Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

არომატმა რა ჰქმნა

by Forbes.ge
February 28, 2021
in ანტრეპრენიორები
0
არომატმა რა ჰქმნა
0
SHARES
0
VIEWS

ამბობენ, ისტორიის დაყოფა ასეც შეიძლება – ყავამდე და ყავის შემდეგ. საქართველოში ყავის დაგემოვნების ისტორია 2015 წელს შეიცვალა – BB Company-ის ყავა “მონდოთი”.

“სრულყოფილი გემო”, – ამბობს სანდრო ბერიძე, “სრულყოფილი გემოს” ერთ-ერთი შემოქმედი. “გადავწყვიტეთ, ტრადიციული ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო შეგვექმნა და მისი მომზადებისა და მოხმარების განსხვავებული კულტურა დაგვემკვიდრებინა”, – ამატებს ის და მექანიკურად ფურცლავს მაგიდაზე მოფენილ ჟურნალებს, რომლებიც ყავის ისტორიას მოგვითხრობენ, თან საკუთარ გამოცდილებასაც მიზიარებს.

“თუკი აღმოსავლეთის ქვეყნებში ყავის სმა ხანგრძლივი პროცესია, იტალიის ეროვნულ სიმბოლოდ ქცეულ ესპრესოს არაფერი აქვს საერთო აზიურ სიდინჯესთან – განაგრძობს ენთუზიაზმით – ნამდვილი იტალიელები მას თითქმის ყოველთვის ბარის დახლთან ჩამომდგარნი, ერთი მოყუდებით სვამენ”. იგი რამდენიმე წელი იტალიაში ცხოვრობდა. სახლთან პატარა კაფე იყო, სადაც ყოველ დილით ესპრესოს მიირთმევდა და ყავის მირთმევის იქაურ კულტურაზე პირველად სწორედ მაშინ გაამახვილა ყურადღება.

იტალიური ყავით შეპყრობილმა, მოისურვა, საკუთარი ქვეყნისთვის უკეთ გაეცნო ყავის ევროპული კულტურა და თბილისში დაბრუნებამდე ესპრესოს დასამზადებელი “ფოლადის მონსტრი” შეიძინა. რატომ მაინცა და მაინც ესპრესოსი? “ეს სახეობა საქმიანი და პროგრესული ადამიანებისთვისაა”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

BB Company 17 წელია, რაც ყავის იმპორტით საქართველოს გამოფხიზლებაზე ზრუნავს და იტალიური ყავა illy-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიამ 5 წლის წინ დაიწყო მწვანე მარცვლის გაყიდვა, რის შემდეგაც უკვე ქართული ყავის, “მონდოს” წარმოებას მიჰყო ხელი.

კომპანიამ საქმე $5-მილიონიანი ინვესტიციით დაიწყო, საიდანაც $1 მილიონი “აწარმოე საქართველოს” პროექტით დაფინანსდა. პროცესების დანერგვაში გარკვეული გრანტების გადაცემით სერიოზული წვლილი “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც” შეიტანა. კომპანიამ ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, დაასაქმა 15 თანამშრომელი, გააფართოვა ბიზნესი და ყავის ნულოვანი ეტაპიდან გადამუშავება დაიწყო. მისია მარტივი, მაგრამ რთულად შესასრულებელია – აღმოჩენა, ჩამოტანა, ადგილზე დამუშავება და საუკეთესო ხარისხის ყავის მომზადება.

“მე როდესაც ჩამოვედი, მხოლოდ ყავის მოსახალი დანადგარი გვქონდა. ჩვენს საწარმოში არ არსებობდა ყავის ასორტიმენტი და გვქონდა მხოლოდ ყავის ის სახეობა, რომელიც მომხმარებლისთვის ყველაზე ცნობილი იყო”, – ერთვება საუბარში იან შუითმახერი, ყავის დამოუკიდებელი კონსულტანტი და ყავის ასოციაციის ავტორიზებული ტრენერი, რომელიც ალქიმიკოსივით ურევს ყავის სხვადასხვა მარცვლებს, რათა განსხვავებული მახასიათებლებისა და საოცარი არომატის მქონე ყავის უნიკალური ნაზავი მიიღოს.

“ერთი წლის თავზე საწყობი სხვადასხვა ჯიშის ყავით აივსო”, – ამაყად ამბობს შუითმახერი და თან ყავის მარცვლებს სათითაოდ გულდასმით აკვირდება.

