Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

by Salo Papalashvili
May 26, 2023
in საქართველო, ყველა სიახლე
0
მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
0
SHARES
0
VIEWS

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/„ინტერპრესნიუსი”

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ და ლიდერმა მიულოცა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიულოცა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბლინკენმა ყურადღება ქვეყნების 31-წლიან ურთიერთობაზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შტატების ერთგულება, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, წარმატებული და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რომელსაც მისი მოქალაქეები  იმსახურებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველებს კარგად ესმით დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მტკიცე და ურყევი ნება განაგრძოს წინსვლა მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს სულისკვეთება კვლავინდებურად ცოცხლობს თქვენში და განსაკუთრებით გამოიხატება თქვენს მისწრაფებებში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა თქვენი მომავალი თაობებისთვის. შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისე როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ვუსურვებთ ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს საქართველოს“, ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

Twitter-ის საშუალებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ და აღნიშნა, რომ „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის“. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს დროშა სულ მალე, ევროკავშირსა და ნატოში მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოში გერმანიის საელჩომ. „ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად“, წერია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მისალოც წერილებში მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნიევ რაუს განცხადებით, პოლონეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოება და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას.

მისალოც წერილში, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის პირობა დადო რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ. „რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ – ვკითხულობთ აურესკუს მილოცვაში.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოცი წერილის თანახმად, საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ვლაჩოვსკმა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობაზე მისალოც წერილში ყურადღება გაამახვილა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მისალოც წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურეს საბერძნეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნიკოს დენდიასმა და ივიცა დაჩიჩიმ. საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს ხორვატიის საგარეო და ევროპული საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანიც: „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში”.

მისალოც წერილში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის პირობა დადო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“. საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა და დასძინა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105-წლისთავი მიულოცეს მეზობელმა სახელმწიფოებმაც. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას და მის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება. ამავდროულად კი, დამოუკიდებლობა მის მეზობელსა და მეგობარ ქვეყანას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიულოცა.

Previous Post

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — სალომე ზურაბიშვილის სიტყვა

Next Post

Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

Salo Papalashvili

Next Post
Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result