Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინვესტორი

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in ანტრეპრენიორები
0
ინვესტორი
0
SHARES
0
VIEWS

1409 დასაქმებული, 20-წლიანი გამოცდილება, 15 ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და 11 სხვადასხვა დარგი – ასეთია მონაგარი იმ კომპანიისა, რომელიც ესტონეთის უმდიდრესმა ადამიანმა, ოლეგ ოსინოვსკიმ დააფუძნა და დღემდე მართავს.

საქართველოში არსებული მსხვილი პროექტების კვალდაკვალ, რომელთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება, ოსინოვსკის ბიზნესურთიერთობა საქართველოსთან უკვე ათ წელზე მეტს ითვლის.

“კორუფციამ საქართველოში თავი წამოყო”, – ეს ხმამაღალი განცხადება ეკუთვნის ოლეგ ოსინოვსკის – ინვესტორს, რომელმაც არათუ მიატოვა საქართველო ბიზნესის, სულ მცირე, 10-წლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, არამედ, პირიქით, საკუთარი ინვესტიციების დივერსიფიცირება მოახდინა და ინვესტირებას დღემდე განაგრძობს.

ოსინოვსკის სახელი საქართველოსთან ბმაში პირველად 2014 წლის იანვარში გავიგეთ – მიუხედავად იმისა, რომ მის სარკინიგზო გადაზიდვების კომპანიას – Skinest Rail-ს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ბიზნესმენი, რომელიც მაშინ ესტონურმა ბიზნესჟურნალმა, Äripäev-მა, ესტონეთის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, ამბობდა, რომ მისი საინვესტიციო კომპანია AS Skinest Group-ი ჰიდროენერგეტიკული სექტორით იყო დაინტერესებული და საქართველოში, ჰიდროელექტროსადგურებში 200 მილიონი ამერიკული დოლარის დაბანდებას აპირებდა.

დღეს ეს გეგმები უკვე რეალობაა: სარკინიგზო კომპანია Skinest Rail-ის მიღმა, ოსინოვსკის AS Skinest Group-ს საქართველოში კიდევ ორი მსხვილი პროექტი აქვს – 6,6 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები კინტრიშსა და მაგანაში, და გოლფის ქალაქი – Tbilisi Hills Golf & Residences-ი. „საქართველოში ათი წლის წინ მოვხვდი და ეს ქვეყანა შემიყვარდა”, – ამბობს ოსინოვსკი.

ეს სიყვარული არა, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა იმ მიმართულებით, თუ როგორ აღიქვამს ინვესტორი დღეს საქართველოს ბიზნესგარემოს და მის გამოწვევებს. ოსინოვსკის შეფასებით, დღევანდელი მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები ნაკლებპრიორიტეტულია. მისივე შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება უცხოელი ინვესტორებისა და მათი ინვესტიციების მიმართ შეცდომაა, რადგან საქართველოში მიღებული მოგების მსგავსი მოგების ნახვა ბევრ სხვა ისეთ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც რისკები ნაკლებია.

გამოწვევების მიუხედავად, ოლეგ ოსინოვსკი საქართველოში საკუთარი ინვესტიციების პორტფოლიოს დივერსიფიცირებას მაინც განაგრძობს: მომდევნო ათი წლის განმავლობაში სულ მცირე 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ეს ერთ-ერთი ბოლო პროექტის ფარგლებში – იმ ფონზე, რომ ამავე პროექტის განხორციელების პირველი სამი წლის განმავლობაში 33 მილიონი ევრო უკვე დაბანდებული აქვს.

ასეთი მიზანდასახულობის ერთი მიზეზი ალბათ მისი ბიზნესფილოსოფიიდანაც მომდინარეობს: სამართლიანობა და ერთგულება, შედეგებზე ორიენტირება და დეტალებისკენ მიმართული განსაკუთრებული ყურადღება – საკუთარ ბიზნესფილოსოფიას ამ ღირებულებებზე აფუძნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რისკებს და მათ შეფასებას ეხება: „რისკების არ მეშინია. ვერ ვხვდები, რა უნდა დავკარგო. ფული? ფული ყველაფერი არ არის. როდესაც ფული არ არის საბოლოო მიზანი, რისკების მიმართ ძალიან ტოლერანტული ხდები”, – ამბობს ოსინოვსკი. მისივე თქმით, პრიორიტეტი ბიზნესის წარმოების პროცესი უნდა იყოს: „ჯერ არაფერია და შემდეგ აშენებ, ქმნი – ამას მოაქვს კმაყოფილება”.

