Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Life მოგზაურობა

მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ფეშენებელური სასტუმროები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოგზაურობა
0
მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ფეშენებელური სასტუმროები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ნიუ-იორკის ჩრდილო, მაღალმთიან ნაწილში, ენით აღუწერელი სილამაზის ტყეში, ერთი სასტუმრო მოკალათებულა. განცალკევებით მდგარი კოტეჯებიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება. ამ მყუდრო, სტილიზებულ ხის „ქოხებში” ყველაფერია, რაც თქვენს კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს: უზარმაზარი ბუხარი, საუკეთესო სამზარეულო, ყურადღებიანი და პროფესიონალურად მომზადებული მომსახურე პერსონალი. ტბასთან კი სასეირნო კატარღები გელოდებათ… სხვა განსაკუთრებულ პირობებზე არაფერს გეტყვით – თავად დარწმუნდებით, რომ ისინი ყველაზე განებივრებული სტუმრის მოლოდინსაც კი აღემატება. მისამართი გაინტერესებთ? ვერ გეტყვით! The Point Resort-ის ასავალ-დასავალს მხოლოდ მაშინ გაგანდობენ, როცა ჯავშნის დასტური გეჭირებათ ხელში.

„აქ თავს როკფელერად იგრძნობთ. განა უმიზეზოდ? ეს მართლაც როკფელერის ერთ-ერთი დასასვენებელი სახლია ადირონდაკის ტბასთან – ბუნებაში ფუფუნებით განცხრომის იშვიათი შესაძლებლობა”, – ამბობს რიჩ ბიტი, Travel and Leisure.com-ის აღმასრულებელი რედაქტორი.

მადის აღმძვრელი კერძები საუცხოოდ გამოიყურება სასტუმროს ვებგვერდიდან ვიგებთ: საუზმეს ლოგინში მოგართმევენ; ლანჩი „ნებისმიერ დროს, ძვირფასი სტუმრების სურვილისამებრ”; მოგიზგიზე ბუხართან – ოსტატურად მომზადებული ვახშამი გელით. „ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შებრძანდეთ სამზარეულოში და შეფ-მზარეულს გაესაუბროთ”, – გვარწმუნებს ბიტი.
The Point-ში გატარებული ერთი ღამე, სულ ცოტა, $ 1300 დაგიჯდებათ. უბრალო დამთვალიერებლებს კი ჭიშკრიდანვე უკან გააბრუნებენ.

მთელ მსოფლიოში არსებობს უმაღლესი კლასის, ძვირად ღირებული და ფეშენებელური სასტუმროები, მაგრამ Forbes-ი გაცილებით მეტს ეძებდა, ვიდრე უბრალოდ ფუფუნებასა და კომფორტს. გვინდა შემოგთავაზოთ განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩენების სია – სასტუმროები, რომლებისთვისაც აუცილებლად უნდა გაიმეტოთ თქვენი ძვირფასი დრო. ზოგმა მათგანმა თავისი ექსკლუზიურობით და მდიდრული ინტერიერით გაიკვალა გზა ამ სიისკენ, ზოგმა სილამაზით და მოხდენილობით, თითო-ოროლამ კი ეს პატივი განსაკუთრებულ, კრეატიულ მიდგომათა გამო დაიმსახურა.

თუ თქვენ არა ხართ ბუნებაში გასეირნების ხასიათზე, მაშინ იქნებ ჰონკონგის უძველესმა სასტუმრომ Peninsula-მ მიგიზიდოთ თავისი მარმარილოს აბაზანებით, ყველა ნომერში დაყენებული პლაზმური ტელევიზორებით, სპა-სალონითა და შთამბეჭდავი ხედით ვიქტორიის ყურესა და ჰონკონგის ურბანულ ლანდშაფტზე. აქ არც ერთ ნიუანსს არ ტოვებენ უყურადღებოდ. Peninsula საკუთარ სახელსა და მასთან დაკავშირებულ ყველა მოლოდინს უკვე 82 წელია, ამართლებს.

„წარმოუდგენელია, ჰონკონგში მოხვდეთ და Peninsula-ს ფოიეში ჩაი არ მიირთვათ”, – ამბობს ჯეფ ვაინშტაინი, სასტუმროებისადმი მიძღვნილ გამოცემათა შორის ყველაზე პოპულარულის, Hotels Magazine-ის მთავარი რედაქტორი. – „როდესაც მეკითხებიან, მაინც რომელია გამორჩეული სხვა საუკეთესოთაგან, პირველ რიგში Peninsula მახსენდება”.

