საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ბანკი „ქართუს“ მოგება გაიზარდა.
ბანკის წმინდა მოგება დაახლოებით 17-ჯერ გაიზარდა და 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. ნომინალური ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე „თბს“ ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 31 მლნ ლარის მოგება ნახა.
ცხრილი: საქართველოში მოქმედი მსხვილი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2015 წლის პირველ კვარტალში.
|
ბანკის დასახელება |
2015 წლის პირველი კვარტლის მოგება მლნ ლარებში |
მოგების ცვლილება 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით |
|
ბანკი ქართუ |
11.5 |
1650% |
|
სილქ როუდ ბანკი |
2.5 |
247% |
|
ლიბერთი ბანკი |
8.3 |
84% |
|
პრივატბანკი |
5.3 |
83% |
|
პროკრედიტ ბანკი |
5.4 |
59% |
|
თიბისი ბანკი |
31.2 |
51% |
|
რესპუბლიკა |
8.3 |
20% |
|
ბაზისბანკი |
2.3 |
18% |
|
ვითიბი ბანკი ჯორჯია |
-1.3 |
-25% |
|
საქართველოს ბანკი |
-23 |
-52% |
წყარო: ბანკების მოგება-ზარალის უწყისები












