Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოსაზრება
0
მიკროსაფინანსო სექტორის მომავალი
0
SHARES
0
VIEWS

მიკროსაფინანსო ინდუსტრიას მის დაახლოებით ოცწლიან ისტორიაში სამი გამოკვეთილი კრიზისი ახსოვს: პირველი იყო 2008 წლის ომი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, მეორე – 2012 წლამდე იმდროინდელი ხელისუფლების მიერ სექტორის მიმართ განხორციელებული იერიში, ხოლო მესამე – 2018 წლის რეგულაციები. მაშინ როცა წინა კრიზისებიდან უფრო გაძლიერებულები გამოვედით, ჯერჯერობით ადრეა შარშანდელი ცვლილების შედეგის სრული შეფასება. 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზარალი 50 მილიონ ლარზე მეტია.

რა უძღოდა რეგულაციების აღნიშნულ ტალღას?

მომხმარებელთა უფლებების იგნორირება და ზრდის მეტად მაღალი და არამდგრადი ტემპი. ყოველივე ეს ინდუსტრიის სიჭრელით, სუსტი ლიდერშიპით, არაადეკვატური რეგულაციებით, პოლიტიკური კონიუნქტურითა და სუსტი ზედამხედველობით იყო გამოწვეული. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ვახსენო, რომ აღნიშნული სიტუაციის შექმნაში ბაზრის ყველა მონაწილეს ერთნაირი წვლილი არ მიუძღვის, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, მათი მცირე ნაწილი ჯიუტად იცავდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს. დღეს ასიათასობით მომხმარებელი კარგად იცნობს და ენდობა ამ ორგანიზაციებს. 

მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რაც მცირე ზომის სამომხმარებლო სესხის ონლაინ გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. მოხდა სესხის გაცემის გაციფრულება (დიგიტალიზაცია), რამაც პროცესი უფრო სწრაფი და მოხერხებული გახადა, ხოლო გადაწყვეტილება დაეყრდნო დიდი მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს. ონლაინ სესხების ინდუსტრიის ზრდამ, რომელმაც ორ წელიწადში იმაზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა, ვიდრე მიკროსაფინანსო სექტორმა მანამდე, მთელი ათი წლის განმავლობაში, მოულოდნელად შეუქცევადი სახე მიიღო. მთავარი გახდა რეკლამით მომხმარებლის “დაბომბვა”, რაც შეიძლება ბევრი სესხის რაც შეიძლება მაღალ საპროცენტო განაკვეთში გაცემა, რაც დაფარავდა რისკის არაბუნებრივად მაღალ ხარჯს. მოგების მარჟა იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი კომპანიები არც კი ითვლიდნენ, მაგალითად, ვალუტის კურსთან დაკავშირებულ დანაკარგებს. რა თქმა უნდა, აქაც იყო გამონაკლისები და ზოგადად – გონივრულ ფარგლებში – ონლაინ სესხის პროდუქტსაც მოჰქონდა და მომავალშიც შეეძლო მოეტანა სარგებელი მომხმარებლისთვის. მომსახურება განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობდა, რომლებსაც ონლაინ სესხი, თუნდაც რამდენიმე ასეული პროცენტის საფასურად, უფრო გამჭვირვალედ და მისაღებად მიაჩნდათ, ვიდრე სესხისთვის ბანკის ან მისო-ს ფილიალში მისვლა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის ანგარიშში (გვ. 129) დააფიქსირა შემდეგი: “გამსესხებელი, როგორც წესი, გაზრდილი რისკის ხარჯს ფასში ასახავს, თუმცა არ ითვალისწინებს იმ დამატებით ხარჯს და თანამდევ უარყოფით მოვლენებს, რასაც ეკონომიკაში გადახდისუუნარო და ვალაუვალი სამუშაო ძალის ზრდა იწვევს. ეროვნული ბანკის ანალიზი მიუთითებს, რომ აშკარაა ბაზრის ჩავარდნა და საჭიროა რეგულაციების შემოღება, რომლებიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს დაამკვიდრებს. 

2018 წელს, უკვე განხორციელებულ რამდენიმე საფუძვლიან რეგულაციას (მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები, საპროცენტო განაკვეთის ჭერი და მიკროსაფინანსო სექტორის პრუდენციული რეგულირების ჩარჩო) დაემატა ყველაზე რევოლუციური – ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი. აღნიშნული რეგულაცია  შემოსავლების დადგენისა და კრედიტუნარიანობის შეფასებას სესხის გაცემის წინაპირობად უწესებს ყველა საკრედიტო ორგანიზაციას. 

ამ ცვლილებამ დრამატულად შეცვალა საცალო დაკრედიტების ბაზარი. 100,000 ლარამდე სესხებისთვის მისი ზომა დაახლოებით 6.5 მილიარდი ლარია. ეს ბაზარი, რომელიც წლიურად დაახლოებით 15-25%-ით იზრდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველი კვარტალის მონაცემებით ოდნავ – 1.2%-ით შემცირდა. შემოსავლის დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში მომხმარებლებს შეეზღუდათ სამომხმარებლო სესხის მიღების შესაძლებლობა. საკრედიტო საქმიანობა ლიცენზირებას დაექვემდებარა და გაძლიერდა მარეგულირებლის კონტროლი სესხის გაცემის სტანდარტებზე. ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, კვალიფიციური მოთხოვნის შემცირება, ანუ საცალო საკრედიტო ბაზრის შეკუმშვა, ხოლო მეორე მხრივ – მოსახლეობისთვის კრედიტზე წვდომის შემცირება. დღეს უკვე მომხმარებლებს შორის დაფასდა კარგი საკრედიტო ისტორია და საჭირო გახდა შემოსავლების დადასტურება, რაც მარტივი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც სახელფასო შემოსავალი საოჯახო მეურნეობათა შემოსავლების მხოლოდ 45.8%-ს შეადგენს.

