Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უნდა ვისწავლოთ

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
უნდა ვისწავლოთ
0
SHARES
0
VIEWS

“ანაბანაა” ის ფაქტი, რომ ზოგადად პროცესის დასრულება არ ხდება, უფრო კონკრეტულად – მიღებული უკუკავშირი, პროცესის შემდგომი შეფასება და განვითარება, სუსტი მხარის გაუმჯობესება და ძლიერი მხარის შენარჩუნება ჩვენთან ძალიან დიდი იშვიათობაა, რაც წარუმატებლობის საფუძველია. კიდევ უფრო კონკრეტულად, გვიჭირს მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი, განხორციელებული პროექტების შეფასება და ნასწავლი “გაკვეთილების” გათვალისწინება. 

ხშირად ასე ხდება განათლების სისტემაშიც, რასაც, სამწუხაროდ, სტატისტიკაც ადასტურებს. ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხი, მათ შორის საუნივერსიტეტო, ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლეთის საშუალო განათლების მაჩვენებლებს. ამიტომაც ისმის კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არ შეიძლება, რომ ქართული განათლებაც იკავებდეს წამყვან პოზიციებს?

მიზეზი, ბუნებრივია, ბევრია და კომპლექსური, თუმცა გამოვყოფ რამდენიმეს: 

სათანადო ყურადღება არ ექცევა წინა პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რეფორმებს, ცვლილებებს. კერძოდ, არ ხდება სისტემური და სრულყოფილი ანალიზი იმისა, თუ რა იყო სწორი და რა – არასწორი, რა გაკეთდა ისეთი, რაც გააუმჯობესებდა ხარისხს და პირიქით. პრაქტიკულად არ არის ლოგიკური ბმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებს შორის, რაც დაიწყო გუშინ, გუშინწინ და ინიციირებულია დღეს ან დაგეგმილია სამომავლოდ. 

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებების სურვილი ყოველთვის იყო დაანონსებული და მეტ-ნაკლებად განხორციელებული, ეს ცვლილებები ან არ იყო თანამიმდევრული, ან არ ინერგებოდა პრაქტიკაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი იყო და არის ნაპრალი გაცხადებულ და რეალურ მიზნებს, ქმედებებს შორის.

 მეტი კონკრეტიკისთვის, მინდა, კიდევ უფრო სიღრმისეულად და დეტალურად ვისაუბრო უმაღლეს განათლებაზე. მიზნის გამოცნობა მარტივია, ამაზე ყველა თანხმდება, – ეს არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ყოველივე ეს? პასუხი მრავალფეროვანია და, შესაბამისად, კომპლექსური. მაგალითისათვის მინდა, ყურადღება გავამახვილო ფაქტორზე, რომელსაც კონკურენცია ჰქვია. ლოგიკურია, რომ უნდა გაიზარდოს კონკურენცია განათლების სერვისის მიმწოდებლებს (მაგ., უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტები, სკოლები და ა.შ.) შორის. შემდეგი კითხვა: როგორ უნდა მოხდეს კონკურენციის გაზრდა? ჩემი მოსაზრებით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არა რომელიმე კონკრეტული მიმართულებით ან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების საშუალებით, არამედ ყველა უნივერსიტეტის, სკოლის და ა.შ. საშუალებით. კონკურენტული გარემო უნდა იყოს საერთო, რომ საბოლოოდ სტუდენტმა, მოსწავლემ საკუთარ თავზე გამოსცადოს ხარისხიანი განათლების სარგებელი.

განვიხილოთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. თუ პროგრამული დაფინანსება (სახელმწიფოს მიერ შერჩეული პროგრამები, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში) ერთ აბიტურიენტზე წელიწადში შეადგენს 2,250 ლარს და ბენეფიციართა რაოდენობა არის დაახლოებით 10 ათასი აბიტურიენტი, სქემა შესაძლებელია გადაკეთდეს შემდეგნაირად, რაც ლოგიკურია, რომ გაზრდის კონკურენციას და შეთავაზებული განათლების ხარისხს: შემცირდეს ბენეფიციართა რაოდენობა და გაიზარდოს ერთი აბიტურიენტისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა. ასევე აუცილებელია, დაფინანსება შეთავაზებული იყოს თავისუფალი არჩევანის რეჟიმში და არა კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კატეგორიის მიხედვით. დაფინანსების “მფლობელი” სტუდენტი თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუ სად მიიღოს მისთვის სასურველი განათლება. 

დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ამაღლდეს პროფესიული განათლების კუთხით ცნობადობა და ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს, არჩევანი შეაჩერონ სხვადასხვა პროფესიული უნარის განვითარებაზე, გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი და ა.შ.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა კონკურენციის საკითხს. 

კონკურენცია არის განათლების ხარისხის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – კონკურენცია ფართო გაგებით. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რა არის ძირითადი განსხვავება წამყვანი ქვეყნების განათლების ხარისხსა და ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხს შორის? ეს არის მიდგომა, დამოკიდებულება, რომელიც არის გახსნილი, იღებს ცვლილებებს, არასტანდარტულ მიდგომებს, თავისუფლებას, ექსპერიმენტს, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი განათლების სისტემა დღეს უფრო ჩაკეტილობასა და დოგმატურ მიდგომებზეა ორიენტირებული, ვიდრე თავისუფლებაზე, გახსნილობასა და ინოვაციურობაზე. სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენი განათლების სისტემაც ზემოაღნიშნულ გზას დაადგეს, თუმცა ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ რეგულაციები არ არსებობდეს, უნდა არსებობდეს – გონიერი, ჯანსაღი ფორმითა და დოზით. 

საერთო სისტემურ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, კვლავ აქტუალური რჩება ქვეყანაში რეგულაციები და განათლების მენეჯმენტის არასათანადო დონე, რომლის პრობლემაც აშკარაა.

დაბოლოს, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არ არის საკმარისი ცალკე აღებული შესანიშნავი მიზანი, ან ვადები, პასუხისმგებელი რგოლი, პიროვნება და გამოყოფილი რესურსები… 

“ანაბანაა” ის ფაქტი, რომ პასუხი უნდა გვქონდეს მინიმუმ შემდეგ კითხვებზე:

რა?

როდის?

ვინ?

რამდენი?

როგორ შევაფასოთ?

და ა.შ

Previous Post

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა

Next Post

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები – TOP 20

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს უმსხვილესი კომპანიები – TOP 20

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - TOP 20

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result