ოლეგ ოსინოვსკი, როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, დიდ ყურადღებას უთმობს დივერსიფიკაციას. ეს მიდგომა იმ სერვისებზეც ისახება, რასაც მისი საერთაშორისო კომპანია AS Skinest Group-ი სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს – მათ შორის, სრულ სარკინიგზო გადაწყვეტებს, ენერგეტიკულ გადაწყვეტებს, უძრავ ქონებას და გოლფის მოედნებსაც კი. საქართველოში მისი მხრიდან გოლფის კულტურის განვითარება ერთი მაგალითია, თუ როგორ აფასებს ის რისკებს და როგორ აქცევს გამოწვევებს შესაძლებლობებად.

ოლეგ ოსინოვსკის გოლფის მოედანი, რომელიც მომდევნო ათი წლის შემდეგ ახალი ქალაქით – Tbilisi Hills-ით უნდა იყოს შემოსაზღვრული, იმ ტერიტორიაზეა, რომელიც, წესით, ესპანურ კომპანიას უნდა განევითარებინა. ოსინოვსკი იხსენებს, რომ იმ პერიოდში სააკაშვილის მთავრობამ საქართველოში გოლფის პოპულარიზება გადაწყვიტა და ამიტომ ესპანელმა ინვესტორებმა მიწა ფასდაკლებით შეიძინეს. შემდეგ კომპანიამ ვალები დააგროვა და აღებული ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლო, რის შედეგადაც მიწა ისევ სახელმწიფომ დაიბრუნა.

ოსინოვსკის სიტყვებით, 2014 წელს მასთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი მივიდა და 331 ჰექტარი მიწის განვითარება შესთავაზა. „პირობები ასეთი იყო: ჩვენ მყისიერად უნდა დაგვეფარა ყველა ვალდებულება, რაც ესპანურ კომპანიას ჰქონდა დაგროვილი, რადგან ეკონომიკის სამინისტროს იმ წელს ინვესტიციებისა და მშპ-ის ზრდა ჰქონდა დაგეგმილი”,- იხსენებს  ოსინოვსკი.

თუმცა ვალის დაფარვა არ იყო ერთადერთი პირობა, რაც ინვესტორს წაუყენეს: „საინვესტიციო ვალდებულებები ძალიან მოკლე დროში უნდა შეგვესრულებინა და გოლფის მოედანი ძალიან მალე უნდა აგვეშენებინა. ბატონი ქუმსიშვილის არგუმენტი იყო, რომ მიწას იაფად ვყიდულობდით, თუმცა სიტყვა ‘იაფი’ ყოველთვის სუბიექტური შინაარსის მატარებელია – ის, რაც გამყიდველისთვის იაფია, მყიდველისთვის ძვირია”.

ინვესტორი იხსენებს, როგორ იჯდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პირისპირ ერთ მაგიდასთან და მასთან კონტრაქტის პირობებს ათანხმებდა. „ბოლოს და ბოლოს, კონტრაქტი დაიწერა, – ამბობს ოსინოვსკი. – კონტრაქტს ხელი მხოლოდ იმიტომ მოვაწერე, რომ ქუმსიშვილი ბოლომდე იყო ორიენტირებული საბოლოო მიზნის მიღწევაზე. ის ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელია, მან საქართველოსთვის გამოივაჭრა ყველაფერი, რაც მისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა, მოლაპარაკებები ძალიან რთული, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან სწორი იყო. ქვეყანამ მიიღო ყველაფერი, რაც სჭირდებოდა”.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მინისტრის მოადგილემ მთავრობის თანხმობა იმავე დღის ბოლოს მიიღო. „ეს იყო ყველაზე სწრაფი საინვესტიციო შეთანხმება, – ამბობს ოსინოვსკი. – ეს რომ ჩვეულებრივი პროცესი ყოფილიყო, მაშინ ორივე მხარე კონტრაქტის მომზადებას გაცილებით მეტ დროს დაუთმობდა. მე შეიძლება ამ ადგილის განვითარება გოლფით არ დამეწყო, ან ეს ელემენტი გარკვეული დროის შემდეგ დამემატებინა”. ყველაფრის მიუხედავად, დღეს თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, 100 ჰექტარზე პროფესიული გოლფის მოედანი გელოდებათ. პირველი მოთამაშეები უკვე გამოჩნდნენ. დღის ნებისმიერ დროს აქ ერთმანეთს ცვლიან ადგილობრივი და უცხოური სახეები – თუმცა განსაკუთრებული აქტივობა შუადღითაა, როცა ქართველი და უცხოელი მწვრთნელები გოლფის გაკვეთილებს უფასოდ ატარებენ.

