Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დასავლეთის პასიური რეაგირების 6 უნებლიე შედეგი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
დასავლეთის პასიური რეაგირების 6 უნებლიე შედეგი
0
SHARES
0
VIEWS

მოსკოვმა ჯარები შენიღბულად შეიყვანა ყირიმში, უკრაინაში. ამით შელახა მისი ტერიტორიული მთლიანობა და ის ვალდებულებები დაარღვია, რომლებიც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ელცინმა, აიღო ბუდაპეშტში. მოულოდნელი მოვლენებით დაბნეული ამერიკის შეერთებული შტატები, ევროგაერთიანება და მისი მოკავშირენი, რუსეთის ქმედებებს გმობენ, ამასთანავე ინტენსიურად ფიქრობენ, როგორ მოახდინონ სათანადო რეაგირება. ექსპერტები და პოლიტიკოსები მიზეზებს იკვლევენ, მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს მათი პასუხი მოვლენაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა “ყველაზე დიდი კრიზისი უწოდა” და რომლის პირისპირ, 21-ე საუკუნეში, ევროპა აღმოჩნდა, თუმცა ბევრს არ საუბრობენ იმ შედეგების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დასავლეთის პასიურობას მოჰყვეს. ეს შედეგები, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს გასცდება და მსოფლიოში ამჟამად არსებულ წესრიგზე ზეგავლენას მოახდენს.

უკრაინის კრიზისის შედეგად საფრთხე ემუქრება: საერთაშორისო შეთანხმებების მიმართ არსებულ ნდობის ფაქტორს; აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაცემულ უშიშროების გარანტიებს; ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებას, დაეხმარონ გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც დასავლური ღირებულებებისკენ ამჟღავნებენ სწრაფვას, დემოკრატიის განმტკიცებაში; დასავლეთის ქვეყნების უნარსა და მზაობას, შეაჩერონ და ხელი შეუშალონ არასაიმედო რეჟიმებს იმ ქმედებების განხორციელებაში, რომელთაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. საერთაშორისო შეთანხმებები სულ უფრო კარგავს თავის მნიშვნელობას

1994 წელს რუსეთმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის მიერ მნიშვნელოვან ბირთვულ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მათ “პატივი უნდა ეცათ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრებისთვის, თავი შეეკავებინათ ყოველგვარი მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”. უკრაინის კუთვნილ ტერიტორიაზე, ყირიმში, ჯარების შეყვანით რუსეთი აშკარად არღვევს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს და ასევე, პრეზიდენტ ელცინის მიერ, ბუდაპეშტში ხელმოწერილ მემორანდუმს უშიშროების გარანტიების შესახებ.

თუ აშშ და ევროკავშირი ქმედით პასუხს არ გასცემენ საერთაშორისო ვალდებულებების ასე აშკარა უგულებელყოფას, ამან შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს მსოფლიოში დღესდღეობით არსებულ მსოფლიო წესრიგსა და უშიშროებას, რომელიც, ნაწილობრივ, ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებსა და პაქტებს ემყარება. თუ დასავლეთი უპასუხოდ დატოვებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, ეს მცდარ აზრს შეუქმნის მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, რომ ისინი, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაუსჯელნი დარჩებიან. საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ ნდობის დაკარგვა კი დიდი საშიშროების წინაშე დააყენებს მსოფლიოს.

2. უფრო მეტი ქვეყანა ჩათვლის ბირთვულ იარაღს საკუთარი უშიშროების გარანტიად.

თუ აშშ და ევროკავშირი ვერ მოახერხებენ სათანადო რეაგირების მოხდენას რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე და მასთან დაკავშირებით მხოლოდ აღშფოთების გამოხატვითა და მისი ქმედებების დაგმობით შემოიფარგლებიან, ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთის ძალისხმევას ბირთვული იარაღის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ. თავის დროზე, უკრაინის მიერ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე უარის თქმა იმ მოლოდინს ეფუძნებოდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დაეხმარებოდნენ მას საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ამ დრომდე დასავლეთის უუნარობა, საკადრისი პასუხი გასცეს ბ-ნი პუტინის სამხედრო ავანტიურას ყირიმში, უფლებას გვიტოვებს უსიამოვნო დასკვნა გავაკეთოთ: უარი არ უნდა თქვა ბირთვულ იარაღზე, თუ გსურს შეინარჩუნო უსაფრთხოება. დასავლეთის მიერ ირანისა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის გაგზავნილი მესიჯი სიმართლეს არ შეესაბამება.

3. ნატო და რუსეთი – კონფლიქტის მთავარი მონაწილეები

რუსეთის ხელმძღვანელობამ საშიში ჩვევა გამოიმუშავა ეთნიკური რუსებისა და რუსი მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში. პირველად რუსეთმა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, “შეაბიჯა” რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით, რასაც წინ უძღოდა, წლების მანძილზე, რუსების ამ ტერიტორიებზე დასახლების აგრესიული პოლიტიკა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგება. ეს, საბოლოოდ, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპირებით დასრულდა. ყირიმში პუტინს პასპორტების დარიგებაც კი არ უცდია. ამ ნახევარკუნძულის მოსახლეობის 60% ხომ ისედაც ეთნიკური რუსია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სარწმუნო ცნობები არ არსებულა რაიმე საფრთხის შესახებ, რომელიც ეთნიკურად რუს მოსახლეობას ემუქრებოდა, პუტინის თქმით, ისინი დაცვას საჭიროებდნენ. ამიტომ რუსეთის ჯარები, საკუთარი მოქალაქეების “დაცვის” მიზნით, ამჟამად ყირიმში იმყოფებიან და მათ თავიანთი მეზობელი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორია უკავიათ.

თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ვერ შეძლებენ უკრაინაში წერტილი დაუსვან მოსკოვის აღნიშნულ ტრადიციას, მაშინ ახალი მსხვერპლი ბევრი სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყანა შეიძლება გახდეს. უამრავი რუსი ცხოვრობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც შეიძლება “დაცვა” დასჭირდეთ მისი მხრიდან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსები ცხოვრობენ ლატვიასა და ყაზახეთში. პუტინმა მრავალჯერ გამოხატა უკმაყოფილება იმით, თუ როგორ ეპყრობიან ეთნიკურ რუსებს ლატვიაში. თუ ის განიზრახავს დაიცვას ისინი ლატვიაში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ამან შესაძლოა ბევრად უფრო მძაფრი კრიზისი გამოიწვიოს, ვიდრე ყირიმის კრიზისია.

4. არასანდო რეჟიმები ნაკლებად თავშეკავებულები იქნებიან

როდესაც რუსეთი მისი მეზობელი პატარა ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა 2008 წელს, დასავლეთმა სასტიკად დაგმო მისი ქმედება, მაგრამ თავი შეიკავა რუსეთის იზოლაციისგან და არც ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამს იმისათვის, რომ სათანადო პოლიტიკური საზღაური მიეზღო მისთვის. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით დასავლეთის უმოქმედობამ, ბ-ნ პუტინს გამბედაობა შესძინა, რომ “მე-19 საუკუნის მეთოდებით ემოქმედა და კიდევ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეეყვანა ჯარები სრულიად უსაფუძვლო მიზეზით”, – როგორც ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. თუ დასავლეთის ქმედებები რუსეთის მიმართ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო, შეშფოთების გამოხატვასა და დაგმობაზე უფრო შორს არ წავა, ამან შეიძლება წააქეზოს სხვა არასანდო რეჟიმები და აგრესიული ქვეყნები მთელ მსოფლიოში იმისკენ, რომ ძალის გამოყენებით შეეცადონ მათ მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რამდენიმე წელიწადში, ალბათ, გასაკვირი აღარ იქნება ასეთი სათაური: “ჩინეთის ფლოტმა დიაოუს კუნძულებს ალყა შემოარტყა; იაპონია, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ჰაერში რეაქტიულ თვითმფრინავებს უშვებს”.

5. ამერიკის სიტყვას სერიოზულად აღარავინ მიიღებს

ამერიკის სიტყვა, რომელსაც ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება უმაგრებს ზურგს, ყოველთვის ვაშინგტონის მნიშვნელოვანი აქტივი იყო საერთაშორისო ურთიერთობებში. პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებს მხოლოდ მაშინ აქვთ წონა, როდესაც მათი სიტყვის უკან აშშ დგას. მას შემდეგ, რაც ობამამ არ შეასრულა თავისი სიტყვა და არ ჩაერია სირიაში მიმდინარე მოვლენებში იმ დროს, როცა იქ “წითელი ხაზი” გადაიკვეთა, “ამერიკულმა სიტყვამ” ფასი დაკარგა (ყოველ შემთხვევაში, რუსეთისა და მისი მსგავსების თვალში). თუ აშშ ვერ მოახერხებს არსებითად და ეფექტიანად რეაგირებას რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, ვაშინგტონი მნიშვნელოვნად დაკარგავს ნდობას, ხოლო ამერიკული სიტყვის მიმართ ნდობის დაკარგვა აშშ-ს იმ რისკის წინაშე დააყენებს, რომ ირანმა, ჩინეთმა, ან ვენესუელამ შესაძლოა მომავალში მისი იგნორირება მოახდინონ.

6. ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, უფრო დემოკრატიულები გახდნენ, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოებას

დიახ, სწორად წაიკითხეთ. დემოკრატიის მშენებლობა და სახელმწიფოს მოდერნიზაციის მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიძლება ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ყოველ შემთხვევაში, რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრით და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ასეთ მესიჯს უგზავნის. ორივე ქვეყანამ, საქართველომაც და უკრაინამაც, გამოხატა მოდერნიზაციისა და დემოკრატიის მშენებლობის სურვილი, რაც ნიშნავს პოსტსაბჭოთა ბანაკის დატოვებას, რომლის სათავეში რუსეთი დგას. რუსეთი ვერ შეურიგდებოდა ამ ფაქტს, ამიტომ მან ხელყო როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მთლიანობა.

თუ რუსეთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საფასურს არ გადაიხდის უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული სამხედრო ავანტიურისთვის, მაშინ მოლდავეთის, ბელორუსიისა და სომხეთის მსგავსი ქვეყნები, ალბათ, მოტივაციას დაკარგავენ დემოკრატიის მშენებლობისა და მოდერნიზების განსახორციელებლად.  ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი რაციონალური არჩევანი იქნებოდა ისევ ეკონომიკურად ჩამორჩენილ პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში დარჩენა. ვინ იცის, იქნებ საბჭოთა კავშირის აღდგენა არც ისე უტოპიური პერსპექტივა იყოს.

 

ვასილ ჯაიანი გახლავთ კოლუმბიის შტატის ფედერალური ოლქის სამთავრობო მართვის ანალიტიკოსი.

Previous Post

ხელოვნება ციფრებით

Next Post

გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში ობამა ცუდ შედეგებს აჩვენებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში ობამა ცუდ შედეგებს აჩვენებს

გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში ობამა ცუდ შედეგებს აჩვენებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

Recent News

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result