Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები 2026 წლისთვის – IMF-ის პროგნოზი

by იზა გვარამაძე
October 24, 2025
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები 2026 წლისთვის – IMF-ის პროგნოზი

A world globe with a stack of money in the foreground, demonstrating global commerce and financial success

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ზრდას შეანელებს. ამის მიზეზი კი, მისი ვარაუდით, ფრაგმენტაცია და მზარდი პროტექციონიზმი იქნება. ეკონომიკური ზრდის შენელების რისკებს შორის IMF-ი ტექნოლოგიური სფეროს აქციების ღირებულების შესაძლო ცვლილებას და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესუსტებას ასახელებს, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდენს გავლენას.

დიდი ალბათობით, 2026 წლისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკის სტატუსს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს – ქვეყანა, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და შესაძლოა, მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც ასე გაგრძელდეს.

აშშ-ის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის 31.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით უტოლდება ჩინეთის (მე-2), გერმანიისა (მე-3) და ინდოეთის (მე-4) ერთიან მაჩვენებელს. ამას ამყარებს შედარებით მდგრადი შრომის ბაზარი და მომხმარებელთა ხარჯების მაღალი დონე.

თუმცა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა წელთან შედარებით შემცირდა, რადგან სავაჭრო ომებმა გლობალური ბაზრები შეარყია და ქვეყანაში ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი.

რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2026 წლისთვის მისი მშპ 20.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც აშშ-ის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია, თუმცა სამჯერ აღემატება მესამე ადგილზე მყოფი გერმანიის მაჩვენებელს.

სტრუქტურული წინააღმდეგობები – დაბერებული მოსახლეობიდან დაწყებული უძრავი ქონების ბაზრის დუნე მდგომარეობით დამთავრებული – მშპ-ის ზრდას 4%-მდე ამცირებს, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპია. ექსპერტების შეფასებით, დამატებითი დარტყმა ჩინურ საქონელზე დაწესებული სავაჭრო ტარიფები იქნება.

სიაში მესამე პოზიციაზე ინდოეთია, რომელმაც ეკონომიკის სიდიდთ 2025 წელს იაპონიას გაუსწრო, რასაც გაზრდილმა შიდა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. IMF-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა 4.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება.

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები 2026 წლისთვის (IMF-ის პროგნოზი):

პოზიცია ქვეყანა მშპ (ტრილიონი)
1 აშშ $31.82
2 ჩინეთი $20.65
3 გერმანია $5.32
4 ინდოეთი $4.50
5 იაპონია $4.46
6 გაერთიანებული სამეფო $4.22
7 საფრანგეთი $3.55
8 იტალია $2.70
9 რუსეთი $2.50
10 კანადა $2.42
— მსოფლიო $123.58

Previous Post

ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია

Next Post

ტოპ-20 ქვეყანა ერთ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით – 2026 წლის პროგნოზი

იზა გვარამაძე

Next Post
ტოპ-20 ქვეყანა ერთ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით – 2026 წლის პროგნოზი

ტოპ-20 ქვეყანა ერთ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით - 2026 წლის პროგნოზი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result