Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე კულტურა

მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვები

by იზა გვარამაძე
October 20, 2025
in კულტურა, ყველა სიახლე
0
მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

19 ოქტომბრის დილას, პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასი სამკაულები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორისაა დედოფალთა დიადემები, ყელსაბამები, საყურეები და გულსაბნევები. წყაროების ცნობით, ქურდები შემთხვევის ადგილზე მუზეუმის გახსნიდან დაახლოებით ოცდაათი წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 9:30-9:40 საათზე მივიდნენ. მათივე ინფომაციით, მძარცველები სკუტერებით იყვნენ და ძარცვის დროს ამწე და ხელის პატარა ხერხები გამოიყენეს.

მედიასააგენტო Reuters-მა ლუვრის ბოლო გაძარცვამდე მომხდარი მასშტაბური და გახმაურებული ქურდობები გაიხსენა, რომელთა დროსაც ქურდებმა მუზეუმებიდან ძვირფასი ნივთები მოიპარეს:

2023 წლის აგვისტო, ლონდონი – ბრიტანეთის მუზეუმის განცხადებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 2000 არტეფაქტი, მათ შორის ოქროს სამკაულები და ძვირფასი ქვები მოიპარეს, რასაც მუზეუმი „შიდა საქმეს“ უწოდებს.

2020 წლის აგვისტო, უტრეხტის მახლობლად – კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის დროს ნიდერლანდების ქალაქის მახლობლად მდებარე Hofje van Mevrouw Van Aerden-ის მუზეუმიდან ფრანს ჰალსის Two Laughing Boys მოიპარეს. 1626 წლის ნამუშევარი, რომელიც ერთ-ერთი ექსპერტის მიერ 15 მილიონ ევროდ ფასდებოდა, მანამდე ორჯერ იყო მოპარული.

2020 წლის მარტი, ამსტერდამი – COVID-19-ის პანდემიის დროს, ღამით ვან გოგის ნახატი Spring Garden მოიპარეს Singer Laren Museum-დან, სადაც ის კომერციული შეთანხმებით დროებით იყო გამოფენილი.

2019 წლის ნოემბერი, დრეზდენი – აღმოსავლეთ გერმანიის საქსონიის მხარეში, Gruenes Gewoelbe-ის მუზეუმში ქურდებმა 4300-ზე მეტი ბრილიანტი მოიპარეს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 113 მილიონ ევროს აჭარბებს. ძვირფასი ქვების უმეტესობა ამოღებულია.

2015 წლის მაისი, მადრიდი – მადრიდის ერთ-ერთი სახლიდან ფრენსის ბეკონის ხუთი ნახატი მოიპარეს, რომელთა ღირებულება 25 მილიონ დოლარს შეადგენდა. ორი წლის შემდეგ სამი ნამუშევარი იპოვეს.

2012 წლის ოქტომბერი, როტერდამი – ქურდებმა როტერდამის Kunsthal-ის მუზეუმიდან პიკასოს, მატისის, მონესა და სხვათა შვიდი ნამუშევარი მოიპარეს, რომელთა ღირებულება ათობით მილიონი ევროა. 2013 წელს ქურდობაში დამნაშავედ რუმინელი მამაკაცი და მისი რამდენიმე თანამზრახველი ცნეს.

2010 წლის მაისი, პარიზი – პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან 120 მილიონი ევროს ღირებულების ხუთი ნახატი მოიპარეს. მოპარულ ნამუშევრებს შორის იყო პიკასოს Dove with Green Peas და ანრი მატისის Pastorale.

2008 წლის თებერვალი, ციურიხი – პოლ სეზანის, ედგარ დეგას, ვან გოგის და კლოდ მონეს ოთხი ფერწერული ტილო, რომელთა ღირებულება 164 მილიონი დოლარი იყო, ციურიხში, ბიურლეს კოლექციიდან მოიპარეს. მონე და ვან გოგი მალევე იპოვეს, ხოლო სეზანის ნახატს 2012 წელს სერბეთში მიაკვლიეს.

2004 წლის დეკემბერი, სან-პაულუ – ბრაზილიაში ქურდებმა სან-პაულუს ხელოვნების მუზეუმიდან პიკასოს მიერ 1904 წელს შესრულებული სუზან ბლოხის პორტრეტი მოიპარეს, რომლის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, მათ მუზეუმიდან წაიღეს ადგილობრივი მხატვრის კანდიდო პორტინარის 1939 წლის ნამუშევარი The Coffee Worker, რომლის ღირებულება დაახლოებით 5,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ორივე ნახატს მომდევნო თვეში მიაკვლიეს.

2004 წლის აგვისტო, ოსლო – შეიარაღებულმა მძარცველებმა ოსლოში, მუნკის მუზეუმიდან ედვარდ მუნკის The Scream მოიპარეს. ეს 10 წლის განმავლობაში მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ნახატის ვერსია მოიპარეს. ქურდებმა ასევე წაიღეს მუნკის Madonna. 1893 წლის ნამუშევრები 2006 წლის აგვისტოში ამოიღეს.

2003 წლის აგვისტო, დრამლანრიგის ციხე, შოტლანდია – ქურდებმა ლეონარდო და ვინჩის Madonna of the Yarnwinder მოიპარეს. მე-16 საუკუნის დასაწყისში შესრულებული ნამუშევარი დაახლოებით 53 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ოთხი წლის შემდეგ ის შოტლანდიაშივე იპოვეს.

2002 წლის დეკემბერი, ამსტერდამი – ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში, ქურდებმა ვან გოგის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული ორი ტილო მოიპარეს, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 56 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. ორივე ნახატი 2016 წელს ნეაპოლში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების კონტრაბანდისტის აგარაკზე იპოვეს.

2001 წლის დეკემბერი, სტოკჰოლმი – სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმიდან ფრანგი იმპრესიონისტის, პიერ-ოგიუსტ რენუარის Conversation  და A Young Parisienne, ასევე ნიდერლანდელი ოსტატის, რემბრანდტ ვან რეინის ავტოპორტრეტი მოიპარეს. Conversation  მომდევნო წლის აპრილში იპოვეს, რემბრანდტის პორტრეტი კი – 2005 წელს.

1993 წლის ნოემბერი, სტოკჰოლმი – სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან პაბლო პიკასოსა და ფრანგი კუბისტის, ჟორჟ ბრაკის რვა ნამუშევარი მოიპარეს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენდა. ზოგიერთი მათგანი მომდევნო თვეებში იპოვეს.

1991 წლის აპრილი, ამსტერდამი – ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმიდან, 20 ნახატი მოიპარეს, რომელთა ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენდა, მათ შორის ვინსენტ ვან გოგის The Potato Eaters. ისინი მალევე იპოვეს მიტოვებულ მანქანაში, რომელიც მუზეუმთან ახლოს იდგა.

Previous Post

აშშ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულს მიღმა პირველად აღმოჩნდა

Next Post

EU რუსული გაზის იმპორტის 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის ეტაპობრივად შეწყვეტაზე შეთანხმდა

იზა გვარამაძე

Next Post
EU რუსული გაზის იმპორტის 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის ეტაპობრივად შეწყვეტაზე შეთანხმდა

EU რუსული გაზის იმპორტის 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის ეტაპობრივად შეწყვეტაზე შეთანხმდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result