Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home პროფილი მენეჯმენტი

მონაცემთა ჟურნალისტიკა: სიკეთე, რომელზეც ჯერ უარს ვამბობთ

by Giorgi Pirtskhalava
February 13, 2022
in მენეჯმენტი
0
მონაცემთა ჟურნალისტიკა: სიკეთე, რომელზეც ჯერ უარს ვამბობთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წარმოიდგინეთ, რომ ტყვიამფრქვევების ეპოქაში არმია ხმლებით გყავთ შეიარაღებული. ან უფრო მარტივი – სარეცხი მანქანის ეპოქაში ყველაფერს ხელით რეცხავთ. დაახლოებით ასეთივე დასანანია, როცა ჩვენს დროში მედიასაშუალება მონაცემთა ჟურნალისტიკის გამოყენების შანსზე უარს ამბობს.

რა არის მონაცემთა ჟურნალისტიკა?

ეს არის ამბის თხრობა, როცა, ტრადიციული ჟურნალისტიკისგან განსხვავებით, ჟურნალისტი წყაროდ, ადამიანების გარდა, მონაცემებსაც იყენებს: აგროვებს, ასუფთავებს, ახარისხებს, აანალიზებს და აქვეყნებს.

რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ვიტყოდი, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის მომავალია, ახლა კი ვამბობ, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა აწმყოა. მსოფლიოს ყველა დიდ გამოცემას მონაცემთა ჟურნალისტიკა უკვე ჩამოყალიბებული აქვს ცალკე დეპარტამენტად და ჰყავს სპეციალურად ამ მიმართულებით დატრენინგებული თანამშრომლები.

რატომ გახდა ეს საჭირო?

ადრე ინფორმაცია ცოტა იყო და ჟურნალისტისთვის მთავარი გამოწვევა ინფორმაციის პოვნა გახლდათ. ახლა ინფორმაცია ბევრია, იმდენად ბევრი, რომ მთავარი გამოწვევა მისი დამუშავებაა. ამიტომ მონაცემთა ჟურნალისტიკა ახლა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

მაინც რა სარგებელი მოაქვს მონაცემთა ჟურნალისტიკას მედიაგამოცემებისთვის ისეთი, რასაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ვერ მოუტანდა?

სარგებელი ბევრია, მაგრამ მთავარი ალბათ სიზუსტეა. მონაცემთა ჟურნალისტიკა საშუალებას აძლევს მედიის წარმომადგენლებს, არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ რესპონდენტთა განცხადებებზე და რეალურად შეძლონ ყველაფრის გადამოწმება, რასაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ამბობენ.

ამას დასავლეთში ჟურნალისტები წლებია, აკეთებენ. მაგალითად, “ასოსიეითიდ პრესმა” (AP), მონაცემთა გაანალიზების გზით, ჯერ კიდევ 2015 წელს ამხილა ერთ- ერთი კონგრესმენი გადასახადის გადამხდელთა ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში. მედიასაშუალებამ წყაროდ კონგრესმენის ინსტაგრამ- პოსტები გამოიყენა. შეამოწმა პოსტების გეოლოკაციები და შეადარა ისინი ოფიციალური ფრენების შესახებ საჯარო ინფორმაციას. გაირკვა, რომ კონგრესმენი თავისი საარჩევნო კამპანიის შემომწირველთა კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობდა, თანამშრომლები ცნობილი მომღერლების კონცერტებზე დაჰყავდა, ამ ყველაფერს კი კამპანიის ღონისძიებად აფორმებდა და ბიუჯეტის ფულით ფარავდა.

ბევრს ჰგონია, რომ ინფორმაცია, რასაც მონაცემთა ჟურნალისტიკა ეყრდნობა, წლიური ანგარიშებით, ბიუჯეტის პროექტებით, არჩევნების შედეგებითა და მსგავსი რიცხობრივი მონაცემებით შემოიფარგლება. სინამდვილეში, მონაცემებია ყველაფერი, რაზე დაკვირვება და რისი გაანალიზებაც შეიძლება. ზემოთ მოყვანილ მაგალითში, ეს იყო სოციალური მედიის პოსტები. ამას კი მივყავართ მონაცემთა ჟურნალისტიკის კიდევ ერთ უპირატესობამდე: ჟურნალისტებისთვის ის ულევი საბადოა და მონაცემებზე დაფუძნებული ამბის პოვნა ყველგან შეიძლება.

