Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები

by Salo Papalashvili
December 13, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გლობალური ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-მა, ყოველწლიურ ანგარიშში 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები გამოავლინა. „2023 წლის ტოპ-100 მიმართულების ინდექსი“, მონაცემთა ფირმა Lighthouse-თან პარტნიორობით, რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი, ესენია: ტურიზმი, მდგრადობა, ეკონომიკური მაჩვენებლები, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.

Euromonitor-ის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ ქალაქად საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი კიდევ ერთხელ დასახელდა. პირველ ათეულში შვიდი, ხოლო ტოპ-100-ში 63 ქვეყნით, რეგიონებს შორის უპირობო დომინანტი ევროპაა – ათეულში მხოლოდ სამი არაევროპული ქალაქია: დუბაი, ტოკიო და ნიუ-იორკი. სოლიდურადაა წარმოდგენილი რეიტინგში აზიის რეგიონიც, პირველ ოცეულში ვხვდებით სინგაპურს (11), სეულს (14), ოსაკასა (16) და ჰონგ-კონგს (17).

Euromonitor-ის ანგარიში რეიტინგში ევროპის დომინაციას რეგიონის „სწრაფ ურბანიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებას“ უკავშირებს. ახლა უკვე მოგზაურებს სჭირდებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, დაჯავშნისთვის მოქნილი შესაძლებლობები, ადგილები, სადაც დისტანციურად მუშაობას შეძლებენ.

„მდგრადობის, სატრანსპორტო ქსელებისა და სოციალური პროექტების გაუმჯობესება იმ ძირითად კრიტერიუმებს შორისაა, რომელთა განხორციელებაც დღეს ქალაქებს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ტურისტული შესაძლებლობებისა და მომხმარებელთა სამოგზაურო გამოცდილების გასაუმჯობესებლად სჭირდებათ“, –  ვკითხულობთ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში პირველად მოხვდა იაპონიის დედაქალაქი ტოკიო. მოხსენების თანახმად, სიაში ქალაქის დაწინაურება გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებისა და დასუსტებული ეროვნული ვალუტის დამსახურებაა. ათეულის გარდა კი, გაუმჯობესებული ტურისტული მაჩვენებლებით, ახალწვეულები ჰყავს რეიტინგის ტოპ-ასეულსაც: ვაშინგტონი (48), მონრეალი (68), სანტიაგო (88) და ვილნიუსი (92).

პანდემიის შემდეგ საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებლები სწრაფ აღდგენას განაგრძობს. არსებული პროგნოზებით, 2023 წლის ბოლოსთვის მოგზაურობების რიცხვი 1.3 მილიარდს მიაღწევს, რაც გლობალური ტურიზმის ხარჯებში დაახლოებით $1.7 ტრილიონს გამოიმუშავებს.

კატეგორიების მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებმა საუკეთესოთა წოდება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვეს:

  • მადრიდი: მდგრადობა – „საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 100%-ით თავისუფალია ბენზინისგან“.
  • ლონდონი: საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა.
  • სინგაპური: ლიდერი ეკონომიკური და ბიზნესის შედეგებისა და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.
  • მაკაო: ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
  • ჰონგ-კონგი: ჯანდაცვისა და სამედიცინო სერვისების ლიდერი.

მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებების ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

  1. პარიზი, საფრანგეთი
  2. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  3. მადრიდი, ესპანეთი
  4. ტოკიო, იაპონია
  5. ამსტერდამი, ნიდერლანდები
  6. ბერლინი, გერმანია
  7. რომი, იტალია
  8. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
  9. ბარსელონა, ესპანეთი
  10. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
Previous Post

საახალწლო სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში – სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

Next Post

რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში?

Salo Papalashvili

Next Post
რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში?

რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result