ოსინოვსკის მიაჩნია, რომ გოლფი ყველას თამაშია – არ არის აუცილებელი, მდიდარი იყო: „რაც ნამდვილად საჭიროა, ეს თავისუფალი დროა იმისთვის, რომ თამაშით ბოლომდე ისიამოვნო”, – ამბობს ოსინოვსკი. მისივე თქმით, კომპანიის გათვლები აჩვენებს, რომ თბილისში, გოლფის ბუნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტების 10 გოლფის მოედანი ერთმანეთს შეავსებს: „გოლფერები ერთ მოედანზე დიდხანს ვერ ჩერდებიან, სულ მოძრაობენ, რადგან ისინი, პირველ რიგში, მოედანს ამარცხებენ და მხოლოდ შემდეგ – ერთმანეთს”.

გარდა ამისა, ინვესტორს სჯერა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა მეტ- ნაკლებად მსგავსი ეტაპებით ვითარდება და ამ კუთხით ვერც გოლფი იქნება გამონაკლისი. „შეიძლება გოლფი ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტი ვერ გახდეს, მაგრამ ყოველთვის იარსებებს მოთამაშეთა საკმარისი რაოდენობა – მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობაც – ვინც გოლფის თამაშს ამ მოედანზე ამჯობინებს”, – ამბობს ოსინოვსკი.

რისკების თემას ვუბრუნდებით და, ინვესტორის თქმით, მან სწორად გარისკა. „დიახ, როდესაც ბიზნესგეგმაზე მუშაობ, ავსებ გრაფას, რომელსაც რისკები აწერია. შეიძლება გრძელი სიაც ჩამოწერო. მაგრამ მათ მიღმა იყურები. სხვა შემთხვევაში, ადგილიდან ვერ დაიძვრები”, – ამბობს ოსინოვსკი.

ზედმეტი ბიუროკრატია და კომუნიკაციის ნაკლებობა – ეს ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მთავარი გამოწვევაა და, ოსინოვსკის თქმით, საქართველოს მთავრობას ეს ფაქტი სულ უნდა ახსოვდეს, ეკონომიკის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. „პოლიტიკური ნება გადამწყვეტია. უნდა არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ, როცა დაგჭირდება, საკითხები გადაწყვეტილებების მიმღებებთან დააზუსტო, თან დროულად”, – ამბობს ოსინოვსკი და იქვე ამატებს, რომ ამ კონტექსტში, საქართველოს საინვესტიციო სააგენტო დადებით როლს თამაშობდა. „კარგია, როდესაც არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ეხმარება”, – ასეთია ესტონელი ინვესტორის შეფასება. ის საინვესტიციო სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელის, გიორგი პერტაიას მუშაობას ეფექტიანს უწოდებს და ამბობს, რომ ნებისმიერ საჭირო საკითხზე პასუხს მყისიერად იღებდა. „ვფიქრობ, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეს დიდი უპირატესობა, რაც მას აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, მათ შორის – ესტონეთთანაც”, – ამბობს ოსინოვსკი და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილის დროს იყო მთავრობა ყველაზე ბიზნესორიენტირებული და სწორედ ამ პერიოდში მიიღებოდა საინვესტიციო გადაწყვეტილებები სწრაფად და მარტივად.