მონაცემთა ჟურნალისტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ რიცხვებთან მიმართებით თავს თავდაჯერებულად გრძნობს, არ უფრთხის მათ და ბრმად არ ენდობა ამბის სხვისეულ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, ყველა რიცხვს, რასაც მას აწვდიან, აანალიზებს და სვამს კონტექსტში, რითაც თავის აუდიტორიას ამ მონაცემების აღქმას უადვილებს.

მაგალითად, ავიღოთ თემა, რომელზეც წელს უამრავმა მედიასაშუალებამ დაწერა სტატია და გადაიღო რეპორტაჟი: ღამის 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის ფონზე – რის გამოც განათებებს ბევრი მნახველი, ალბათ, ვერც ეყოლებოდა – თბილისის მერიამ საახალწლო დეკორაციებზე მილიონი ლარი დახარჯა. ამ თემაზე დაწერილ თითქმის ყველა ჟურნალისტურ პროდუქტში შეხვდებოდით ერთსა და იმავე ფორმულირებას, რომ დაიხარჯა ამ მოცულობის თანხა და შემდეგ სიტყვიერად იშლებოდა, ამ თანხიდან რამდენი დაეთმო გირლანდებს, რამდენი – საახალწლო სტრინგებსა და სხვა აქსესუარებს.

ამავე თემაზე მონაცემთა ჟურნალისტს რომ დაეწერა, ამბავს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენდა. მაგალითად, თბილისის 2020 წლის ბიუჯეტიდან ამოარჩევდა თავისი კონკრეტული აუდიტორიისთვის სხვა სენსიტიურ თემებს და შესადარებლად გამოიყენებდა მათ. ამ გზით, საზოგადოება ნახავდა, რომ საახალწლო განათებებში ბევრად მეტი დაიხარჯა, ვიდრე, ვთქვათ, ქუჩის ძაღლების პრობლემის გადაჭრის საკითხზე, ან განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი თერაპიების დაფინანსებისთვის და ა.შ. ამ ფორმით მიწოდებული ინფორმაციით საზოგადოება უკეთ აღიქვამდა ამბის სიმწვავეს და, შესაბამისად, ჟურნალისტური საქმიანობის გავლენაც უფრო მაღალი იქნებოდა.

საინტერესოა, რატომ არ არის მონაცემთა ჟურნალისტიკა ჩვენს მედიასივრცეში ბოლომდე დამკვიდრებული?

ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ალბათ ის არის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ იმაზეა ინდუსტრია ორიენტირებული, პირველმა გვითხრას ამბავი. მონაცემთა ჟურნალისტიკას კი ფოკუსი პირველად მთქმელისგან გადააქვს კარგად მთქმელზე. არა იმაზე, თუ რა მოხდა, არამედ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ამბავი ჩვენთვის.

მაგალითად, BBC ინტერაქტიული მონაცემთა პროექტით ადამიანებს საშუალებას აძლევს, ნახონ, ბიუჯეტის ცვლილებები როგორ აისახება კონკრეტულად მათ ცხოვრებაზე. მკითხველს სპეციალურ ფორმაში შეჰყავს თავისი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია და გარკვეული დემოგრაფიული მონაცემები, რის შემდეგაც ფორმა გამოუთვლის, ახალი ბიუჯეტი მის ჯიბეზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად.

