Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ოჯახის ღვინო

by Forbes.ge
February 28, 2021
in კომპანიები
0
ოჯახის ღვინო
0
SHARES
0
VIEWS

იუკურიძეების ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს დაამსხვრიოს მითი იმის შესახებ, რომ კარგი ღვინო მხოლოდ საქართველოში, ან თუნდაც მხოლოდ საფრანგეთში იწარმოება.

ფსონს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზე დებენ, აფასებენ უკრაინულ ნიადაგს და აწ უკვე სახელმოხვეჭილ ბრენდ “შაბოს” ზურგს ყველაზე ძვირფასი ფასეულობით – ოჯახით უმაგრებენ. Forbes-ს მეღვინეობის იდეის, ბაზარზე პოზიციონირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ “შაბოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი იუკურიძე ესაუბრა.

გიორგი, შესავლისთვის მოგვიყევით ორიოდე სიტყვით “შაბოს” იდეს შესახებ.

იდეა იმაში მდგომარეობს, რისიც ჩვენ გვჯერა, ხოლო მე და ჩემს ოჯახს გვჯერა უკრაინული ღვინის. “შაბოს” შექმნით ჩვენ განვახორციელეთ მთავარი იდეა – შეგვექმნა ისეთი მეღვინეობა, რომელიც წარმოაჩენდა უკრაინული ღვინის დიდ და უცნობ პოტენციალს. დღემდე უკრაინა მეღვინეობასთან არ არის ასოცირებული ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა, არადა, მეღვინეობის კულტურას ამ ქვეყანაში 2000-წლიანი ისტორია აქვს, რის შესახებაც, სამწუხაროდ, არ არის ისე ფართოდ ცნობილი, როგორც, ჩემი აზრით, უნდა იყოს. რაც შეეხება “შაბოს”, ის უმაღლესი ხარისხის ტერუარით გამოირჩევა, ხოლო კონკრეტულად ნიადაგს რაც შეეხება, ის  საუკეთესოა ვაზის კულტივაციისთვის. თითოეული ამ ელემენტის ერთობლიობა რაღაც განსაკუთრებულის შექმნის საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ, ღვინის სიკეთეების 80% ვენახზე მოდის. ასე რომ, სწორედ ნიადაგისა და შესაფერისი გარემოს მონაგარია ის შთამბეჭდავი ღვინო, რომელიც “შაბოს” ბრენდის ქვეშ იწარმოება. მე და ჩემს ოჯახს ნამდვილად გვჯერა, რომ უკრაინა მსოფლიო დონის ღვინის წარმოების თვალსაზრისით საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

შეგვიძლია თუ არა, “შაბო” მოვიაზროთ, როგორც საოჯახო ბიზნესი კლასიკური გაგებით?

დიახ, მე ვფიქრობ, რომ “შაბო” საოჯახო ბიზნესია კლასიკური გაგებით იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ეს საქმე ჩვენი ოჯახისთვის პრინციპის საკითხია. მეღვინეობა ერთადერთი ძირითადი საქმიანობაა ჩვენთვის, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვეწევით და ამ საქმეში ოჯახის თითოეული წევრი, თავისი სპეციალობიდან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობას ინაწილებს. მაგალითად, მამაჩემი, ვაჟა იუკურიძე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია – ის კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. რაც შეეხება დედაჩემს, ბელა ჭოლიკიძეს, იგი პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. რასაც თქვენ ახლა ხედავთ, ყველა ეს დიზაინერული დეტალი, ჩანაფიქრიდან შესრულებამდე, სწორედ დედაჩემის განხორციელებულია და მისი ზედამხედველობის ქვეშ არის ახლაც. და ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მან გააკეთა და დღემდე აკეთებს “შაბოსთვის”. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ის პედანტია და, შესაბამისად, უდიდესი პედანტიზმით უდგება ამ საქმეს. ჩვენი ოჯახის ყველა წევრს გვჯერა იმის, რომ თუ რაიმეს მოჰკიდებ ხელს, ან ძალიან კარგად უნდა გააკეთო, ან საერთოდ არ შეეჭიდო მას. აქვე გეტყვით ჩემი დის შესახებაც, რომელიც ბავშვობიდან ხელოვნების სფეროშია. პროფესიით კინორეჟისორია, ამჟამად კი პარიზში ბუტიკს უძღვება, რომელიც პრეტ- ა-პორტესა და ოტ- კუტიურ საღამოს კაბების ხაზს ავითარებს ქალებისთვის, ასე რომ საოჯახო ბიზნესშიც ჩემი დის ჩართულობა ძირითადად ლეიბლის დიზაინის შემუშავებასა და განვითარებაზე მოდის. პრინციპში “შაბოს” ვიზუალური შეფუთვა მისი ზედამხედველობისა და დასტურის გარეშე არ კეთდება. მე რაც შემეხება, პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სპეციალისტი ვარ და ღვინის, როგორც თავად პროდუქტის, ძალიან დიდი მოყვარული გახლავართ. კომპანიაში ძირითადად ექსპორტის მიმართულებას ვხელმძღვანელობ, ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებს. რაც შეეხება ჩვენი ღვინის საზღვარგარეთ პრეზენტაციას, ტექნოლოგიური მხარე აგრეთვე ჩემი მიმართულებაა. ვცდილობ, ღვინის წარმოების პროცესებში მაქსიმალურად ვიყო ჩართული, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ საქმიდან და რომ გამოგიტყდეთ, “შაბოს” ღვინის რამდენიმე სახეობა კონკრეტულად მამაჩემისა და ჩემ მიერ არის შექმნილი.