ჰონკონგის ხალხმრავალი ქუჩები დამღლელად გეჩვენებათ? ფიჯის კუნძულებზე, ზღვის ფსკერზე მდებარე სასტუმრო Poseidon-ში თევზს მეტს ნახავთ, ვიდრე ადამიანს. სასტუმრო 2008 წელს გაიხსნა, ფიჯის ერთ-ერთ კერძო კუნძულზე. იგი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთადერთ წყალქვეშა კურორტად, რომელიც ოთხივე სეზონზე ღიაა სტუმრებისთვის. სასტუმრო ოცდაორი, წარმოუდგენლად კომფორტული ნომრისგან შედგება. ოთახებში კედლებისა და ჭერის ნაცვლად 270- გრადუსიანი ვიტრაჟებია. თქვენს განკარგულებაშია წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტი, თუკი ახლომდებარე რიფების დათვალიერებას განიზრახავთ ან, უბრალოდ, ბუნგალომდე მისვლას მოინდომებთ. ერთი კვირა Poseidon-ში წყვილს $ 30 000 დაუჯდება. ძვირია, რა თქმა უნდა, მაგრამ განა ნახავთ მსოფლიოში მეორე მსგავს სასტუმროს, ჟიულ ვერნის ფანტასტიკურ სამყაროს რომ გაგიცოცხლებთ? თუმცა ერთი დეტალის გამოკლებით – გიგანტური რვაფეხის თავდასხმების მოგერიება ნამდვილად არ მოგიწევთ.

თუ „ბებერი კონტინენტის” არისტოკრატიულ მემკვიდრეობასთან ზიარებას მოისურვებთ, პარიზის Four Seasons George V-ს ძნელად თუ შეედრება სხვა სასტუმრო. ამ საოცნებო ქალაქში, რომელიც მდიდრული სასტუმროების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ელისეს მინდვრებთან მდებარე ეს სასტუმრო გამორჩეულია კედლის განსაცვიფრებელი მორთულობით, უმაღლესი დონის სპა- ცენტრით, აუზით და, რა თქმა უნდა, იდეალური ხედით ეიფელის კოშკზე. მას შემდეგ, რაც სასტუმრო საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალეედ ბინ-ტალალმა შეისყიდა (2008 წელს), ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. „როდესაც დიდი ქალაქების ცენტრალურ უბნებში არსებულ სასტუმროებზე ვფიქრობ, პირველ რიგში ყოველთვის George V მახსენდება”, – ამბობს ვაინშტაინი, – „შესანიშნავი მდებარეობა აქვს, საკულტო სასტუმროა, თქვენ აქ სამეფო ოჯახის წარმომადგენელივით მოგემსახურებიან და ეს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა სასტუმროზე ჩვენი სიიდან. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ სწორედ ამაშია მთელი ლაზათი. ამ სასტუმროების არსებობა რომ დაიჯერო, ისინი თავად უნდა იხილო – სულ ცოტა, ერთხელ მაინც.

Oberoi Vanyavilas, ინდოეთი

ინდოეთის უმაღლესი რანგის კურორტს თავისი მდებარეობით მოაქვს თავი. ულამაზესი ტენტები შუა ჯუნგლებშია წამოჭიმული, ვეფხვების ნაკრძალის მიმდებარედ. თქვენს განკარგულებაშია „მსახურთუხუცესი”, რომელიც ღობით გარშემორტყმულ ზღაპრული ბაღებში გაგიწევთ გიდობას. 2010 წელს ჟურნალ Travel + Leisure-ის მკითხველებმა Oberoi Vanyavilas მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროდ შეაფასეს. რა გასაკვირია, ეს წალკოტი ხომ უმაღლესი კლასის კომფორტსა და საფარის ერთდროულად გვთავაზობს.

