Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

“მსოფლიოში საუკეთესო ბანკი” – როგორ მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის  34 ჯილდო

by იზა გვარამაძე
October 27, 2025
in პარტნიორის კონტენტი, სიახლეები, ყველა სიახლე
0
“მსოფლიოში საუკეთესო ბანკი” – როგორ მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის  34 ჯილდო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგიები გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ტემპებს განსაზღვრავს, იქ, სადაც სისწრაფითა და ინოვაციებით ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ერთი სახელი – „საქართველოს ბანკი“ – კვლავ რეზონანსულია.

უკვე ზედიზედ მეორედ, საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია – ეს კი ის მიღწევაა, რომელსაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში სულ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი აღწევს, უფრო ცოტა კი – ინარჩუნებს. ინდუსტრიის გიგანტებთან კონკურენციაში საქართველოს ბანკმა არა მხოლოდ გლობალური ტიტული შეინარჩუნა, არამედ კიდევ 5 მნიშვნელოვან ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, Global Finance-ის კიდევ ერთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომელიც ფინანსებში AI-ის გამოყენებას აფასებდა, ოთხი ჯილდო მიიღო.

როგორ გახდა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი – ამაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი საუბრობს.

6 საერთაშორისო ჯილდო

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური დაჯილდოების შედეგებით, საქართველოს ბანკი ჯამში ექვს კატეგორიაში გამარჯვებული  გახდა. გარდა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკისა, იგი საუკეთესოდ აღიარეს ბიზნესის ტრანსფორმაციის, ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და სხვა მიმართულებებით.

როგორც გიორგი ვახტანგიშვილი განმარტავს, გამარჯვება მრავალეტაპიანი პროცესის შედეგია. თავდაპირველად ეროვნული და რეგიონული გამარჯვებულები შეირჩნენ – პირველ  ეტაპზე ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო მეორე ეტაპზე — გლობალური ლიდერები გამოვლინდნენ. შეფასებას საკონსულტაციო კომპანია Infosys ახორციელებს, რომელიც ბანკებს ისეთი პარამეტრებით აფასებს, როგორებიცაა ტრანსფორმაციის დონე, ინოვაციები, მომხმარებლის გამოცდილება, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება და მომსახურების ხარისხი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქცია იღებს.

“პირველ რიგში, ეს უდიდესი აღიარებაა ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ კონკურენციაში ვიყავით მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და ფინტექებთან — მათ შორის Revolut-თან, DBS Bank-თან, Bank of America-სა და Citi-სთან. ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მასშტაბის კონკურენციაში ზედიზედ მეორედ იმარჯვებს, ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე იქმნება ციფრული ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს მისდევს, არამედ ხშირად უსწრებს კიდევაც მას”, – ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

სრულად ციფრული გამოცდილება

საქართველოს ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლისთვის, პრაქტიკულად, სრულიად ციფრული გზა შექმნა  — რეგისტრაციიდან დაწყებული, პროდუქტების აქტივაციამდე.

“ახლა პროდუქტების 99% ციფრულად ხელმისაწვდომია, მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, არასდროს ვჩერდებით, რადგან ჩვენი მიზანი, უბრალოდ, საბანკო მომსახურების ტექნოლოგიური გამარტივება კი არაა, არამედ გვინდა, მომხმარებელმა შეუფერხებელი, მარტივი, ინტუიციური მომსახურება მიიღოს”, – განმარტავს გიორგი ვახტანგიშვილი.

შედეგად, მისი განმარტებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ბანკს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ მომხმარებელს პერსონალიზებული შეთავაზება საკუთარი ქცევისა და საჭიროებების მიხედვით გაუზიაროს. ავტომატიზებული გახდა პროდუქტების აქტივაცია, მანქანური სწავლების მეთოდებით კი უკვე შესაძლებელია საკრედიტო შესაძლებლობების დაუყოვნებლივ შეფასება.

ტრადიციული ბანკინგის მიღმა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც ბანკის, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული განამტკიცა, არაფინანსური სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობაა. ახლა მომხმარებელი არა მხოლოდ საბანკო სერვისების მოსარგებლე, არამედ ერთიანი ციფრული ეკოსისტემის აქტიური მონაწილეა.

“ჩვენ მხოლოდ საბანკო პროდუქტებით არ შემოვიფარგლებით: აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ საფონდო ბირჟებზე ინვესტიცია განახორციელონ, აიღონ ციფრული სასაჩუქრე ბარათები, შეიძინონ დაზღვევა, ისარგებლონ საკუთარი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, მართონ ავტომობილთან დაკავშირებული საკითხები, დაფარონ გადასახადები და სხვა. ეს ტრადიციულ საბანკო მომსახურებას ცდება და 1  750 000-ზე მეტ ადამიანს პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს”, – აღნიშნავს გიორგი.

ამ სიახლეების უკან კი მომხმარებელთა უკუკავშირი დგას – ეს ბანკისთვის ყოველდღიური ინოვაციის წყაროა.

“მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გადაწყვეტილებები მათთან ერთად მიიღება. სწორედ ქცევითი ანალიზით, მათი სურვილების მოსმენით და ინტერესების გათვალისწინებით ვხვდებით,  რა უნდა გავაუმჯობესოთ”.

ციფრული ტრანსფორმაციის მომავალი

ახლა გიორგი ვახტანგიშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი ციფრული გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაა — უფრო მეტი პროცესის ავტომატიზაცია, ახალი შესაძლებლობების შექმნა როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდებისთვის.

“საქართველოს ბანკის გამარჯვება სწორედ იმ კულტურის შედეგია, რომელიც გუნდში გვაქვს — მუდმივად უკეთესობისკენ სწრაფვა და მომხმარებელზე ზრუნვა. და რადგან ციფრული ბანკინგი დღეს უკვე ცხოვრების ნაწილია, ჩვენ გვინდა, მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინსტრუმენტი მარტივი, ჭკვიანი და ადამიანზე მორგებული იყოს”, – დასძენს გიორგი ვახტანგიშვილი.

Previous Post

რეიტინგი: ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები

Next Post

რეიტინგი: საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეები

იზა გვარამაძე

Next Post
რეიტინგი: საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეები

რეიტინგი: საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result