გიორგი, განიხილავთ თუ არა “შაბოს” უკრაინის ღვინის ინდუსტრიაში ლიდერ კომპანიად და შეგიძლიათ თუ არა კონკრეტული სტატისტიკის მოყვანა ამის დასადასტურებლად?

ჩვენი კომპანია გაყიდვების კუთხით წლების განმავლობაში ბაზრის ლიდერი იყო, თუმცა ჩვენ სხვა მიმართულებით ვარჩიეთ მიზნის დასახვა, რადგან ჩვენი ოჯახის პრიორიტეტს არასდროს წარმოადგენდა რაოდენობრივი წარმატება გაყიდვებში. იქიდან გამომდინარე, რომ საოჯახო ბიზნესი გვაქვს, ჩვენი პროდუქტი ჩვენს ოჯახთან და მის სახელთან არის გაიგივებული და მჭიდროდ დაკავშირებული, ამიტომაც ხარისხი ჩვენთვის ყოველთვის იყო და იქნება ნომერ პირველი საზრუნავი და პრიორიტეტი. შესაძლოა, ზიანი მივაყენოთ ჩვენს ბიზნესს, თუმცა შევინარჩუნოთ გვარისა და ოჯახის პატივისცემა. პრინციპში “შაბოს” არც ერთი ღვინო არ არის იაფფასიანი და იაფფასიანში ვგულისხმობ მარტივად მოსაყვან ღვინოს, რომლის კულტივაციაცა და წარმოებაც საერთოდ არ საჭიროებს იმდენ ფინანსურ რესურსს, რასაც ჩვენ ვდებთ “შაბოს” ვენახებში. ჩვენ პრემიუმ- ღვინის სეგმენტში გაყიდვების კუთხით უდავოდ ლიდერები ვართ. აქ მე ვგულისხმობ არა ბოთლების რაოდენობას, არამედ ფულად მოგებას. აგრეთვე პირველები ვართ ბრენდის სასმლის გაყიდვების მიმართულებითაც. რაც შეეხება შუშხუნა ღვინოს, დღეს საცდელ ეტაპზე ვართ. რომ შევაჯამო თქვენს შეკითხვაზე ჩემი პასუხი: ხარისხი ჩვენი ოჯახისთვის პრიორიტეტულია და უკრაინის ბაზარზე ბრენდისა და პრემიუმ- ღვინის გაყიდვების კუთხით უდავოდ ლიდერები ვართ.

თქვენი პასუხიდან გამომდინარე, სწორია თუ არა დასკვნა, რომ მთლიანობაში ბიზნესკლიმატი უკრაინაში, გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ხელსაყრელი და განვითარებადია? ალბათ დამეთანხმებით, რომ ბიზნესგარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ბიზნესისთვის.

ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, რადგან ღვინოა ჩვენი პოლიტიკა. ერთს გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ლოგიკური მიზეზები იმისა, თუ რატომ არის ქვეყანა საომარ მდგომარეობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას და მის გავლენას ბიზნესზე ქვეყანაში, ალბათ გამიჭირდება ახლო მომავლის პერსპექტივაში რაიმეს თქმა, რადგან, როგორც იცით, მომავალი წლის 31 მარტს უკრაინაში არჩევნებია, ასე რომ, ჩვენც ველოდებით მოვლენების განვითარებას.

“შაბო” უკვე ბრენდია. იყო თუ არა საქმიანობის დასაწყისში იმის საჭიროება, რომ მამათქვენი და ზოგადად მთელი ოჯახი ჩართულიყო კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში? მე იმას ვგულისხმობ, რომ ბრენდის ცნობადობა ბიზნესის მთავარი უპირატესობაა.

