• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home ბიზნესი

მეზღაპრე მისტერ ლო

by Davit Tsiramua
April 12, 2024
in ბიზნესი, ბიზნესი, გამოძიება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
მეზღაპრე მისტერ ლო

ფოტო: ხოსე სარმენტო მატოსი

0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
წლების განმავლობაში, კალვინ ლო შეუსვენებლად წარმოაჩენდა თავს მოგზაურ მილიარდერ ფინანსისტ-ფილანთროპად, შამპანურის ტოპ-კლასის კოლექციით, სახლებით სამ კონტინენტზე, ეგზოტიკური მანქანების ავტოპარკითა და ინვესტიციებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და F1-ის გუნდში. ეს ყველაფერი გადასარევია – თუმცა ცუდია, რომ ეს (ძირითადად) გამონაგონია.

გასული წლის სექტემბრის თბილ დილას კალვინ ლო Forbes-ის რედაქტორს მისი ოჯახის სიცოცხლის დაზღვევის საბროკერო ფირმის, R.E. Lee International-ის ჰონგ-კონგის ოფისში შეხვდა. სამნაწილიან კოსტიუმში უნაკლოდ გამოწყობილი, ჰალსტუხითა და შესაბამისი ჯიბის ხელსახოცით, ლო რედაქტორთან ერთად იჯდა ტყავგადაკრული წიგნებით, გემოვნებით მოხატული ვაზებითა და ხის პანელებით უხვად მორთულ თავის საკონფერენციო დარბაზში.

რედაქტორი მან Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგის განსახილველად დაიბარა. ლოს, რომელიც R.E. Lee International-ის აღმასრულებელი დირექტორია, „აინტერესებდა“, როგორ აფასებენ აზიის სხვა მილიარდერები რეიტინგებს. მან განმარტა, რომ ის „დილემის“ წინაშე აღმოჩნდა იმასთან დაკავშირებით, უნდა მიეწოდებინა თუ არა Forbes-ისთვის დამატებითი დოკუმენტაცია მისი სიმდიდრის შესახებ რეიტინგებში მოსახვედრად. ხანდაზმულ, უფრო ტრადიციულ მაგნატებს კონფიდენციალურობის შენარჩუნება სურთ, განმარტა მან, ხოლო მეორე და მესამე თაობის მდიდრები უფრო გახსნილები არიან და ზოგიერთი, ვისაც ის იცნობდა, მას რეიტინგებში მოხვედრისთვის ამხნევებდა. „თქვენ ძალიან გაგიმართლათ, ძალიან კარგად მუშაობთ“, – ლოს სიტყვებით, მას ასე ეუბნებოდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რეიტინგში მოხვედრა შეიძლება კარგი იყოს მისი ძირითადი ბიზნესისთვის: სადაზღვევო პოლისების ულტრამაღალი ღირებულების მქონე პირებისთვის მისაყიდად. „ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი სამიზნე ბაზარია“, – დასძინა მან.

ლოს „დილემა“ სინამდვილეში სამსახიობო თამაში იყო. ამ შეხვედრის დროისთვის მას ორ წელზე მეტი ჰქონდა გატარებული, რომ ამა თუ იმ ხრიკებით მილიარდერთა რეიტინგში მოხვედრილიყო. 2020 წლიდან, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სულ მცირე, ოცჯერ მაინც დაუკავშირდა Forbes-ის თერთმეტ სხვადასხვა რეპორტიორს.

მათ ის „ყველაზე შეუმჩნეველ მილიარდერ ფილანთროპად“ და „მსოფლიოში ყველაზე პრივატულ და მიუწვდომელ მილიარდერ ინვესტორად“ დაასახელეს. მათ დააგზავნეს ათზე მეტი დოკუმენტი, ზოგიერთი მათგანი ბეჭდით „პრივატული და კონფიდენციალური“, რომლებიც, სავარაუდოდ, მის რეპუტაციასა და სიმდიდრეს ადასტურებდა.

