Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
PwC: უკვე მესამედ, ყაზახეთის საუკეთესო CEO მიხეილ ლომთაძეა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Forbes-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO მიხეილ ლომთაძე გახდა, რომლის ქონებასაც გამოცემა $5 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია. $200 მილიონით უფრო მცირეა ექს-პრემიერ ივანიშვილის ქონება, რომელიც Forbes-ის თანახმად, $4.8 მილიარდია. ამ მაჩვენებლით ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 632-ე ადგილს იკავებს.

მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ანუ IPO-ს შედეგად გახდა. KASPI-ის IPO 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი იყო და მის შედეგად, ლომთაძემ და ვიაჩესლავ კიმმა, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავდაპირველად $2 და $2.5 მილიარდი დოლარი დააგროვეს. 2021 წლის აპრილში კი ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს, ვიაჩესლავ კიმი კი 24.5%-იან წილს ფლობს.

მიხეილ ლომთაძის ასეთი სწრაფი გამდიდრება KASPI-ის აქციების ღირებულების მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რადგან მისი ქონების მთავარი წყარო სწორედ ფინანსურ ორგანიზაციაში არსებული წილია. 2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია $40 ღირდა, დღეს კი ერთი აქციის ფასი $114 დოლარია. სწორედ ასეთი ზრდის შედეგად, ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, რომლის ქონებასაც ფორბსი რეალურ დროში $5.5 მილიარდად აფასებს.

Kaspi-ს შესახებ:

Kaspi-ს სერვისს ყოველთვიურად ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi-ს საგადახდო სისტემაზე ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.

დღეს Kaspi სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია:

  • საგადახდო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან ციფრული ბანკის მეშვეობით სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა არის შესაძლებელი.
  • Kaspi ამავდროულად არის მარკეტპლეისი, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი საგანვადებო სერვისი, რომლის პროვაიდერიც უშუალოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა, რომელსაც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46% ეკავა.
  • სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად Kaspi მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.

„Kaspi-ს მსგავს ფართო სერვისს მომხმარებლებს არც ერთი სხვა ბიზნესი არ სთავაზობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა Alibaba-ს პრეზიდენტთან, არა ჯეკ მასთან, არამედ მის ამერიკელ აღმასრულებელთან, რომელმაც ვერ დაიჯერა, რომ ყაზახეთში ამგვარი ტექნოლოგიური კომპანია არსებობს“, – განაცხადა ლომთაძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთავარი შესაძლებლობა მუდმივად ახალი სერვისების შექმნაზე მუშაობაა.

Kaspi თავიდანვე ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა, 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან კი, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, მას Kaspi Bank-ი ეწოდა.

Previous Post

Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

Next Post

Social Impact Award-ის ფინალისტი „მწვანე“ საწარმოები, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Social Impact Award-ის ფინალისტი „მწვანე“ საწარმოები, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ

Social Impact Award-ის ფინალისტი „მწვანე“ საწარმოები, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result