იცით, ბრენდის ცნობადობა დროსთან ერთად მოვიდა. ზოგადად მეღვინეობა საკმაოდ პირადული და ინდივიდუალური საქმიანობაა და ღვინოც ინდივიდუალური პროდუქტია. მეღვინის ვინაობა ძალიან ბევრს ამბობს კომპანიის ხედვაზე. ჩვენი ოჯახის შემთხვევაში საქართველოს ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა და დაეხმარა ჩვენს ბიზნესს საწყის ეტაპზე სახელის მოხვეჭაში, იმიტომ რომ, როგორც ხდება ხოლმე, როდესაც გაიგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უკვე წარმოდგენა ექმნებოდათ ჩვენს შესაძლებლობებზე და ფიქრობდნენ, რომ ღვინოც საუკეთესო უნდა გამოგვსვლოდა. სიმართლე რომ გითხრათ, “შაბოს”, როგორც ბრენდის, წარმატებასა და პოტენციალში არასდროს შეგვპარვია ეჭვი და ეს ბაზარზე ბრენდის პოზიციონირებაზე აისახება. ახლაც, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ჩვენი საწარმოო ხაზის რებრენდინგი მიმდინარეობს და შედეგს ჩვენი მომხმარებლები უკვე მომავალ წელს იხილავენ.

როგორც თქვენი მონაყოლიდან გავიგე, ქართული ფესვები დაეხმარა “შაბოს” ბაზარზე უფრო წარმატებით პოზიციონირებაში, ხომ ასეა?

ვფიქრობ, გარკვეულწილად ასეც არის. ჩემი ოჯახი უკრაინაში 40 წელზე მეტია, ცხოვრობს, მე უკრაინაში დავიბადე და ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქე გახლავართ, თუმცა ჩვენ არასდროს ვივიწყებთ ჩვენს ფესვებს და ვამაყობთ იმით, რომ ქართველები ვართ, თუმცა ამავდროულად ჩვენი პოზიცია ისეთია, რომ პირველ ადგილზეა ღვინო, ხოლო ეს ღვინო არაჩვეულებრივი უკრაინული მიწიდან გვაქვს. “შაბოს” ღვინის ქარხნის გახსნაც ერთგვარი სამადლობელი ჟესტი იყო ჩვენი ოჯახის მხრიდან უკრაინის მიმართ იმისთვის, რომ მიგვიღო ამ ქვეყანამ და საშუალება მოგვცა, მის მიწაზე წარმატებულად გვემუშავა.

გვითხარით, რამდენად კონკურენტუნარიანია ადგილობრივი ბაზარი? მოგეხსენებათ, ზოგადად ღვინის ინდუსტრია ძალიან დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემს ხელთ არსებული სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, როგორც ჩანს, ყოველი მესამე უკრაინელი “შაბოს” სასმელს მიირთმევს. მოგვიყევით, რა მდგომარეობაა უკრაინულ ბაზარზე და ვინ არიან ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეები.

იცით, გააჩნია, კონკრეტულად რომელ პროდუქტზე ვსაუბრობთ. როდესაც ვამბობთ, რომ ყოველი მესამე უკრაინელი “შაბოს” პროდუქციას მიირთმევს, ეს სიმართლეა ბრენდის სასმლის შემთხვევაში, იმავე უკრაინული კონიაკის შემთხვევაში, როგორც მას შეგვიძლია ვუწოდოთ 2027 წლამდე აქ, უკრაინაში. აღნიშნული დასალევის კუთხით ჩვენ პირველები ვართ 2011 წლიდან მოყოლებული და ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მეღვინეობასა და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში კონკურენციის არ მჯერა. ისინი კოლეგები და მეგობრები არიან, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი საქმის სიყვარული, ხოლო ის, თუ ვინ რა გზებით ცდილობს წარმატების მიღწევას ამ ბიზნესში, მხოლოდ მათი საქმეა და ჩემი განსასჯელი ნამდვილად არ არის.

მოდი, ვისაუბროთ ქართულ ბაზარზეც. რამდენად მოიაზრებთ საქართველოს, როგორც შესაძლებლობას “შაბოსთვის”. ალბათ მიმიხვდით, რომ ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ თავად ბრენდს, არამედ ზოგადად მეღვინეობის საქმიანობას და ინდუსტრიას.