ეს ყველაფერი შეიძლება, საქართველოსგან შორს ხდება, მაგრამ კარგია, რომ საქართველოს ყურადღების მიღმა არ რჩება. მაგალითად, ზემოთ ნახსენები BBC-ის მონაცემთა მიმართულების კონსულტანტი ჟურნალისტი და ბირმინგემის უნივერსიტეტის მონაცემთა ჟურნალისტიკის სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი პოლ ბრედშაუ წელს DataFest Tbilisi-ის სპიკერი იყო. DataFest Tbilisi ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მთლიანად მონაცემებზე ფოკუსირდება და მონაცემებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აერთიანებს: მონაცემთა მეცნიერებს, დიზაინერებს, ანალიტიკოსებს, ბიზნესმენებს, აქტივისტებს. მონაცემთა ჟურნალისტიკაც ამ კონფერენციის ერთ-ერთი მიმართულებაა. კონფერენციაზე პოლ ბრედშაუმ სიღრმისეული ვორკშოპი ჩაატარა, სადაც ქართველ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მონაცემებში ამბის პოვნა და რაკურსის შერჩევა ესწავლათ.

ბევრი იფიქრებს, რომ ბრიტანეთის მსგავს აწყობილ ქვეყანაში ყველაფერი ადვილია, მათ შორის მონაცემთა ჟურნალისტიკის კეთებაც და რომ საქართველოში ეს ყველაფერი მარტივად არ გამოდის. ამ მოსაზრების გაქარწყლება შეიძლება როდრიგო მენეგას მაგალითით, რომელიც ბრაზილიელი ჟურნალისტია და დამეთანხმებით, დიდი დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით ვერც ბრაზილია დაიკვეხნის. მენეგამ აღწერა, როგორ მალავს ბრაზილიის მთავრობა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობით ბრაზილია მეორეა მსოფლიოში. მან ისაუბრა, რა გზები იპოვეს ბრაზილიელმა მონაცემთა ჟურნალისტებმა ამ ყველაფერთან გასამკლავებლად და როგორ შეიძლება გამოიყენონ იგივე მეთოდები სხვებმა მსგავს სიტუაციებში.

ზოგი მედიასაშუალება კიდევ უფრო წინ წავიდა, ვიდრე უბრალოდ ამბის თხრობისთვის მონაცემთა გამოყენებაა. მაგალითად, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად ავტომატიზებული ლაბორატორია შექმნა, სადაც მონაცემებს უწყვეტ რეჟიმში მოიპოვებენ სხვადასხვა წყაროდან, აკომბინირებენ და პროგრამირების დახმარებით ისე იყენებენ, რომ ჟურნალისტებს საერთოდ აღარ უწევთ სხვადასხვა განმეორებადი ქმედების ხელით კეთება. ამბებს ალგორითმი წერს. ამ გზით უამრავი დრო იზოგება და ისეთი კომპლექსური ინფორმაცია მუშავდება, რასაც მხოლოდ ადამიანური რესურსი ვერასდროს ეყოფოდა. ამ ლაბორატორიის შემქმნელი და გუნდის ხელმძღვანელი ული კოპენიც DataFest Tbilisi 2020-ის სპიკერი იყო და გამოცდილება აუდიტორიას გაუზიარა.

ერთადერთი, რაც ქართულ მედიასივრცეს ამ ყველაფრისგან აშორებს, მონდომებაა. საკმარისია, ქართველმა რედაქტორებმა ამ ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროება გაიაზრონ და გაკეთება მოინდომონ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის დახმარებით, ცოდნისა და გამოცდილების მიღებას დასავლელი კოლეგებისგან თავისუფლად შეძლებენ.

Previous Post

Saudi Arabia won’t work with foreign firms without regional HQ from 2024

Next Post

ნორვეგიის სუვერენული ფონდი კომპანიებს: შეიყვანეთ უფრო მეტი ქალი დირექტორთა საბჭოში

Giorgi Pirtskhalava

Next Post
ნორვეგიის სუვერენული ფონდი კომპანიებს: შეიყვანეთ უფრო მეტი ქალი დირექტორთა საბჭოში

ნორვეგიის სუვერენული ფონდი კომპანიებს: შეიყვანეთ უფრო მეტი ქალი დირექტორთა საბჭოში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result