საბანკო სექტორზე Covid-19 პანდემიის ნეგატიური გავლენის მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი ბანკების რაოდენობა, რომელთა აქტივების მოცულობაც ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს – ასეთი ბანკების რაოდენობა 2021 წლის 15 აპრილის მონაცემებით მსოფლიოში 39-ია.
აქტივების მოცულობა საბანკო ინსტიტუციის ზომის შეფასებისა და სხვებთან შედარების ყველაზე ეფექტიანი საზომია, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო და ანალიტიკური ორგანიზაციებიც აქტიურად იყენებენ.
S&P Global-ის ერთ-ერთი განყოფილება, S&P Global Market Intelligence უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს 100 უდიდესი ბანკის რეიტინგს აქვეყნებს. 2021 წლის რეიტინგი ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში გაასაჯაროვა.
უმსხვილესი ბანკების ასეულში ჩინეთი ლიდერობს – 19 საფინანსო ინსტიტუციით, რომელთა აქტივების ჯამური მოცულობა თითქმის $30.5 ტრილიონია. 12 ბანკია სიაში წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან – მათი აქტივების ჯამური მოცულობა კი $15.5 ტრილიონია.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ აღნიშნული რეიტინგის პირველ ოცეულს:
|
# |
წინა წლის პოზიცია |
ბანკის დასახელება |
ქვეყანა |
აქტივები (მილიარდი $) |
|
1 |
1 |
Industrial & Commercial Bank of China Ltd. |
ჩინეთი |
5,107.54 |
|
2 |
2 |
China Construction Bank Corp. |
ჩინეთი |
4,309.08 |
|
3 |
3 |
Agricultural Bank of China Ltd. |
ჩინეთი |
4,167.06 |
|
4 |
4 |
Bank of China Ltd. |
ჩინეთი |
3,737.81 |
|
5 |
5 |
Mitsubishi UFJ Financial Group Inc. |
იაპონია |
3,407.80 |
|
6 |
7 |
JPMorgan Chase & Co. |
აშშ |
3,386.07 |
|
7 |
9 |
BNP Paribas SA |
საფრანგეთი |
3,080.55 |
|
8 |
6 |
HSBC Holdings PLC |
დიდი ბრიტანეთი |
2,984.16 |
|
9 |
8 |
Bank of America Corp. |
აშშ |
2,819.63 |
|
10 |
10 |
Crédit Agricole Group |
საფრანგეთი |
2,741.77 |
|
11 |
13 |
Citigroup Inc. |
აშშ |
2,260.09 |
|
12 |
12 |
Sumitomo Mitsui Financial Group Inc. |
იაპონია |
2,257.65 |
|
13 |
11 |
Japan Post Bank Co. Ltd. |
იაპონია |
2,171.43 |
|
14 |
15 |
Mizuho Financial Group Inc. |
იაპონია |
2,111.31 |
|
15 |
14 |
Wells Fargo & Co. |
აშშ |
1,955.16 |
|
16 |
16 |
Banco Santander SA |
ესპანეთი |
1,844.95 |
|
17 |
18 |
Barclays PLC |
დიდი ბრიტანეთი |
1,842.49 |
|
18 |
17 |
Société Générale SA |
საფრანგეთი |
1,788.32 |
|
19 |
19 |
Groupe BPCE |
საფრანგეთი |
1,768.51 |
|
20 |
20 |
Postal Savings Bank of China Co. Ltd. |
ჩინეთი |
1,739.00 |
წყარო: The World’s 100 Largest Banks, 2021/S&P Global Market Intelligence












