Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობისას დააგროვეს

by Salo Papalashvili
February 12, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობისას დააგროვეს
0
SHARES
0
VIEWS

გასაკვირი არაა, რომ ძირითად შემთხვევაში, ტიპურ მილიარდერებს შორის ვხვდებით პირებს, რომელთაც ათნიშნიანი ქონება წამყვანი გლობალური კომპანიების დაარსების წყალობით დააგროვეს, ან უფრო მარტივად, მემკვიდრეობით მიიღეს. მათ შორის არიან, მაგალითად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და Amazon-ის თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი, ხოლო ქონების მემკვიდრეობით მიღების ნათელი მაგალითი ჟაკლინ მარსია, ტკბილეულის კომპანია Mars-ის დამფუძნებლის შვილიშვილი.

აღნიშნულ ორ კატეგორიაში შემავალი პირები ამერიკელი მილიარდერების მილიარდერების თითქმის 97%-ს შეადგენენ. მათგან, Forbes-ის მონაცემებით, 69%-ს მსხვილი კომპანიების დამფუძნებლები და თანადამფუძნებლები წარმოადგენენ, ხოლო 27%-ზე მეტმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა არიან მესამე კატეგორიაში მოხვედრილებიც, რომლებიც არც რომელიმე კომპანიის დამფუძნებლები არიან და არც მდიდარი მემკვიდრეები. გამოცემის ანგარიშით, სულ 26 ადამიანია ისეთი, რომლებმაც მოახერხეს და დაქირავებული აღმასრულებლის, ზოგჯერ კი უბრალოდ დასაქმებულის როლშიც კი ათნიშნიანი ქონება დააგროვეს.

ასეთ პირებს, Forbes-ი „დაქირავებულ მილიარდერებად“, ან „კორპორაციული კიბის მილიარდერებად“ მოიხსენიებს. „დაქირავებული მილიარდერები“ ძირითადად მხოლოდ 20 კომპანიაში მუშაობენ ან მუშაობდნენ – კომპანიებში, რომელთა თითქმის უმრავლესობა ტექნოლოგიების ან კერძო კაპიტალის ინდუსტრიაშია ჩართული.

Forbes-ის რეიტინგში ყველაზე ცნობილი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკია, ასევე JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორები ჯეიმი დაიმონი და ჯონათან გრეი, რომელიც Blackstone-ში 1992 წელს, კოლეჯის დამთავრებისთანავე მოხვდა, ხოლო 2018 წელს ფირმის პრეზიდენტად და მთავარ საოპერაციო ოფიცრად დასახელდა. ყველაზე მდიდარი კი ბილ გეიტსის ჰარვარდის მეგობარი სტივ ბალმერია, რომელიც Microsoft-ს 1980 წელს შეუერთდა როგორც მეორმოცე თანამშრომელი, 2000-2014 წლებში კი  კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

„დაქირავებული მილიარდერების“ 2024 წლის რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. ელიტურ ჯგუფში სულ ცოტა ხნის წინ მოხვდა ჩიპების მწარმოებელ AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლისა სუ, რომლის ქონების ზრდასაც ხელი AMD-ის აქციების ფასის მატებამ შეუწყო. ლისა ერთ-ერთია რეიტინგში შემავალი ხუთი ქალიდან, რომელთა შორისაა Arista Networks-ის ჯეიშრი ულალი, Meta-ს ყოფილი მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) შერილ სენდბერგი და მეგ ვითმენი, eBay-ის ყოფილი CEO. ცნობისთვის, ვითმენის მმართველობისას, კომპანიის შემოსავლები 1998 წლის $5.7 მილიონიდან, 2008 წლისთვის $5 მილიარდამდე გაიზარდა, თავად კი მილიარდერის წოდება 2003 წელს მოიპოვა.

დაქირავებული მილიარდერების ათეული:

მილიარდერი ქონება კომპანია პოზიცია
სტივ ბალმერი $120.5 მილიარდი Microsoft ყოფილი CEO
ერიკ შმიტი $20.7 მილიარდი Google ყოფილი CEO და თავმჯდომარე
რამზი მუსალამი $9 მილიარდი Veritas Capital CEO
ჯონ ბრაუნი $7.4 მილიარდი Stryker.Corp ყოფილი CEO
ჩარლზ სიმონი $7.3 მილიარდი Microsoft პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორი (ყოფილი)
ჯონათან გრეი $7.3 მილიარდი Blackstone პრეზიდენტი, COO
ჯეფ როზჩაილდი $5.7 მილიარდი Facebook ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
ჯეფ სკოლი $4.3 მილიარდი ebay ყოფილი პრეზიდენტი
ჰამილტონ ჯეიმსი $4.1 მილიარდი Blackstone ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე
ჯეიშრი ულალი $3.6 მილიარდი Arista Networks CEO, თავმჯდომარე

Previous Post

წელს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 34,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს

Next Post

მსოფლიოს უმდიდრესმა ქალმა ერთ დღეში $7 მილიარდი დაკარგა

Salo Papalashvili

Next Post
მსოფლიოს უმდიდრესმა ქალმა ერთ დღეში $7 მილიარდი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ქალმა ერთ დღეში $7 მილიარდი დაკარგა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result