მისთვის დროის ყადრის პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს სასამართლო სისტემის კონტექსტში: ინვესტორს, ერთი მხრივ, აქვს იმის რწმენა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სამართლიანია უცხოელი ინვესტორების მიმართ, რასაც მის გრძელვადიან მიზნებზეც აქვს გავლენა, მაგრამ, მეორე მხრივ, „საქართველოს უდიდესი პრობლემაა, რომ ბიზნესდავების გადაჭრას ძალიან დიდი დრო სჭირდება”, – ამბობს ინვესტორი. ოსინოვსკის ეს შეფასებები პირად მაგალითს ეყრდნობა: „რკინიგზასთან გადაუჭრელი პრობლემა შეგვექმნა, მოლაპარაკებებით ვერაფერი მოვაგვარეთ, ამიტომ სასამართლოს მივმართეთ. ცივილიზებული დავა გვქონდა. სასამართლომ ნაწილობრივ გაგვამართლა. რა ნაწილშიც არ გაგვამართლა, ის ნაწილი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. არ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ სასამართლო უპირატესობას ანიჭებდა რკინიგზას – სახელმწიფო კომპანიას. თუმცა, მეორე მხრივ, სამი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ პირველი მოსმენა ჩანიშნულიყო. ეს წარმოუდგენლად დიდი დროა”.

რეგულაციების მზარდი რაოდენობა კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ქვეყანაში საინვესტიციო პროცესს აფერხებს – განსაკუთრებით მშენებლობისა და დეველოპმენტის სფეროში. ოსინოვსკის დაკვირვებით, რეგულირების ტვირთი საქართველოში მუდმივად იზრდება, ნაწილობრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების, ნაწილობრივ კი რეგულაციების თანდაყოლილი ბუნების გამო. „რეგულაციების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებულ რეგულაციებს ძალიან იშვიათად აუქმებენ, მათ დამატებით ფენად ახალი რეგულაციები ედება; შემდეგ ჩნდება მარეგულირებელი, შემდეგ მარეგულირებლის მარეგულირებელი და ა.შ. ესტონეთი ამის კარგი მაგალითია. ესტონეთი უკვე ფიქრობს მშენებლობის სექტორის დერეგულირებას, რადგან აურაცხელი პროექტი პრაქტიკულად გაყინულია”, – ამბობს ოსინოვსკი.

დღეს, თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 15 წუთის მანძილზე მთელი ახალი ქალაქის აშენების გეგმების ფონზე, ზედმეტი რეგულაციები და ბიუროკრატია ინვესტორისთვის შესაძლოა მნიშვნელოვან ბარიერად იქცეს. გეგმის მიხედვით, პირველი საცხოვრებელი უბნები 2018 წლის შემოდგომიდანვე უნდა აშენდეს. როგორც ოსინოვსკიმ Forbes Georgia-ს გაუმხილა, ის თავად იქნება Tbilisi Hills-ის პირველი მოსახლე. დაახლოებით ათი წლის შემდეგ 5 ათას ადამიანს ექნება გასაღები, რომელიც 331 ჰექტარი მწვანე საფარისა და გოლფის კარებს გააღებს. „ჩვენ ვაშენებთ ქალაქს, ყველა აუცილებელი მახასიათებლით”, – ამბობს ოსინოვსკი.

კონკურენციაზე არ ღელავს. „კონცეფციის გამო, რომელიც ჩვენ ავარჩიეთ, ბაზარზე კონკურენტები არ გვყავს”, – ამბობს ინვესტორი და თავის თამამ განცხადებას ასე განმარტავს: „თბილისის გარეთ ცხოვრება თუ გინდა, თან თბილისის ცენტრთან ახლოს; თუ დედაქალაქის ხმაურიან და მტვრიან ქუჩებს ტყეს არჩევ, მაშინ მხოლოდ ერთი ასეთი არჩევანი არსებობს და ეს ჩვენი პროექტია, რადგან მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს კომფორტულ ცხოვრებას, გოლფს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, დიდ მანძილებს სახლებს შორის და ეს ყველაფერი ბაზარზე არსებულ საშუალო ფასს არ აღემატება”.

რეგულაციების თემას ვუბრუნდებით და უძრავი ქონების ბაზრის რეგულირებასთან და იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც საქართველომ DCFTA-ის ჭრილში აიღო, ოლეგ ოსინოვსკის საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევა აქვს: „მთავრობას, ცხადია, არაფერზე მივუთითებ, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა რეგულაცია ერთდროულად არ უნდა მიიღოს. ეს სერიოზული დარტყმა იქნება ბაზრისთვის”, – ამბობს ოსინოვსკი.

Previous Post

A Woman Connecting Continents

Next Post

The Most Attractive Countries For The World’s Workers

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
The Most Attractive Countries For The World’s Workers

The Most Attractive Countries For The World’s Workers

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result