Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Golden Fleece Token – პირველი ქართული კრიპტოვალუტა!

by Forbes.ge
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
Golden Fleece Token – პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
0
SHARES
0
VIEWS

ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც ნათლად ასახავდა ქვეყნის განვითარების ისტორიას. თუმცა რა ისტორიას გადმოსცემს პირველი ქართული დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა და რამდენად რეალისტურია საქართველოში ამ ტიპის ინვესტიციის წარმატება, ამაზე დეტალურად Forbes Georgia პირველი ქართული ვირტუალური ვალუტის შემქმნელს, ვახტანგ გოგოხიას ესაუბრა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართული კრიპტოვალუტების შექმნა?

კრიპტოვალუტის შექმნის იდეა სამი თვის წინ, მაისში გაჩნდა. რამდენიმე ჩემი მეგობარი დაინტერესებული იყო “მაინინგით”, სახლში ჰქონდათ პატარა დანადგარები, ზოგს ცალკე ფართი ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი. მათთვის ეს დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ჩვენც დავინტერესდით ამ სფეროთი და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ერთიანი მასშტაბური პროექტისთვის მოგვეკიდა ხელი. ჩვენი მიზანი პირველი ქართული კრიპტოვალუტის შექმნა იყო და სწორედ ასე დაიბადა იდეა “ოქროს საწმისის” შესახებ.

“ოქროს საწმისი” – რატომ ეს სახელწოდება?

სახელზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით. რადგან გათვლა საერთაშორისო მასშტაბზე გვქონდა, გვინდოდა სახელს, ერთი მხრივ, კავშირი ჰქონოდა ვალუტასთან, ფულთან და ამიტომაც ავირჩიეთ ეს “ოქროს” ნაწილი, მეორე მხრივ, ისეთი სიტყვა ან წინადადება უნდა აგვერჩია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა საქართველოსთან და უცხოელებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნებოდა. იდეის განხორციელება იქ გადავწყვიტეთ, სადაც ელექტროენერგიის წარმოების დიდი ნაწილია განთავსებული. დატაცენტრის აშენება დასავლეთ საქართველოში გვინდოდა და სახელის იდეაც აქედან წამოვიდა – “ოქროს საწმისი”, Golden Fleece Token.

ტექნიკურად როგორ იქმნება ქართული კრიპტოვალუტა  და როგორ უნდა გამოიყენოს იგი მომხმარებელმა?

ჩვენი ბიზნესმოდელი მარტივ პრინციპზეა აგებული: ვაშენებთ სასერვეროებს, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, ესენია: ეთერიუმი, ბიტკოინი, დაში, მონერო, ზიკეში. ხოლო იმისთვის, რომ დატაცენტრის ასაშენებელი სახსრები მოვიზიდოთ, გამოვუშვით ჩვენი საკუთარი კრიპტოვალუტა “ოქროს საწმისი”. Golden Fleece Token-ი განთავსებულია საერთაშორისო ფირმა Waves-ის პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა კომპანიას Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებისა და ახალი კრიპტოვალუტის შექმნის  საშუალებას აძლევს. ასეთი გახლავთ ორი ძირითადი ფირმა: “ეთერიუმი” და Waves-ი. Waves-ი იმის გამო ავირჩიეთ, რომ მომხმარებლისთვის შედარებით მარტივია, მას აქვს ინტეგრირებული გაცვლითი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ, დოლარი ან ევრო ჩარიცხოთ და ჩვენი კრიპტოვალუტა ან ბიტკოინი იყიდოთ. Waves პლატფორმას აქვს ვებსაიტი, www.waveswallet.io, ასევე აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს და ამით მარტივად ისარგებლოს. Waves-ზე ჯერჯერობით ხუთი ძირითადი ვალუტაა განთავსებული: დოლარი, ევრო, ბიტკოინი, ეთერიუმი და თვითონ Waves-ის ვალუტა. ამ ხუთი ვალუტის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენ მიერ გამოშვებული ქართული კრიპტოვალუტის ყიდვას შეძლებთ. რადგან ინვესტორების დიდი ნაწილი “ეთერიუმის” პლატფორმას იყენებს, გადავწყვიტეთ, 50 მილიონი Golden Fleece Waves-ის პლატფორმაზე გავყიდოთ, ხოლო 20 მილიონი – “ეთერიუმის”  პლატფორმაზე. დანარჩენ 30 მილიონს შევინახავთ და მომდევნო წელს გამოვიტანთ გასაყიდად.

