Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მილიარდერები კიდევ უფრო მდიდრდებიან – აშშ-ში იზრდება ქონებრივი უთანასწორობაც

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
მილიარდერები კიდევ უფრო მდიდრდებიან – აშშ-ში იზრდება ქონებრივი უთანასწორობაც
0
SHARES
0
VIEWS

ივლისის ბოლოსათვის, მილიარდერთა ქონებამ $10.2 ტრილიონს მიაღწია და ახალი რეკორდის დამყარებაც მოასწრო. ეს ყოველივე კი – პანდემიის გამო – მილიონობით უმუშევარი ადამიანის გაღატაკების ფონზე მიმდინარეობს.

შვეიცარიულ ბანკ UBS-სა და საკონსულტაციო ფირმა PwC-ის მტკიცებით, მილიარდერთა ქონებამ 2017 წლის რეკორდი – $8.9 ტრილიონი მოხსნა. იმატა მილიარდერთა რაოდენობამაც – 2 158-დან (2017 წელს) 2 189-მდე.

ყველა მილიარდერის ქონება არ გაზრდილა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ქონება 50%-ით გაზარდა. მაგალითისათვის, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში მოღვაწე მილიარდერებმა ქონება 50%-ით გაზარდეს; ტექნოლოგიის სფეროში მყოფებმა – 42.5%-ით; ხოლო გართობის, ფინანსური მომსახურებებისა და უძრავი ქონების ბაზრებზე მომუშავეებმა – მხოლოდ 10%-ით.

UBS-ს გლობალური პერსპექტივისაგან განსხვავებით, “პოლიტიკის სწავლის ინსტიტუტმა“ და “ამერიკელები გადასახადთა სამართლიანობისათვის“ ამერიკელ მილიარდელთა ქონების ზრდა შეისწავლეს. მათი დასკვნით, კორონავირუსის მიერ გამოწვეული ჩაკეტვის შემდგომ, აშშ-ის მილიარდელთა ქონება $792 მილიარდით (ან 27%-იანი ზრდა) გაიზარდა. მათი გაერთიანებული ქონების ღირებულება $3.7 ტრილიონს აღემატება.

თუმცა, ზოგი მილიარდერი უფრო თანაბარია, ვიდრე მათი კოლეგები. Amazon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი, ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია, რომელთა ქონებამაც 60%-ით მოიმატა (მიაღწია რა $195 მილიარდს). ილონ მასკის ქონება კი პანდემიის შემდგომ გასამმაგდა, $85 მილიარდამდე.

ამავე კვლევის მტკიცებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის გადასახადთა შემცირებები მილიარდელების ქონების შენარჩუნებაში დაეხმარა.

ჩაკ კოლინსის, “უთანასწორო პოლიტიკათა სწავლის ინსტიტუტის“ უფროსი, განცხადებით, “მილიარდერთათვის, დღევანდელი ეკონომიკა ერთობ პოლარიზებულია“.

“მილიარდერთა პანდემიისაგან მომხვეჭელობას თუ გავითვალისწინებთ, ამერიკის საგდასახადო სისტემა მათთვის უნდა გამკაცრდეს, რათა ამ უფსკრულიდან როგორღაც ამოვძვრეთ,“ – დაამატა ფრენკ კლემენტემ, რომელიც “ამერიკელები გადასახადთა თანასწორობისათვის“ აღმასრულებელი პრეზიდენტია. “მილიარდერთათვის გადასახადების შემცირებით, პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ამერიკელი ხალხის მოთხოვნებისაგან შორსაა, რადგან უმდიდრესი მოქალაქეები ჩვეულებრივ მოსახლეთა სიდუხჭირისაგან შორს არიან.“ 

ზოგი CEO, როგორებიცაა Zoom-ის მთავარი აღმასრულებელი ერიკ იუანი და ბეზოსი, ჩაკეტვებისაგან შექმნილი ბუმით სარგებლობენ. სხვებმა კი სახელმწიფო დახმარებით მიიღეს მოგება. მაგრამ მილიარდელთა უმეტესობის ქონება მზარდმა ინვესტიციებმა გააფართოვა, რაც, თავის მხრივ, საფონდო ბირჟის სახელმწიფოსაგან წახალისების გამო მოხდა.  

პანდემიის მიერ ეკონომიკის გაცამტვერების გამო, აგრეთვე, იზრდება უკვე არსებული ქონებრივი უთანასწორობაც.  

