუთვნის. თავისუფალი ეკონომიკური ზონაც ამ იდეის მხარდასაჭერად შეიქმნა. ჩვენ ფოკუსირება თავიდანვე ოქროზე, ალმასზე, ძვირფას ქვებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოვახდინეთ. თუმცა აქვე ვიტყვი იმას, რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს: DMCC ასევე ნავთობპროდუქტების უმსხვილესი თავისუფალი ეკონომიკური ზონაც გახლავთ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიზრდებით. თუმცა თავიდან საკმაოდ მცირე მოცულობებით დავიწყეთ და ეს იოლი არ იყო. იმასაც გეტყვით, რომ DMCC შესაძლოა გამქრალიყო 2008 წლის გლობალური რეცესიის ფონზე, მაშინ როცა სულ 1300 კომპანიას წარმოადგენდა. დღეს DMCC უკვე 16,000-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს და ის მსოფლიოში საუკეთესო თავისუფალ ეკონომიკურ ზონად არის აღიარებული მსოფლიო მედიის მიერ.

მოდი, გადავიდეთ თქვენი ვიზიტის მიზანზე. პირველად ბრძანდებით საქართველოში ამ რანგშიც – როგორც DMCC-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

დიახ, ეს ჩემი პირველი ვიზიტია და ჩემი მიზანი საქართველოს შესწავლაა. ჩვენ მოვახერხეთ და DMCC-ის საშუალებით დავუკავშირდით სხვადა- სხვა გამოწვევით სავსე რეგიონებს მსოფლიოში. არის რამდენიმე ქვეყანა აფრიკაში, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მათი ბიზნესები დუბაიშიც არის წარმოდგენილი – იქნება ეს ალმასებით ვაჭრობა თუ ჩაის და ახლა უკვე ყავის წარმოებაც. საქართველოზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საკმაოდ მჭიდრო და კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. საკმაოდ ახლოს ვართ გეოგრაფიულად – თვითმფრინავით სულ რაღაც ორსაათ- ნახევრის გზაა – და ამას გვერდს ვერ ავუვლიდი. ვერ დავაიგნორებ ფაქტს, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ისეთი ურთიერთობები, როგორიც გვაქვს, მაგალითად, ინდოეთთან. მესმის, რომ ზუსტად იგივე არ გამოვა, მაგრამ, როგორც მახსოვს, ჰიდროენერგეტიკა თქვენი ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი სექტორია. ისევე როგორც საამიროებში, აქტიურად ვახორციელებთ ინვესტირებას ალტერნატიულ ენერგეტიკაში, განსაკუთრებით – მზის ენერგიაში, შესაძლოა, შედარებით გრძელვადიანში, მაგრამ ვემზადებით ნავთობის ერის ამოწურვისთვის. პირადად მე ვერ გამოვტოვებდი ამ შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცი საქართველოზე, რადგან ჯერ განსაკუთრებული მოკვლევა არ ჩამიტარებია. ამიტომ გადავწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი და თავად გავცნობოდი ყველაფერს – ამიტომაც ვარ აქ.

თქვენი ვიზიტისას აპირებთ თუ არა საქართველოს მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას?

ვისთანაც მოვასწრებ, ამ მოკლე ვიზიტის განმავლობაში. მე ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. მომწონს, რასაც აქ ვხედავ და ვაკვირდები. საქართველოში არის ნიშნები, რომ აქაურობა შეიძლება კონკურენტულ რეგიონად და თბილისი ასეთ ქალაქად ჩამოყალიბდეს. ამის გათვალისწინებით, DMCC–ს, დუბაისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ ინტერესი, ამ განვითარების ისტორიის ნაწილი გახდნენ.

თქვენ ახსენეთ, რომ გუნდთან ერთად ჩამოსვლას აპირებთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე გეგმავთ თქვენს შემდეგ ვიზიტს?

რა გითხრათ, ჩემს გუნდთან სულ კავშირზე ვარ და მათ ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ. სხვათა შორის, როცა DMCC-ს ვიწყებდით, მთავარი თემა იყო, თუ რით უნდა დაგვეწყო: უნდა ყოფილიყო ეს ოქრო, თუ ბრილიანტების თემა. ჰოდა, ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ყველაფერი ოქროს თემაზე ავაგეთ, რადგან დუბაი ცნობილია, როგორც ოქროს ქალაქი და DMCC-ის მთელი შემდგომი კაპიტალიზაციაც ამაზე ავაგეთ, ოქროს გადამმუშავებელთა და მრეწველობის მოზიდვით, დღეს უკვე ოქროს უმსხვილესი აქტივებით, ოქროს ბირჟით… მოკლედ, ამ გზავნილმა კარგად და სწორად იმუშავა. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლებოდა, აქ ათი წლის წინაც ჩამოვსულიყავით. ალბათ უნდა ჩამოვსულიყავით კიდევაც, მაგრამ რა გითხრათ, ძალიან რთულია… ჩემთვის ცნობილია, ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკის გარკვეული მომენტები, თუმცა მე ქვეყნის საქმიანი ნაწილი მაინტერესებს.

მისი ეკონომიკა.