Le Sirenuse, პოზიტანო, იტალია

პოზიტანოში, ამალფის კოხტა სანაპიროს გასწვრივ მიმავალი გზა უბრალო პრელუდიაა – მზადება ნამდვილი იტალიური ოპერის ყველაზე დრამატული მომენტისთვის, სახელად Le Sirenuse. სასტუმროს მაღლა, ტერასებით მოფენილი ფრიალო კლდის წვერზე დაუბუდებია. ის მედიდურად გადაჰყურებს სანაპიროსა და ულამაზეს პორტს. სასტუმროს იდეალური მდებარეობა საშუალებას გაძლევთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანაპიროს მომაჯადოებელი ხედით დატკბეთ. აქ დაგემოვნებული ლიმონჩელო გახდა დენი დევიტოს შთაგონების წყარო, ლიმონის ლიქიორის საკუთარი ხაზი შეექმნა. მერწმუნეთ, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა იტალიის უმშვენიერესი ოჯახური სასტუმრო შთაგონების წყაროდ გვევლინება.

Emirates Palace Hotel, აბუ-დაბი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

Emirates Palace Hotel ორი რამითაა ცნობილი: მსოფლიოში მეორეა მშენებლობაზე დახარჯული თანხის ოდენობით და პირველი – ოქროს გამცემი ბანკომატით. მისი ბრწყინვალება ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. სტუმრების სამსახურშია ვერტმფრენის მოედანი და ნავსაყუდელი. ზღვისპირა სასტუმრო სულ რაღაც ოთხიოდე კილომეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს. იგი ნამდვილად იმსახურებს „ოქროს” რანგის მინიჭებას.

Vertical Horizons Treehouse Paradise, ქეივ-ჯანქშენი, ორეგონის შტატი, აშშ

სერვისი, პირდაპირი გაგებით, მოწოდების სიმაღლეზეა. სასტუმრო ნამდვილად ექსკლუზიურია, მხოლოდ სამი, სხვადასხვა თემატიკაში გადაწყვეტილი ოთახით… ხეზე. თითო ხეზე – თითო ნომერი. „წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ სახლი ხეზე. ძნელია მიაგნოთ უფრო მყუდრო სამყოფელს, თუ განმარტოება გსურთ”, – ამბობს მერი უაიტი, BnBFinder.com-ის მფლობელი, – „ჩვენთან საუზმეს გურმანი შეფ-მზარეული ამზადებს, ამიტომ ის განსაკუთრებულია”.
მართალია, სხვაგანაც შეგიძლიათ ნახოთ ამ ტიპის სასტუმროები, მაგრამ ვერც ერთი ვერ შემოგთავაზებთ სამხრეთ ორეგონის დარ ბუნებას – რედვუდის ტყეს, გამქვაბულებს შორის რომ მოქცეულა.

Four Seasons Chiang Mai, ტაილანდი

„დაივიწყეთ ყველაფერი, რაც სასტუმროების ქსელის შესახებ წარმოგიდგენიათ. ქალაქგარეთ მდებარე ეს სასტუმრო თანამედროვეობისა და ტრადიციის უცნაური ნაზავია: ოთახები ტექტონის იატაკითა და ტაილანდური დეკორაციებით, წინ უზარმაზარი ვერანდებით, რომლებიც მთებსა და ბრინჯის მოსაყვან ტერასებს გადაჰყურებს”, – ამბობს ბიტი, – „ბევრი რამ ვისწავლე აქ, ტაილანდური სამზარეულოს კურსებზე. სპა კი – ზღაპრულია”.

Ladera, სანტა-ლუსია

„ჯერ მარტო კონცეფცია რად ღირს: მთის ფერდობში ჩაშენებული ოთახის ნომერი ღია კედლით. და ლანდშაფტს არ იკითხავთ? თქვენ, ფაქტობრივად, სანტა-ლუსიას მთის მწვერვალზე იმყოფებით, საიდანაც კარიბის ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლება”, – ამბობს ბიტი. მსოფლიოში განთქმული ეს შთამბეჭდავი ხედი საუკეთესოა, თუმცა ლადერა კარიბის ზღვის სხვა მაღალი რანგის სასტუმროებისგან მხოლოდ ამით როდი გამოირჩევა. აქ თქვენს განკარგულებაშია მომაჯადოებელი საქორწილო პავილიონი ღია ცის ქვეშ, 9 ვილა, 23 ნომერი და გამაჯანსაღებელი ტროპიკული სპა.

 

Previous Post

Apple – ხელგაშლილი მხარჯველი

Next Post

ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა

მაგდა დოლიძე

Next Post
ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა

ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result