“ქონების უაღრესად მცირე ხელებში კონცენტრაცია მორალური კატასტროფაა, თუმცა ფენომენი სოციალურ-ეკონომიკურადაც დამანგრეველია,“ – განუცხადა ლუკ ჰაილიარდმა, High Pay Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Guardian-ს, – “მსგავსი მოგებისა და ქონების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თანამშრომლებს ხელფასი მოუმატოს, ან აწეული გადასახადებით საჯარო სერვისები გააუმჯობესოს. UBS-ის დასკვნებით მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, რაც კაპიტალიზმის გაუმართავობის ნიშანია.“

UBS-ის ხელძღვანელმაც, იოსეფ სტადლერმა, აღიარა რომ მილიარდელთა მზარდმა ქონებამ შესაძლოა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ როდესაც მილიარდერების მოგება მილიონობით ადამიანის სიდუხჭირეს დაემთხვა. “პოლიტიკის სწავლის ინსტიტუტის“ გათვლებით, 400-მა ამერიკელმა მილიარდერმა 2008 წლის რეცესია სამი წლის შემდგომ დასძლია და მომდევნო ათწლეულში ქონებას 80%-იც კი მიამატა. შედარებისათვის, უღარიბეს ამერიკელთა 80%-მა ეკონომიკური ყოფის ჩვეულ რიტმში დაბრუნება დღემდე ვერ მოახერხა.

სახელმწიფო ჩარევებმა, უთუოდ, გაზარდა მილიარდერთა ქონება, თუმცა მთავრობის ჩაურევლობამ 8 მილიონი ამერიკელის გაღატაკებაც გამოიწვია, – აცხადებენ Columbia University-ის მკვლევარები. დამატებითი სტიმულის არარსებობამ და ფედერალური უმუშევრობის შეღავათების ამოწურვამ – გასული სამი თვის განმავლობაში – 6 მილიონი ამერიკელი სიღარიბის ზღვარს ჩამოაცილა, – ასკვნის Notre Dame-ისა და University of Chicago-ს ერთობლივი კვლევა.

გლობალურად, სიტუაცია გაცილებით უარესია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდგომ, დაახლოებით 88-დან 114 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა, გამოიმუშავებს რა $1.90-ზე ნაკლებს დღეში. დღესდღეობით, უკიდურეს გაჭირვებაში 700 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ უკანასკნელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება.  

“ეს თაობის ყველაზე დიდი ეკონომიკური უკუსვლაა“ – განუცხადა Wall Street Journal-ს. კაროლინა სანჩეს-პარამომ, მსოფლიო ბანკის უმწეობისა და თანასწორობის გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის აზრით, პრობლემა განვითარებად ქვეყნებში უფრო იგრძნობა, ვიდრე “მდიდარ ქვეყნებში,“ რადგან სახელმწიფო პროგრამების შექმნის რესურსები შედარებით ღარიბ ეკონომიკებს არ გააჩნიათ.

რესპუბლიკელების წინააღმდეგობა რომ არა, შეერთებული შტატები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა, გასულ თვეს კონგრესი სწორედ უთანასწორობის ზრდასა და ამ უკანასკნელის ეკონომიკის აღდგენაზე უარყოფით გავლენაზე გააფრთხილა.

“ეს ფაქტორები აფერხებენ ჩვენ ეკონომიკას,“ – განაცხადა მან, – “თუ საუკეთესო შედეგის ჩვენება გვსურს, მაშინ კეთილდღეობა ფართოდ უნდა გავავრცელოთ.“

ზოგი ანალიტიკოსის მტკიცებით, თავად პაული და ფედერალური სარეზერვო სამსახური არიან ამ უთანასწორობის შემოქმედნი და, თუ Associated Press-ს დავუჯერებთ, მათი პოლიტიკა “მეტწილად მეწილეებს არგებთ.“

Previous Post

Outrider Management: Frontera-ს მენეჯმენტი სისტემატიურად არღვევდა ვალის მომსახურების ვალდებულებას

Next Post

Billionaires Now Collectively Hold a Record-Breaking $10 Trillion in Wealth

მაგდა დოლიძე

Next Post
Billionaires Now Collectively Hold a Record-Breaking $10 Trillion in Wealth

Billionaires Now Collectively Hold a Record-Breaking $10 Trillion in Wealth

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result