Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000

by გიორგი არონია
May 13, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000
0
SHARES
0
VIEWS

გავიდა რა მორიგი წელიწადი, ამერიკულმა Forbes-მა ტრადიციას არ უღალატა და მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Forbes Global 2000-ი უკვე მეოცედ გამოაქვეყნა, რომელშიც ტექნოლოგიური კომპანიებიც მოხვდნენ, ცხადია. მიუხედავად იმისა, რომ  ბოლოდროინდელი დათვის ბაზრის ფონზე გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია რამდენიმე ტრილიონი დოლარით შემცირდა, Forbes-ის 2022 წლის სიაში 164 ტექნოლოგიური კომპანია მოხვდა – 13-ით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს.

ისე კი, ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობრივი შემცირება მათ ჯამურ შემოსავალზე უარყოფითად არ აისახა – პირიქით, გასული 12 თვის განმავლობაში ამ კომპანიებმა $4 ტრილიონის მოცულობის ჯამური შემოსავალი მიიღეს, რაც გასულ წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს $700 მილიარდით აღემატება.

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების სათავეში კვლავაც Apple-ია, ზედიზედ მეშვიდედ. გასულ წელს, $378.7 მილიარდის სახით Apple-მა რეკორდულად მაღალი შემოსავალი მიიღო, რომელიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29%-ით აღემატება. საინტერესოა, რომ შემოსავლის რეკორდული ზრდის შესახებ პროგნოზი Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა და ის კომპანიის მიერ გამოშვებულ სხვადასხვა მოწყობილობებზე გაზრდილ მოთხოვნას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელ საბაზრო ტურბულენციამდე Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულსაც ფლობდა $2.6 ტრილიონის მოცულობის საბაზრო კაპიტალიზაციით – დღეს, ამ ტიტულს საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელი კომპანია, Saudi Aramco ფლობს. საინტერესოა, რომ სწორედ Saudi Aramco-მ ჩაანაცვლა Apple-ი ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგის სათავეშიც: ამერიკული გიგანტის რეკორდულად მაღალი $100.6-მილიარდიანი მოგების მიუხედავად, საუდის არაბეთის გიგანტმა ნავთობზე გაზრდილი ფასებით იხეირა და წლიდან წლამდე საკუთარი მოგება გააორმაგა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნახევრადგამტარების გლობალურმა დეფიციტმა Samsung-ზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახა – წლიდან წლამდე, მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების სიაში კორეული გიგანტი სამი საფეხურით ჩამოქვეითდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამასთანავე, Samsung-მა დათმო პოზიციები, როგორც სმარტფონების მსოფლიოს წამყვანმა მწარმოებელმა – ამ კატეგორიაში მას Apple-მა გადაასწრო. ისე კი, გასულ წელს კორეულმა გიგანტმა რეკორდულად მაღალი შემოსავალი მიიღო – $244 მილიარდი, მაგრამ 30%-ით შემცირდა კომპანიის საბაზრო ღირებულება.

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების 2022 წლის რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკულმა Alphabet-მა დაიკავა, რაც უმეტესწილად Google-ის ციფრულ რეკლამაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და შესაბამისად დაფიქსირებულმა რეკორდულად მაღალმა შემოსავალმა გამოიწვია – გასულ წელს, Alphabet-ის შემოსავალმა $257.5 მილიარდი შეადგინა. რეიტინგის მესამე ადგილი ამერიკულ Microsoft-ს ერგო, რაც უმეტესწილად, კომპანიის ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის მაღალი გაყიდვებითაა განპირობებული. რაც შეეხება მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ზოგად რეიტინგს, მასში Microsoft-სა და Alphabet-ს მე-12 და მე-13 ადგილები ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ წელს, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Tencent-ი პირველად მოხვდა უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგის ხუთეულში – თანაც, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მასობრივი გაყიდვის ფონზე. ცნობისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორს არაერთი ახალი რეგულაცია დაუწესა, მათ შორის იყო ჩინელი ბავშვებისთვის ვიდეოთამაშებისთვის დღეში მხოლოდ სამსაათიანი შუალედის დაშვება. ამ ყველაფრის ფონზე, Tencent-ი მსოფლიოს უდიდეს ოც ტექნოლოგიურ კომპანიას შორის ერთადერთი ჩინური კომპანია აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა $86.9 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება.

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგში კომპანიების წარმომავლობა შემდეგნაირად გადანაწილდა: აშშ – 72 კომპანია (9-ით ნაკლები, ვიდრე შარშან); ჩინეთი – 21 კომპანია; ტაივანი – 15 კომპანია; იაპონია – 12 კომპანია. საერთო ჯამში, რეიტინგში 24 ქვეყნის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება $15.6 ტრილიონს უდრის.

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგის პირველ ოცეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.

Apple Inc.

ადგილი: 1-ლი
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $378.7 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $2.6 ტრილიონი

Alphabet Inc.

ადგილი: მე-2
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $257.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $1.6 ტრილიონი

Microsoft Corporation

ადგილი: მე-3
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $184.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $2.1 ტრილიონი 

Samsung Group

ადგილი: მე-4
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
შემოსავალი: $244.2 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $367.3 მილიარდი

Tencent Holdings Ltd.

ადგილი: მე-5
ქვეყანა: ჩინეთი
შემოსავალი: $86.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $414.3 მილიარდი

Meta Platforms

ადგილი: მე-6
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $117.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $499.6 მილიარდი

Intel Corporation

ადგილი: მე-7
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $79.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $190.3 მილიარდი

Taiwan Semiconductor Manufacturing Co.

ადგილი: მე-8
ქვეყანა: ტაივანი
შემოსავალი: $61.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $494.6 მილიარდი

Cisco Systems Inc.

ადგილი: მე-9
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $51.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $213.4 მილიარდი

IBM

ადგილი: მე-10
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $67.3 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $124.3 მილიარდი

Oracle Corporation

ადგილი: მე-11
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $41.8 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $203.3 მილიარდი

Hon Hai Precision Industry Co.

ადგილი: მე-12
ქვეყანა: ტაივანი
შემოსავალი: $214.6 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $49 მილიარდი

Broadcom Limited

ადგილი: მე-13
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $28.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $239.6.3 მილიარდი 

SAP AG

ადგილი: მე-14
ქვეყანა: გერმანია
შემოსავალი: $33.2 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $124 მილიარდი

SK Hynix Inc.

ადგილი: მე-15
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
შემოსავალი: $37.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $61.3 მილიარდი

Dell Technologies Inc.

ადგილი: მე-16
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $106.8 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $35.6 მილიარდი

Accenture Plc

ადგილი: მე-17
ქვეყანა: ირლანდია
შემოსავალი: $56.7 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $196.9 მილიარდი

Micron Technology Inc.

ადგილი: მე-18
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $31.2 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $77.5 მილიარდი 

QUALCOMM Inc.

ადგილი: მე-19
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $36 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $149.7 მილიარდი

NVIDIA Corporation

ადგილი: მე-20
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $26.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $489.8 მილიარდი

Previous Post

პანდემიის გამო, ესპანურმა კლუბებმა 2020/21 წლების სეზონში €892 მილიონით იზარალეს

Next Post

თურქეთი Anka-ს ტიპის დრონებს ყაზახეთთან თანამშრომლობით აწარმოებს

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
თურქეთი Anka-ს ტიპის დრონებს ყაზახეთთან თანამშრომლობით აწარმოებს

თურქეთი Anka-ს ტიპის დრონებს ყაზახეთთან თანამშრომლობით აწარმოებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result