იან შუითმახერს ყავასთან ურთიერთობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში ორ თვეში ერთხელ სტუმრობს და ყავა “მონდოს” რეცეპტს ქმნის. ამ საქმეში მარტო არ არის. “მონდოში” ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგები ძველ ტრადიციებს ახალ ტექნოლოგიებს უსადაგებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყავა იტალიური ტექნოლოგიით მზადდება და ამავე ქვეყნის აღჭურვილობის საწარმოა, სახელიც სწორედ აქედან მოდის. “მონდო”, რაც იტალიურად (და ასევე ესპერანტოზე!) სამყაროს ნიშნავს.

ესპერანტოს შემქმნელები ოცნებობდნენ, რომ მათი მოგონილი ენა სამყაროს მოსდებოდა და მთელ “მონდოში” უნივერსალური სამეტყველო ენა ყოფილიყო. რაც ვერ მოახერხა ესპერანტომ, მოახერხა ყავამ – ამაში კი მთავარი დამსახურება იტალიას მიუძღვის.

აპენინის ნახევარკუნძულზე ყავის მირთმევის დიდ ტრადიციას მეთვრამეტე საუკუნეში დაარსებული ევროპის უძველესი კაფეების ისტორიაც მოწმობს. კონტინენტის დასავლეთ ნაწილში ყავა პირველად ვენეციელებმა შეიტანეს. ადუღებული წყლის მაღალი წნევისა და ფილტრებში მოქცეული ყავის დოზირების შერჩევით, პირველად მიიღეს იტალიურ კლასიკად ცნობილი ესპრესო, რომლის საფუძველზეც მზადდება ყავის ისეთი სახეობები, როგორიცაა მაკიატო, ლუნგო, რისტრეტო, მოკა, ფრედო, კორეტო, კაპუჩინო, კაფე ლატე, ამერიკანო და ა.შ.

ნამდვილი იტალიელი ბარისტა ყავას მხოლოდ საუკეთესო მარცვლებისგან ამზადებს. “მონდოში” ეს ყველაზე კარგად იციან და გადაწყვიტეს, რეცეპტებისა და არომატის მიღებისთვის ორი უმსხვილესი იტალიური ლაბორატორია ჩაერთოთ. რეცეპტების ძირითადი ბაზა კოლუმბიიდან, ბრაზილიიდან და ეთიოპიიდან ჩამოაქვთ. “მონდოში” ყავა ადგილზე მუშავდება და იტალიური ტექნოლოგიით მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი იქმნება.

“უპირატესობა, ყველა დანარჩენთან ერთად, ის გახლავთ, რომ “მონდო” ქართულ ბაზარზე ნაკლები ეღირება, პრემიალურ ,იმპორტირებულ ყავებთან შედარებით და არც ხარისხით ჩამოუვარდება მათ”, – ამბობს დამფუძნებელი. კონკურენტული უპირატესობაა ისიც, რომ მომხმარებელს, ფასის გარდა, არომატებში ლავირების საშუალება აქვს, რადგან კომპანია დღეს 12 სხვადასხვა გემოს ყავას აწარმოებს და, საერთაშორისო ექსპერტული ჯგუფის დახმარებით, ასორტიმენტის განახლებას კვლავაც აპირებს.

ადგილობრივი ბაზარი საკმარისი არ არის. ქართულ სცენაზე გაცოცხლებულ ევროპულ ტრადიციას იქაური მომხმარებელიც ესაჭიროება: “მნიშვნელოვანია, ვიყოთ სტაბილურები და ადვილად შევძლებთ ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრებასაც. ამიტომაც შევქმენით ლაბორატორია, რომ მუდმივად ვაგემოვნოთ ის, რასაც ვამუშავებთ და შევინარჩუნოთ სტაბილურობა”, – ამბობს კოფეინის ახალი ნაზავის დაყნოსვით გამოფხიზლებული იან შუითმახერი.

ქართული ყავის გეგმები სამხრეთულად ამბიციურია: კომპანია რამდენიმე გამოფენაში იღებს მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით.

“ჩვენი უმთავრესი ინტერესი ექსპორტია, სწორედ ამიტომ დავიწყეთ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, რათა აღმოვაჩინოთ პოტენციური პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ყავას სხვადასხვა ქვეყანას გააცნობენ, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, – ასე რომ, ქართული წარმოების ყავას მსოფლიო ბაზარზეც აუცილებლად ვიხილავთ”. 

Previous Post

В Тбилиси открылся региональный офис Японского агентства международного сотрудничества

Next Post

ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result