Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა

by Salo Papalashvili
October 15, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, AMD-სთან პარტნიორობის გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსოფლიოს გაცილებით მეტი გამოთვლითი ტექნოლოგია სჭირდება“. მიმდინარე წელი ამ მხრივ უკვე საკმარისად დატვირთული გამოდგა. OpenAI-მ, Oracle-მა, Nvidia-მ, AMD-მ და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებების შესახებ განაცხადეს, მათ შორის იყო Nvidia, რომელიც OpenAI-ში $100 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს და ტრამპის ინიციირებული Stargate-ის $500-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც OpenAI, Oracle-ი და SoftBank-ი, ერთობლივად, ახალ მონაცემთა ცენტრებს შექმნიან.

აღნიშნული გარიგებებისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, რომლებიც ამ კომპანიების უკან დგანან, მნიშვნელოვანი მოგება ნახეს. ამერიკულმა Forbes-მა ჯამში ოცი მილიარდერი გამოავლინა, რომელთა ქონებაც, ამ წლის იანვრის შემდეგ, AI-ინფრასტრუქტურის გარიგებებიდან ყველაზე მეტად გაიზარდა. Forbes-ის გამოთვლებით, ამ პირთა კოლექტიური ქონება, მხოლოდ მიმდინარე წელს, $450 მილიარდზე მეტით გაიზარდა.

2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი მოგება Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა მიიღო. ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულების 73%-იანი ზრდის გავლენით, ელისონის ქონებას თითქმის $140 მილიარდი შეემატა.

საინტერესოა, რომ გასულ თვეში ელისონის ქონება მხოლოდ ერთ დღეში $110 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მატება Oracle-ის აქციების ერთდღიან, 41%-იან ზრდას უკავშირდება, რითაც მან ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა. აქციების ფასის მკვეთრ გაძვირებას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის – Oracle-ის მიერ გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა განაცხადა, რომ წელს შემოსავლები 18 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა ელისონი რეიტინგში ერთადერთია, რომლის ქონების ზრდამაც წელს $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და Nvidia-ს დამფუძნებელი იენსენ ჰუანგი არიან წარმოდგენილნი. მაგრამ მათი სიმდიდრის ზრდა, შესაბამისად, $47.6 მილიარდითა და $47 მილიარდით, Oracle-ის დამფუძნებელთან შედარებით უმნიშვნელოა. ცნობისთვის, ჰუანგის წლევანდელი მოგება ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების 40%-ით ზრდას უკავშირდება.

პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დიდი მოგება ღრუბლოვანი გამოთვლითი კომპანიის, CoreWeave-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. CoreWeave-ის აქციების ღირებულება მარტის IPO-ს შემდეგ 250%-ით გაიზარდა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება კომპანიის ოთხი მილიარდერი თანადამფუძნებლის (მაიკ ინტრატორი, ბრაიან ვენტურო, ბრანინ მაკბი და პიტერ სალანკი) და ადრეული ინვესტორი ჯეკ კოგენის ქონების წმინდა ღირებულებას.

მნიშვნელოვანი მოგება ნახეს იაპონური SoftBank-ის დაფუძნებელმა მასაიოში სონმა და რუსული საძიებო ქსელის, Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა. მათი სიმდიდრის წმინდა ღირებულება წელს, შესაბამისად, 142%-ითა და 166%-ით გაიზარდა. SoftBank-ი ტრამპის მიერ გამოცხადებულ Stargate-ის პროექტშია ჩართული, ხოლო ვოლოჟის Nebius-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს აშენებს და Microsoft-ის მსგავს კომპანიებზე გრაფიკულ პროცესორებს აქირავებს. მიმდინარე წელს Nebius-ის აქციების ღირებულება 340%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ვოლოჟმა, ამჟამად უკვე $1.5 მილიარდის ქონებით, მილიარდერთა რიგებში გადაინაცვლა.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომელთა ქონებაც მიმდინარე წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა:

AI-მილიარდერები 
მილიარდერი კომპანია  ქონება

12/31/2024

 ქონება

10/07/2025

 პროცენტული ცვლილება  ცვლილება თანხაში
ლარი ელისონი Oracle $209.7 მლრდ $349.4 მლრდ 66.6% $139.7 მლრდ
ლარი პეიჯი Google $156.0 მლრდ $203.6 მლრდ 30.5% $47.6 მლრდ
ჯენსენ ჰუანგი Nvidia $117.3 მლრდ $164.2 მლრდ 40.04% $47.0 მლრდ
 მარკ ცუკერბერგი Meta $202.5 მლრდ $245.9 მლრდ 21.45% $43.4 მლრდ
სერგეი ბრინი Google $149.0 მლრდ $188.9 მლრდ 26.8% $39.9 მლრდ
 მასაიოში სონი SoftBank $30.7 მლრდ $74.2 მლრდ 142.01% $43.5 მლრდ
სტივ ბალმერი Microsoft $124.3 მლრდ $157.7 მლრდ 26.84% $33.4 მლრდ
მაიკლ დელი Dell, Broadcom $115.7 მლრდ $150.7 მლრდ 30.22% $35.0 მლრდ
ჰენრი სამუელი Broadcom $22.9 მლრდ $31.7 მლრდ 38.19% $8.8 მლრდ
არკადი ვოლოჟი Nebius $1.5 მლრდ $4.1 მლრდ 166.23% $2.6 მლრდ
ტენჩ კოქსი Nvidia $6.0 მლრდ $8.1 მლრდ 36.13% $2.2 მლრდ
ლიზა სუ AMD $0.9 მლრდ $1.5 მლრდ 59.57% $0.6 მლრდ
საფრა კაცი Oracle $2.1 მლრდ $3.3 მლრდ 57.14% $1.2 მლრდ
ჰერვი ჯოუნსი Nvidia $1.4 მლრდ $1.8 მლრდ 30.43% $0.4 მლრდ
 მაიკლ ინტრეიტორი CoreWeave $2.7 მლრდ $9.1 მლრდ 237.04% $6.4 მლრდ
ბრაიან ვენტურო CoreWeave $1.7 მლრდ $5.7 მლრდ 235.29% $4.0 მლრდ
ბრანინ მაკბი CoreWeave $1.3 მლრდ $4.2 მლრდ 223.08% $2.9 მლრდ
ჯეკ კოუჯენი CoreWeave $1.0 მლრდ $3.3 მლრდ 230% $2.3 მლრდ
პიტერ სალანკი CoreWeave $0.4 მლრდ $1.6 მლრდ 300% $1.2 მლრდ
კოლიტ კრესი Nvidia $0.7 მლრდ $1.0 მლრდ 42.86% $0.3 მლრდ
Previous Post

Forbes: ტრამპი მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა

Next Post

საქართველოს ბანკი x თბილისის მშრალი პორტი: 22-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ცვლის რეგიონულ ლოგისტიკას

Salo Papalashvili

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result