თავდაპირველად Forbes-ი ამ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამდა. ხალხის დაუჯერებელი რაოდენობა ცდილობს ყოველწლიურად ჩვენი მილიარდერების რეიტინგში მოტყუებით მოხვედრას, და, ერთი შეხედვით, ლო უბრალოდ არასაკმარისად მდიდარი ჩანდა. R.E. Lee International-ი კარგად არ იყო ცნობილი ჰონგ-კონგში, სადაც Forbes-ს ექვსკაციანი სარედაქციო ბიურო აქვს, და დაზღვევის პოლისების გადაყიდვით მილიარდების გამომუშავება ნაკლებსავარაუდოდ ჩანდა.

მაგრამ პიტჩინგი არ წყდებოდა და რაც დრო გადიოდა, უამრავი მედიასაშუალება, მათ შორის BBC, CNBC, Daily Express-ი, Daily Mirror-ი, Financial Times-ი, Independent-ი, Nikkei Asia, Reuters-ი და South China Morning Post-ი ავრცელებდნენ სიუჟეტებს, რომლებშიც ლოს მილიარდერს უწოდებდნენ და წარმოგვიდგენდნენ მის შეხედულებებს ყველაფერზე – შამპანურით დაწყებული, კრიპტოთი დამთავრებული. ამ ისტორიებიდან ბევრმა მოიხსენია Forbes-ი, როგორც წყარო, და ლოს ერთ-ერთმა პუბლიცისტმა გაგზავნა იმეილი, სადაც ის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის წევრად სახელდებოდა. ჩვენი ერთ-ერთი დამოუკიდებლად მოქმედი ლიცენზირებული გამოცემის, Forbes Middle East-ის ვებგვერდზეც კი იყო სტატია, რომელიც მას მილიარდერს უწოდებდა; გამოძიების შემდეგ ეს „სტატია“ ლოს გუნდის დაფინანსებული ფასიანი „რეკლამა“ აღმოჩნდა, და ის უკვე წაშლილია. ის არასდროს ყოფილა Forbes-ის რეიტინგებში და დადგა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

ჰონგ-კონგში ეს პირველი შეხვედრა გადაიზარდა თითქმის ერთწლიან გამოძიებაში, რომლის დროსაც Forbes-ი ესაუბრა მინიმუმ ორმოც ადამიანს ექვს ქვეყანაში და გადაქექა დოკუმენტების ასობით გვერდი, რომლებიც საგულდაგულოდ გამოყოფს ლოს ფაქტებს (იშვიათობა) ლოს გამონაგონისგან (ყველაფერი დანარჩენი).

ლო წარმოგვიდგინეს, როგორც აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელი R.E. Lee International-ისა, რომელიც „მსოფლიოში სიცოცხლის დაზღვევის უდიდესი ბროკერია“ დაახლოებით $1 მილიარდის პრემიით, და როგორც R.E. Lee Capital-ის დამფუძნებელი, აქტივების მენეჯერი $8-დან 10 მილიარდამდე აქტივებით, პრესრელიზების შესაბამისად. მას აღწერდნენ, როგორც Harvard-ში განათლებამიღებულ ინვესტორს, რომელმაც 2018 წელს $1.2 მილიარდი გადაიხადა მისი პირადი საინვესტიციო ფონდიდან, R.E. Lee Octagon-იდან, ტაიპეიში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Mandarin Oriental-ის შესაძენად; ქველმოქმედი, რომელმაც დააარსა $250 მილიონის საქველმოქმედო ფონდი; და რამდენიმე სახლის მფლობელი მსოფლიო მასშტაბით. ის ასევე ითვლებოდა „აზიის ყველაზე დიდ ინვესტორად, შამპანურის კოლექციონერად და Gulfstream G650 კერძო თვითმფრინავის ერთ-ერთ პირველ მფლობელად აზიაში“. ჰო, და კიდევ, ის ასევე იყო ლეგენდარული უილიამსის ფორმულა 1-ის სარბოლო გუნდის ინვესტორი.

დაუჯერებელი ამბავი – მიუხედავად კალვინ ლოს მტკიცებისა, რომ მას ეკუთვნის Mandarin Oriental-ი, Taipei (ზემოთ), ფეშენებელური სასტუმრო ქალაქის სონგშანის რაიონში, 2014 წელს გახსნის დღიდან ტაიპეის სასტუმროს ოპერატორ Kai Tai Fung International-ის მფლობელობაშია.