წარსულში საკრედიტო ბაზარი ხასიათდებოდა პარალელური სესხების მაღალი მაჩვენებლით (საშუალოდ 4 სესხი თითო მომხმარებელზე). ხშირად მომხმარებელი ვერ ემსახურებოდა ერთ სესხს და პარალელური სესხისთვის სხვა ორგანიზაციას მიმართავდა. კრედიტზე წვდომის უეცარმა შემცირებამ გამოიწვია ვადაგადაცილებების ზრდა. ამას დამატებით ხელი შეუწყო როგორც სასოფლო-სამეურნეო შემოსავლების კლებამ 2018 წელს, ასევე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა მღელვარებამ. შედეგად, საცალო დაკრედიტების პრაქტიკულად მთელი ბაზრისთვის დაახლოებით გაორმაგდა საეჭვო ვალების რეზერვის ხარჯი.  

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის შემცირების კვალდაკვალ, მცირდება მიწოდებაც. 2019 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების რაოდენობა ბოლო 12 თვეში 73-დან 61-მდე შემცირდა  (16.4%-იანი კლება), ასევე შემცირდა ფილიალების რაოდენობა (8.5%-ით) და სექტორში დასაქმებულთა რიცხვი (14%-ით). ეს შემცირება გრძელდება და, სავარაუდოდ, ყველაზე საგრძნობი ივლისში გახდება, როცა ძალაში კაპიტალსა და ლიკვიდობასთან დაკავშირებული მძიმე მოთხოვნები შევა. 

როგორი იქნება ბაზრის ახალი წონასწორობა, რთული სათქმელია, თუმცა აშკარაა მწვავე კონკურენცია, მათ შორის, კომერციული ბანკების მხრიდან, რომლებიც ახალი მომხმარებლების მოზიდვით ცდილობენ დააკომპენსირონ საცალო დაკრედიტებიდან შემცირებული შემოსავლები. 

ამ ფონზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგომარეობას ამძიმებს, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი და საკრედიტო პორტფელის ზრდის შემცირებული ტემპი (2019 წლის პირველ კვარტალში 1.2%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით) და, მეორე მხრივ, გაზრდილი ხარჯები, რომლებიც მომდინარეობს მკაცრი კოეფიციენტების, რისკის გაზრდილი ხარჯისა და საცალო დაკრედიტების ახალი მოთხოვნებისგან, რაც შეუქცევადად იწვევს ოპერაციული ხარჯების ზრდას. კაპიტალის მაღალი მოთხოვნები კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის სექტორში ინვესტიციას, შესაბამისად, სასესხო კაპიტალის მოზიდვას და აფერხებს ინდუსტრიის ზრდას. 

არსებობს თუ არა გამოსავალი ამ კრიზისიდან?

რა თქმა უნდა, არსებობს. ბოლო მონაცემებით, ბაზრის ცალკეული მონაწილე აფიქსირებს ზრდის დინამიკას. მნიშვნელოვანია, არ გაგრძელდეს ვადაგადაცილებული აქტივების ზრდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მიდგომებით დაფინანსებული სესხები უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 

ბოლო ხანს, ვფიქრობ, გაჩნდა კონსენსუსი, რომ ეკონომიკის ზრდა მოითხოვს ფინანსებზე ისეთ წვდომას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ კომერციული ბანკების კრედიტზე, არამედ ფინანსური შუამავლობის მრავალ სხვა ფორმაზე, მათ შორის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს და ფასიანი ქაღალდების ბაზარს. მიკროსაფინანსო სექტორი თავისი თავდაპირველი არსით წარმოადგენს განვითარების ინფრასტრუქტურას მიკრო- და მცირე მეწარმეობისთვის. იმ ბაზარზე, სადაც ბიზნესის ფორმალიზების დონე და აღრიცხვის სტანდარტი ძალზე დაბალია, ფინანსური ანალიზის ალტერნატიული ტექნოლოგია და მიკროსაფინანსო სექტორის ცოდნა შეუფასებელია. 

ამ კრიზისიდან გამოსვლა დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, მენეჯმენტსა და ინვესტორებზე, თუმცა განსაკუთრებული როლი სექტორის მარეგულირებელს – საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება. მისი ძირითადი გამოწვევა თანაბარი კონკურენციის უზრუნველყოფაა. ამის მიღწევა მისო-ების წინაშე არსებული ბარიერების მოხსნითაა შესაძლებელი, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ – ბანკების მსგავსად – მიიღონ არასაკრედიტო შემოსავლები, ჰქონდეთ დაშვება შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე, სრულად მოემსახურონ თავიანთ მომხმარებელ იურიდიულ პირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული საბანკო ანგარიშის გახსნის აუცილებლობა, რაც მომხმარებელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზია. სასურველია, შემუშავდეს უფრო ლიბერალური მიდგომა როგორც პრუდენციული რეგულირების, ასევე დაკრედიტების სტანდარტების მიმართულებით და რაც მთავარია – იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს სექტორის განვითარებას და მის გლობალურ ბაზრებზე გავრცელებას, სებ-მა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი ფინანსურ სტაბილურობასა და ინოვაციების ხელშეწყობას შორის. 

ავტორი: არჩილ ბაკურაძე, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

Previous Post

დონალდ ტრამპის კაბინეტი – Forbes-მა თეთრი სახლის თანამშრომლების ქონება დათვალა

Next Post

Forbes: Грузия в центре внимания

მაგდა დოლიძე

Next Post
Forbes: Грузия в центре внимания

Forbes: Грузия в центре внимания

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result