Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტელევიზიების შემოსავალი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ტელევიზიების შემოსავალი
0
SHARES
0
VIEWS

2013-2017 წლებში ტელევიზიების (საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა) შემოსავლის 70%-მდე რეკლამის განთავსებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდიოდა. თუ რეკლამას  სპონსორობიდან, საეთერო დროის გაყიდვიდან და ტელეშოპინგიდან მიღებულ შემოსავლებს დავუმატებთ, მათი წილი ტელევიზიების შემოსავლებში დაახლოებით 85%-ია.

2017 წელს ყველა ქართულმა ტელევიზიამ ერთად 145.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 49.1 მლნ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალია. შესაბამისად, კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 96.8 მლნ ლარია. 2016 წელს კერძო ტელევიზიების შემოსავალი 96.1 მლნ ლარი იყო. თუ ცალკე აღებულ სარეკლამო შემოსავლებს ვნახავთ, 2016 წელს ის 73.3 მლნ ლარი, ხოლო 2017 წელს 17.2%-ით ნაკლები, 60.7 მლნ ლარი იყო. რეკლამიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე ჯამური შემოსავლების ზრდა ჯი-დი-ეს თი-ვის მიერ დეკემბერში მიღებულმა 16 მლნ ლარის არასამაუწყებლო შემოსავლებმა განაპირობა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წელს რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლების მიზეზი სარეკლამო სააგენტოების მიერ რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27-33%-ის დატოვება გახდა, როცა 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოები 5-7%-ს იტოვებდნენ. ამის საფუძველზე, კომისია ასკვნის, რომ სარეკლამო ბაზარი კი არა, ტელევიზიებამდე მისული თანხები შემცირდა.

ამ საკითხს შეიძლება საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება არც მიექცია, რომ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება გაუფართოვდა.

კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო სექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო უფლებების გაზრდას წინააღმდეგობა გაუწიეს. საწინააღმდეგო არგუმენტებიდან ერთ-ერთი იყო ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი (52.5 მლნ ლარი) დაფინანსება აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და უსამართლობა იქნებოდა, ის კერძო ტელევიზიებს სარეკლამო ბაზარში შესცილებოდა.

15 იანვარს პრეზიდენტმა მაუწყებლის შესახებ შეცვლილ კანონს ვეტო დაადო, თუმცა 21 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი საქართველოში მზარდია და აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გარკვეული რეკლამის მიღება სხვა ტელევიზიებს დიდად არ დააზარალებს. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების 2017 წლის მონაცემების ნახვა, რომლებიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრულად ვეტოს დაძლევიდან ერთ დღეში, 22 თებერვალს გამოაქვეყნა. კერძოდ, 22 თებერვლამდე უცნობი იყო რუსთავი 2-ის, ტელეიმედის, ჯი-დი-ესისა და მაესტროს შემოსავლები, რომლებზეც სარეკლამო შემოსავლების 82% მოდის. გარდა დაგვიანებით გამოქვეყნებისა, ეროვნული კომისიის მიერ სარეკლამო შემოსავლების კლების მიზეზების ახსნამ ხელისუფლების პოზიციები გაამყარა. თუმცა კერძო ტელევიზიების ნაწილი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიას და მიდგომას არ ეთანხმება – მათი გათვლებით, სარეკლამო ბაზარი კლებადია.

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, იმ ტელევიზიების რაოდენობა, რომლებმაც რეკლამიდან შემოსავალი მიიღეს, 31 ერთეულით, 55%-ით შემცირდა. ერთით ნაკლებია იმ ტელევიზიების რაოდენობა, რომლებმაც წლიურად 200,000 ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რეკლამის რა წილი მიემართება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამას დრო გვიჩვენებს, რადგან რეკლამის მოზიდვას, უფლების გარდა, რეიტინგი სჭირდება, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს დაბალი აქვს.

შემოსავლების მიხედვით ტოპ–10 კერძო ტელევიზია შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ ადგილზე რუსთავი 2-ია, რომელმაც 2013-2017 წლებში 194 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიურად საშუალოდ 39 მლნ ლარი. შემდეგ მოდის ტელეიმედი, წლიურად საშუალოდ 24 მლნ ლარით.

რეკლამიდან მოზიდული შემოსავლის მიხედვით შემდეგი სურათია: პირველ ადგილზე ისევ რუსთავი 2-ია, წლიურად საშუალოდ 30 მლნ ლარით, მეორეზე კი ტელეიმედი, წლიურად საშუალოდ 19 მლნ ლარით. 2017 წელს ჯამში ამ ორ ტელევიზიაზე მოდიოდა სარეკლამო შემოსავლების 78%. მათ შემდეგ ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი იბერია TV-მ მიიღო – 2.9 მლნ ლარი.

2016-2017 წლებში ფუნქციონირებადი, შემოსავლების მიხედვით ტოპ-10 ტელევიზიიდან, 2017 წელს სარეკლამო შემოსავალი ექვსს შეუმცირდა, ხოლო ორს გაეზარდა. დანარჩენმა ორმა შემოსავლის მიღება 2017 წლიდან დაიწყო. სარეკლამო შემოსავალი გაეზარდა მხოლოდ იბერია TV-ს და ტელეკომპანია პირველს, შესაბამისად 54 და 35%-ით.

საბოლოო ჯამში, ერთი რამ ცხადია: საქართველოში სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მცირეა. ეს, პირველ რიგში, ეკონომიკის სიმცირით არის განპირობებული. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს თითქმის იმდენ თანხას, რამდენიც ორი ყველაზე დიდი ტელევიზიის – რუსთავი 2-ისა და ტელეიმედის ჯამური შემოსავალია. თუმცა ამ თანხითაც კი ვერ ახერხებს, რომ რუსთავი 2-ის და ტელეიმედის რეიტინგს მიუახლოვდეს მაინც. აშკარაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე მიმართული სახელმწიფოს ფული, იმ ფულის ნაწილია, რომელიც ბიუჯეტიდან ძალიან არაეფექტიანად იხარჯება. საქართველოს რომ შედეგზე ორიენტირებული, რეალურად პროგრამულ პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქონდეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტში აღარ იარსებებდა ან მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი.

Previous Post

The revenue of the Partnership Fund has decreased

Next Post

Moody’s Assess Georgia’s Economy

მაგდა დოლიძე

Next Post
Moody’s Assess Georgia’s Economy

Moody’s Assess Georgia’s Economy

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result