Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში 

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი
0
მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა: მზის პანელების სისტემების ხელშეწყობა საქართველოში 
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აქ. ახლა საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქმნება მზის პანელებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

“მწვანე ინიციატივა” – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თიბისი ლიზინგი საიმედო პარტნიორის Green For Growth Fund-ის და ევროკავშირის EU4Energy პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც, თიბისი ლიზინგმა შექმნა სპეციალური სალიზინგო პროდუქტი მზის პანელების სისტემების განვითარების მხარდასაჭერად, რომლის მეშვეობითაც როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მზის პანელების ინსტალაციასა და პროექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები.

აღნიშნული პარტნიორობა გარდა გარემოსდაცვითი საქმიანობისა, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ბიზნესსაქმიანობას. მნიშვნელოვნად შეუმცირებს მათ ელექტროენერგიის გადასახადს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

ინფორმაცია ვრცლად:

საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, კერძოდ, მზის ენერგიასთან მიმართებაში, თუმცა ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ამ ტექნოლოგიის კლიენტებისათვის მასშტაბურად მიწოდება ისეთ კომერციულ პროდუქტებს მოითხოვს, როგორებიცაა სპეციალური სესხები თუ ლიზინგის პროდუქტები მზის პანელების სისტემის დასაფინანსებლად, რაც ამ ეტაპზე იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე.

ამ დეფიციტის შესავსებად, Green For Growth Fund – მა განახორციელა „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივა“, რომელიც ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებს ეკონომიკურად შესრულებადი მცირემასშტაბიანი მწვანე ტექნოლოგიების იდენტიფიცირებაში ეხმარება. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ ბაზარზე დამკვიდრებისთვის – მაგალითად, ფოტოვოლტური სისტემების მიმართულებით საოჯახო მეურნეობებისა და მცირე ბიზნესებისათვის. ინიციატივა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სპეციალური სასესხო პროდუქტების შექმნა, პარტნიორობის გაფორმება ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან, ან საბოლოო მსესხებლების ცნობიერების ამაღლება მწვანე ტექნოლოგიების სარგებლიანობასთან დაკავშირებით.

„საქართველოში მზის პანელების სისტემებში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გამოწვევა ტექნოლოგიის მაღალი საწყისი საინვესტიციო ხარჯია. ჩვენი „მწვანე ინიციატივა მცირემასშტაბიანი პროექტებისთვის“ დახმარებით, ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით  ტექნოლოგიის მიმზიდველობას Green For Growth Fund-ის  პარტნიორი ორგანიზაციების საბოლოო მსესხებლებისთვის მათზე მორგებული დაფინანსების და ამგვარი სისტემის გრძელვადიანი სარგებლების შესახებ თვითშეგნების ზრდის შედეგად“, – განმარტავს ლაკლან ქემერონი, Green For Growth Fund-ის საკონსულტაციო კომპანიის, Finance in Motion-ის ენერგო და რესურსების ეფექტიანობის  ფინანსური გუნდის მენეჯერი.

თიბისი ლიზინგის მწვანე პოლიტიკა სრულ თანხვედრაში მოდის ინიციატივის ღირებულებებთან, სწორედ ამიტომ, კომპანიისა და Green For Growth Fund-ის სანდო პარტნიორობა წლებს ითვლის.  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში თიბისი ლიზინგი მზადაა არ დაიშუროს ძალისხმევა, ჩაერთოს მზის პანელების მიმართულებით არსებული პოტენციალის გაფართოებასა და სრულ ათვისებაში. „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ შეთავაზებული მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგს ექნება შესაძლებლობა, მზის პანელების სისტემების მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შექმნას სპეციალური სალიზინგო პროდუქტი და ხელი შეუწყოს აღნიშნული ბაზრის განვითარებას საქართველოში.

„საქართველოს აქვს კარგად განვითარებული ელექტროგადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურა. აქ ასევე მოქმედებს რეგულაციები ნეტო აღრიცხვის სქემებთან დაკავშირებით, რაც ფოტოვოლტური პროექტების საკუთარი მოხმარებისთვის ინსტალაციის და  ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გამანაწილებელი კომპანიისათვის მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არსებული ფასების მატების პარალელურად გაიზრდება მცირე ბიზნესებისა და ოჯახური მეურნეობების ინვესტიციები შენობების სახურავებზე დასამონტაჟებელ ფოტოვოლტურ სისტემებში“, – აღნიშნავს კამერონი.

ეს პარტნიორობა Green For Growth Fund-ის მიერ საქართველოს მხრიდან განახლებად ენერგო რესურსებზე გადასვლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის მხარდასაჭერად ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ ერთი მაგალითია. კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე ზრდის ფონდი მომავალშიც აპირებს ითანამშრომლოს თიბისი ლიზინგთან, დადოს ხელშესახები და პოზიტიური შედეგები და რეგიონში იყოს სამაგალითო  მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი:

ლიზინგი თავისი არსით უკვე გულისხმობს „მწვანე ინიციატივას“ და მსოფლიო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Green For Growth Fund-თან მრავალწლიანი, საიმედო პარტნიორობა და ამ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები.“

საქართველოს შესანიშნავი კლიმატური პირობები და წელიწადში 1350-2520 სთ. მზის ნათების ხანგრძლივობა ქმნის განახლებადი ენერგიის მიღების დიდ პოტენციალს, რომლის ასათვისებლადაც ფიზიკურ პირებსა და კერძო ბიზნესებს მზის პანელების სისტემაზე წვდომა ესაჭიროებათ. გამომდინარე მაღალი ღირებულებიდან, „მცირემასშტაბიანი მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში შეთავაზებული მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგი შექმნის განსხვავებული პროდუქტს ქართულ ბაზარზე და სრულად ორიენტირდება განახლებადი ენერგიის მიღების ხელშეწყობაზე. მზის პანელების სისტემის დანერგვით ვზრუნავთ გარემოზე, ამავდროულად გადაწყვეტილება ენერგოეფექტურია, რაც გულისხმობთ ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას, რაც ათავისუფლებს რესურსს ბიზნესსაქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგის საიმედო პარტნიორია მზის პანელების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა საქართველოში, „აიონრაიზ“. საწარმოო დანადგარების იჯარის გაფორმებით, ქარხანამ მზის პანელების წლიური წარმადობა 500 მეგავატამდე გაზარდა. ძალიან საამაყოა, რომ ამერიკა და კონტინენტალური ევროპის ქვეყნები საქართველოში დამზადებული პანელებით მარაგდება. ვთვლით, რომ აღნიშნული პოტენციალის სრულად  ათვისების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ თიბისი ლიზინგი აქტიურად თანამშორმლობს მზის პანელების ადგილობრივ მწარმოებელთან და ახორციელებს ათობით მწვანე პროექტს.

EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის – ენერგოეფექტურობასა და ამ ქვეყნებში განახლებადი

ენერგიის წყაროების გამოყენებას. აღნიშნული ხორციელდება ისეთი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას და ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს გახდის ენერგომომარაგებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სიღარიბისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისათვის.

Previous Post

ByteDance ფინტექ ბიზნესის შემცირებას გეგმავს

Next Post

ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის  სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის  სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის  სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result