ამ განაცხადების უმეტესობა ვერ დადასტურდა. სხვები კი აბსოლუტური ტყუილია. მას არა აქვს წილი F1-ის სარბოლო გუნდში. ის არ ფლობს Mandarin Oriental-ს ტაიპეიში. მისი სახლები, მისი მოწოდებული მისამართებიდან გამომდინარე, მის მშობლებს ან სხვა ადამიანებს ეკუთვნის. Harvard Business School-ს არა აქვს ჩანაწერი, კალვინ ლოს სახელით კურსდამთავრებულის შესახებ. როგორც ჩანს, არ არსებობს მისი საქველმოქმედო ფონდი და არც R.E. Lee Octagon-ი. R.E. Lee Capital-მა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლო სინამდვილეში ფირმაში არააღმასრულებელი ინვესტორის შვილია, მისი დედის, რეგინა ლის მონაწილეობა ბიზნესში (ის მისი თავმჯდომარეა) „არასწორად არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ასოციაცია მისტერ ლოსა და ჩვენს კომპანიას შორის“. R.E. Lee Capital-მა ასევე დაადასტურა, რომ მას მართვის ქვეშ არა აქვს $8-დან 10 მილიარდამდე სავარაუდო აქტივები.

რაც შეეხება ლოს სადაზღვევო ბიზნესს, R.E. Lee International-ს, მაღალი თანამდებობის ყოფილი თანამშრომელი თვლის, რომ გასულ წელს მას არ შეეძლო $800 მილიონზე მეტის (ნომინალური ღირებულება) პოლისების შუამავლობის გაწევა. Forbes-ის შეფასებით, კომპანიის ღირებულება დაახლოებით $60 მილიონია. უფრო რთულია იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ის სინამდვილეში. ლოს დედამ იყიდა ფირმა, რომლის მშენებლობაშიც მან წვლილი 2015 წელს შეიტანა. შესაძლოა, მან ის შვილს აჩუქა. რეგინა ლი და ფრენსის ლო, კალვინის მამა, ფლობენ მინიმუმ ორ ბინას პიკზე, ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ საცხოვრებელ ზონაში, ისევე როგორც R.E. Lee International-ის 4045 კვადრატული ფუტის ოფისს ჰონგ-კონგის ცენტრალურ ბიზნესუბანში და ბინას ვანკუვერში. ეჭვგარეშეა, რომ მისი ოჯახი მდიდარია, მაგრამ ისინი არ არიან ისე მდიდრები, როგორც ის ამბობს. საერთო ჯამში, Forbes-ის შეფასებით, ლო და მისი მშობლები $200 მილიონზე ნაკლებს ფლობენ – ერთად.

Forbes-მა ლოს და მის დედას კითხვების გრძელი სია გაუგზავნა და კომენტარი სთხოვა. საპასუხოდ, იურიდიულმა ფირმამ გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყველა ინსინუაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კლიენტი იყო არაკეთილსინდისიერი, მცდარი ან სხვაგვარად არაეთიკური, მის მიერ კატეგორიულად უარყოფილია“.

ის არ არის პირველი ადამიანი, ვინც Forbes-თან მოიტყუა თავისი ქონების სიდიდის შესახებ. გამოჩენილი ფინანსური მეზღაპრეები არიან დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი და რეალითი ტელევიზიის ვარსკვლავი და კოსმეტიკური მეწარმე კაილი ჯენერი. სხვები ბევრს მუშაობენ დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაზე: ათი წლის წინ საუდის არაბეთის პრინცმა ალვალიდ ბინ ტალალმა Forbes-ის რედაქტორებს გაუგზავნა მწვანე ტყავის ჩანთები, რომლებიც მინიმუმ 10 ფუნტს იწონიდა, სავსე ჟურნალების ყდის ყალბი „რეპრინტებით“, მათ შორის ჯეტ-სეტის პოზებით, ვითომ Vanity Fair-ისთვის და ორი ყალბი Time 100-ეულის ყდა. იყო Forbes-ის „რეპრინტებიც“, რომელშიც ის ყდიდან ძლევამოსილად გვიმზერს, სტივ ჯობსის სტილის შავი გოლფით და წარწერით „მსოფლიოს ყველაზე გამჭრიახი ბიზნესმენი“. არც ერთი ჟურნალი არ იყო რეალური.