ჩვენ ის კი არ გვსურს, რომ “ოქროს საწმისი” ეროვნული სულისკვეთების გამო შეიძინოს მომხმარებელმა, არამედ თვითონ მომხმარებელი იყოს გათვითცნობიერებული და იცოდეს, თუ რაში აბანდებს ფულს, რა ბიზნესმოდელი აქვს კომპანიას და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ პოტენციურ ინვესტორებს. ნებისმიერი მომხმარებელი პოტენციური ინვესტორია, არა აქვს მნიშვნელობა, 10 დოლარს ჩადებს თუ 10 მილიონ დოლარს, ყოველი მყიდველი კომპანიის თანამოწილე გახდება.

უკვე არის თუ არა ეს ვალუტა გაშვებული და რამდენი მომხმარებელი ჰყავს?  

რაოდენობრივად ბევრი მომხმარებელი არ გვყავს. 15 აგვისტოს ვიწყებთ ძირითადი გაყიდვის ეტაპს. ჩვენ ახლა ვიზიდავთ ინვესტორებს. ვალუტის მყიდველს ვუყურებთ, როგორც ინვესტორს. ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი ინვესტორი Monkey Capital-ი გახლავთ. მასთან უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები, შეთანხმება შედგა და გაყიდვის ყოველ ეტაპზე Monkey Capital-ი 25%-იან წილს შეიძენს. ყიდვას ბიტკოინით განახორციელებს და გადმორიცხვა ტრანშების სახით ორ კვირაში ერთხელ მოხდება.  

რაც  შეეხება “ოქროს საწმისის” ფასს, 15 აგვისტოდან ერთი Golden Fleece-ის ღირებულება 80 ცენტი იქნება, ხოლო 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე  – ფიქსირებული 90 ცენტი. შემდგომში ფასების ეტაპობრივი ზრდა მოხდება. ჩვენი პროგნოზით, სექტემბრის ბოლოდან კრიპტოვალუტის ღირებულება შეადგენს ერთ დოლარს და სამომავლოდ თვეში Golden Fleece-ის ფასი 2-5%-ით გაიზრდება. ასევე დივიდენდების გაცემის მაგივრად ვაპირებთ საკუთარი ვალუტის გამოსყიდვას, შესაბამისად, კრიპტოვალუტის რაოდენობა მიმოქცევაში შემცირდება, ფასი კი გაიზრდება. ფასების ზრდაზე იმოქმედებს სხვა კრიპტოვალუტების ფასების ცვლილებაც.

რა იყო პირველადი დანახარჯი Golden fleece token-ის შექმნისას და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი?

ტექნიკურად ვალუტის შექმნისათვის დიდი თანხები არ არის საჭირო, თუმცა ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ სასერვეროს მოწყობაში, ასევე დატაცენტრის აშენებაში, შევიძინეთ უძრავი ქონებაც, სადაც საბოლოო დატაცენტრი უნდა განთავსდეს. ამ დროისთვის 200 ათასი დოლარი გვაქვს დახარჯული. ნაწილობრივ პირადი თანხები ჩავდეთ, ნაწილობრივ – სესხი. თუმცა Pre-ICO ეტაპზე ერთი მაგდენი შემოსავალი უკვე მივიღეთ, რომლის გამოყენებასაც მარკეტინგული და ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ვაპირებთ, რადგან ყველაზე მთავარი ამ ბიზნესში მაინც მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა.