დიახ, მისი ეკონომიკა და რაც მთავარია, მინდა, კარგად დავინახო, სად შეგვიძლია ერთად საქმის კეთება. და ეს არის ალბათ ჩემი ვიზიტის მიზანიც, დიახ.

შეგვიძლია თუ არა, მეტი ვისაუბროთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე, რომელიც თქვენს მთავარ ბიზნესს წარმოადგენს? საქართველოში რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ყველას საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებები აქვთ განვითარების გზაზე. ფაქტია, არსებული მოდელი ვერ დაიქოქა და არ მუშაობს.

როგორც ფეხბურთში ხდება, ყველა თამაშს ვერასდროს მოიგებ. ბევრი რამ ადამიანებზეა დამოკიდებული და, რაც მთავარია, იმაზე, თუ რა პროდუქტს სთავაზობ სხვას. ჩვენ რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა გვაქვს დუბაიში და მათი ნაწილი ნამდვილად ვერ ამართლებს, DMCC მართლა კარგად მიიწევს წინ. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენს პროფილურ აქტივობას მივყვებით და, სიმართლე გითხრათ, მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ იმართება ზონა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, პოზიციონირება არა ადგილობრივ დუბაის ზონებთან, არამედ სინგაპურის, ჰონკონგის, სხვების თავისუფალ ზონებში მოვახდინოთ. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მათზე უკეთესები, სწრაფები, სხვანაირად კონკურენციას უბრალოდ ვერ გაუწევ. მსოფლიო სულ უფრო პატარა და მჭიდრო ხდება, ადამიანებმა უკვე იციან, სად რა სერვისებს მიაგნონ. თუ საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონები ვერ უზრუნველყოფენ იმავე სერვისებს, რაც აქვთ ზონებს დუბაიში და თუნდაც სხვაგან მსოფლიოში, მაშინ მხოლოდ პრობლემები დარჩება.

 შეიძლება თუ არა ჩავთვალო, რომ თქვენი ინტერესი შესაძლოა ასევე იყოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა საქართველოშიც?

იცით, აქ იმისთვის არ ვარ, რომ ახალი ეკონომიკური ზონა შევქმნა. თუმცა, შემიძლია გავუზიარო, ვისაც სჭირდება – როგორ იმუშავა წარმატებით ამ მოდელმა დუბაიში, და, რაც მთავარია, რატომ იმუშავა.

ვაკვირდები რა DMCC-ის გამოცდილებასა და ცოდნას, მე მგონი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ამის პრაქტიკულად გაზიარება ამ ბიზნესში ჩართულთათვისაც.

ზედმეტი არ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩვენი გამოცდილება სხვა მიმართულებითაც შეგვიძლია გავუზიაროთ საქართველოს: მე და ჩემი კოლეგები აქტიურად ვართ ჩართულები ოქროს ინდუსტრიის აღორძინებაში 2005 წლიდან, და 14 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენ ვავითარებთ ჩაისა და ყავის ცენტრებს, სრული ბიზნესმოდელირებით. ამიტომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საუბარი თავისუფალ ეკონომიკური ზონაში გადასახადების შეღავათებზე ან ნაკლებ ლიცენზიებსა თუ ნებართვებზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ DMCC-ზე, აღარ ვსაუბრობთ მასზე, როგორ ეკონომიკურ ზონაზე, ვსაუბრობთ სერიოზულ ბაზარზე, სადაც 16,000-ზე მეტი ბიზნესია წარმოდგენილი და ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის 30,000 ბიზნესს გავცდეთ.

თქვენ ახსენეთ ოქროს, ალმასის, მარგალიტის ინდუსტრიები, რომელთა განვითარებასა და მათ ირგვლივ ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში პირადად იყავით ჩართული. შეიძლება მათგან რომელიმე მიმართულების გამოყოფა?

იცით, რთულია ახლა ამის თქმა. რაღაც, მათ შორის დაგეგმილი, ან გამოგივა, ან არა. ყველაფერი უნდა სცადო. არავის დაავიწყდეს, რომ დუბაი ძალიან ახალგაზრდა ქალაქია და სულ რაღაც 40 წლის წინ იქ არაფერი იყო. იცვლება საზოგადოება, მისი მენტალიტეტი და დროთა განმავლობაში გარემო სულ უფრო გლობალური ხდება. მე ვფიქრობ, ასე ვხედავ, რომ საქართველოც ამ მიმართულებით მიდის, მას სურს, რომ საერთაშორისო გლობალურ პლატფორმაზე იყოს მოთამაშე.

ჰოდა, ალბათ, რატომ არ უნდა იყოთ სწორ დროს და სწორ ადგილას, არა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვნახავთ ერთობლივ სინერგიას. ჩვენი საქმიანობა სხვადასხვა საქონლით საერთაშორისო ვაჭრობას უკავშირდება, რაც თავის მხრივ იკვეთება გადაზიდვასა და ლოგისტიკასთან, ძლიერ პარტნიორებთან. და მგონი, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი საქმე, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ამ სინერგიაზე ფოკუსირება და შემდგომ უკვე პრიორიტეტული მიმართულებები.

Previous Post

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იხსნება

Next Post

DMCC – Right Place Right Time

მაგდა დოლიძე

Next Post
DMCC – Right Place Right Time

DMCC - Right Place Right Time

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result