მანამდე, ვიდრე კონკრეტულად შეკითხვაზე გიპასუხებთ, უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დადებას თავისი პლუსებიც ჰქონდა და მინუსებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფაქტის შემდეგ მეღვინეობის ხარისხმა საკმაოდ მოიმატა და მინდა გითხრათ, რომ ეს მე ძალიან მახარებს. ზოგადად ხარისხი, ვენახით დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დასრულებული, საგრძნობლად და შესამჩნევად გაუმჯობესებულია. არის თუ არა კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და გაზრდის პოტენციალი? – ცხადია, არის. მე მჯერა ქართული ღვინის შესაძლებლობების და მისი ძლიერი პოზიციების მსოფლიო ასპარეზზე. ყველასთვის ცნობილია და უნიკალურია ქვევრის ღვინო, თუმცა მეტი ინოვაციური მიდგომაა საჭირო, ახალი ტექნოლოგიებისა და 8 000-წლიანი ისტორიის შერწყმით ახალი, უნიკალური ღვინის პროდუქტების გამოყვანა, რადგან ქართული ღვინის შემთხვევაში, ვფიქრობ, მხოლოდ ცა შეიძლება იყოს ლიმიტი. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ მე და ჩემმა ოჯახმა საქართველოში ღვინის ქარხნის აშენება გადავწყვიტეთ. უკვე დიდი ხანია, ჩვენი ოჯახი ამ პროექტზე მუშაობს. უბრალოდ, უკრაინაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამის დრო და სიტუაცია არ იყო. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე მზად ვართ და სამშენებლო სამუშაოებს მომავალ წელს დავიწყებთ. ჩვენ ძალიან მასშტაბური პროექტი დავგეგმეთ და მას არა მხოლოდ ღვინის საწარმოს დანიშნულება, არამედ ტურისტული დატვირთვაც ექნება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ იქნება ბიზნესი, არამედ სოციალური პროექტი, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მიაგებს პატივს. წარმადობა საკმაოდ დაბალი იქნება, დაახლოებით 10 000 ბოთლი წელიწადში, თუმცა თითოეულ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო სათითაოდ არჩეული ყურძნისგან დაიწურება.

როგორ გაგრძელდება თქვენი ოჯახის იდეა ანუ “შაბოს” იდეა საქართველოში და როგორი იქნება თქვენი ოჯახის წვლილი ამ პროცესებში? გარდა ღვინის ქარხნისა, როგორც ვიცი, იგეგმება გამოფენები, აგრეთვე მუზეუმის აშენება და სხვა. მოგვიყევით უფრო მეტი ამ იდეების შესახებ.

ხომ იცით, ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ ჩვენც დეტალებს უნდა ჩავუღრმავდეთ. “შაბოს” ყველაზე დიდი მონაგარი საქართველოშიც, ცხადია, ღვინის წარმოება იქნება, თუმცა ამას გარდა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ ავაშენებთ ღვინის მუზეუმს, რომელიც ნაბიჯ- ნაბიჯ მოჰყვება ქართული ღვინისა და მეღვინეობის ისტორიას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, მაგალითად, ეროვნული მუზეუმი და ეროვნული ბიბლიოთეკა, ისევე როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და მისი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ხოლო ჩვენი კალკულაციით უკვე სამ წელიწადში დასრულდება.

ქართული ღვინის ექსპორტი გასაოცრად იზრდება. “შაბო” გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ჰოლდინგი და საერთაშორისო კომპანია. რა სახის ბიზნესმოდელის შემუშავებას გეგმავთ თქვენ და თქვენი ოჯახი იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი იმპორტ- ექსპორტი გაიზარდოს?

უნდა ვიყოთ რეალისტები. საქართველოში წლის განმავლობაში 3 000 000 ბოთლი ღვინო იყიდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 3 000 000-დან 80 პროცენტი ტურისტების შეძენილია. ასე რომ, ტურისტული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ღვინის ბიზნესისთვის. ზოგადად საჭიროა ძლიერი პოზიციონირება ადგილობრივ ბაზარზე იმისთვის, რომ ექსპორტიც წარმატებით განახორციელო. ალბათ ისედაც ცხადია, რომ ქართველი მეღვინეებისთვის პრიორიტეტს მომავალი 3-5 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარი წარმოადგენს. ასევე უნდა იყოს ამერიკის, სკანდინავიის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს აქვს ღვინის ექსპორტის ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა მანამდე ადგილობრივ ბაზარზეც უნდა მოძლიერდეს და გაიმყაროს პოზიციები.

Previous Post

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 1 იანვრიდან ამოქმედდება

Next Post

The World has One More Crypto Billionaire

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
The World has One More Crypto Billionaire

The World has One More Crypto Billionaire

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result