კრიპტოვალუტებს ფასის მუდმივი ვოლატილობა ახასიათებს. მთავარი თემა არის მაინც ის არგუმენტი, რომ კრიპტოვალუტები არ არის არაფრით გამყარებული, გარდა მათზე მოთხოვნისა, რომელიც მუდმივი არ არის. რას დაუპირისპირებდით ამ არგუმენტს?

ჩვენი ბიზნესმოდელი განსხვავებულია და “ოქროს საწმისიც” განსხვავდება სხვა კრიპტოვალუტებისგან. ჩვენ დატაცენტრებს ავაშენებთ და, შესაბამისად, ეს იქნება უძრავი ქონება, ის მატერიალური ღირებულება, რომლითაც ჩვენი ვალუტა იქნება გამყარებული.ზოგადად ეს ისეთი ტექნოლოგიაა, რომელსაც მომავალი აქვს და ის აუცილებლად იქნება ფართო მასშტაბით გამოყენებული. ყოველდღიურად ახალ-ახალი ქვეყნები და ინვესტორები ინტერესდებიან და ერთვებიან ამ სფეროში, მთავარ ტექნიკურ უპირატესობას კი სიმარტივე და ტრანზაქციების სიჩქარე წარმოადგენს.

რა პრობლემების წინაშე დგას ეს სფერო და რა არის საჭირო მის გასავითარებლად?

საქართველოს ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ ზოგადად ამ სფეროს შემაფერხებელი ფაქტორი კანონმდებლობის არარსებობა გახლავთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს არის მიმდინარე პროცესი. ასევე პრობლემაა ნდობის მოპოვებაც. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პირველი დატაცენტრი, რომელიც ფოთის ინდუსტრიულ ზონაში აშენდება და უკვე  2018 წლის თებერვალში დასრულდება, “წარმატების მაგალითად” იქცეს. ამის შემდეგ ბევრი სხვა პროექტი გვაქვს მიზნად დასახული, რომელთაც აუცილებლად დავიწყებთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან. ასევე განვიხილავთ რამდენიმე ჰესთან დატაცენტრის აშენების ვარიანტსაც. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება Emoney-სთან ექსკლუზიურ ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე გვაქვს საპარტნიორო ურთიერთობა ქართველების მიერ შექმნილ კიდევ ერთ პროექტთან, რომელსაც ქვია “უშბა” – www.ushba.io.  მათ ექნებათ სავაჭრო პლატფორმა, სადაც ჩვენი კრიპტოვალუტაც იქნება განთავსებული. სექტემბერში არის დაგეგმილი “ბლოკჩეინ ჯორჯიას” ფორუმი, სადაც სწორედ კომპანია “უშბასთან” ერთად გამოვალთ პრეზენტაციით. მიმდინარეობს მოლაპარაკება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია Easymine-თან, წამყვანი დატაცენტრის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და პარტნიორობასთან დაკავშირებით. ამჟამად  ვგეგმავთ სასერვეროების მინიმალურ ფასებში ჩამოტანას და, გარდა ჩვენი დატაცენტრების მშენებლობისა, რეგიონში  სასერვერო აპარატურის დისტრიბუციას, რაც ხარჯების შემცირებაში დაგვეხმარება. საქართველო პატარა ქვეყანაა და ინფორმაციის გავრცელება უფრო ადვილია, რაც ნდობის ფაქტორს ზრდის. ჩვენი სურვილია, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ “მაინინგ” კომპანიად ვიქცეთ. ეს არის ჩვენი 2018 წლის გეგმა.

Previous Post

ქვევრის უპირატესობა

Next Post

Georgia’s Position in International Property Rights Indexes

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Georgia’s Position in International Property Rights Indexes

Georgia’s Position in International Property Rights Indexes

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result