ამ ეკიპაჟს შორისაც კი, ლო გამოირჩევა თავისი პრეტენზიების სითავხედითა და შეტოპვის სიღრმით. ეს მოიცავს არა მხოლოდ პიარ-ფირმებისა და იურისტების დაქირავებას მისი სიცრუის გასამყარებლად, არამედ ფინანსური დოკუმენტების გაყალბებასა და ფოტოებით მანიპულირებასაც. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ძლევამოსილმა ადამიანმა გვითხრა, რომ ისინი იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე არიან, ისინი, როგორც წესი, რაღაც უკეთესს იგონებენ, ვიდრე სხვისი აქტივების საკუთრად გამოცხადებაა. იმის შესახებ, თუ რატომ ხარჯავდა ის ამდენ ძალისხმევას თავისი ქონების გასაზვიადებლად, ლომ გასულ სექტემბერს მიანიშნა: „მე რომ ვინმეს ვეძებდე ამ [ფინანსური] სერვისებისთვის, ვისურვებდი, რომ ეს წარმატებული ადამიანი ყოფილიყო“.

ლოს შამპანურის კოლექცია აბსურდულ $250 მილიონად შეაფასეს. „არა მგონია, რომ $100 მილიონზე მეტი რეალური ფასი იყოს“
Christie’s-ის დირექტორი.

ფეს­ვე­ბი

ჰონგ-კონგის ამ ამბავმა წყნარი ოკეანის გავლით სიეტლამდე მიაღწია. ამერიკელმა ბიზნესმენმა, სახელად რობერტ ერლ ლიმ სწორედ აქ დააარსა ის, რაც მოგვიანებით გახდა R.E. Lee International-ი. ლიმ სადაზღვევო ინდუსტრიაში მუშაობა 1954 წელს დაიწყო; საბოლოოდ ის შეუდგა სადაზღვევო სააგენტოების გახსნას და შეძენას აშშ-ის დასავლეთსა და აზიაში. რაღაც მომენტში, ლიმ დაიქირავა რეგინა ლი (არანაირი ნათესაური კავშირი), ლოს დედა, რომელიც იყო საბროკეროს პირველი გამყიდველი რეგიონში. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რეგინამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფირმის გაფართოებაში, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი აზიაში, ვინც სიცოცხლის დაზღვევას სუპერმდიდრებს მიჰყიდდა.

ლო, რეგინასა და ფრენსისის ერთადერთი შვილი, დაიბადა ვანკუვერში, მაგრამ პირველი ცხრა წელი გაატარა ჰონგ-კონგში, სანამ კანადაში დაბრუნდებოდა, სადაც მოგვიანებით სწავლობდა Queen’s University-ში კინგსტონში, ონტარიოში. 1999 წელს ის დაბრუნდა ჰონგ-კონგში და 2003 წელს დაიწყო დედასთან მუშაობა R.E. Lee International-ში, მმართველი დირექტორის თანამდებობაზე, საბოლოოდ კი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

რაღაც მომენტში რეგინამ დაიწყო ლოს მდიდრული ცხოვრების წესის დაფინანსება. მოსამართლის თქმით, რომელიც უძღვებოდა 2014 წელს მის ცოლთან, ემილისთან განქორწინებას, რომელზეც ლო 2006 წელს დაქორწინდა, წყვილმა ზედმეტად ბევრი დახარჯა და რეგინასგან ლოს ფულის სესხება მოუწია. „მას დედამისი ამზადებდა, როგორც მაღალი დონის საინვესტიციო ბროკერს, ცხოვრების წესით, რომელიც მის ხელფასს აშკარად არ შეესაბამებოდა“, – დაასკვნა მოსამართლემ. პროცესის თანახმად, რეგინამ მას მისცა დაახლოებით $308,000, რომელიც მან 2004 წელს ლამბორგინის შესაძენად გამოიყენა და დაახლოებით $1.2 მილიონი, რომლითაც მან 2005 წელს სინგაპურის ბინა გაიფორმა. დედამ მისი ძვირად ღირებული გარდერობის ფულიც კი გადაიხადა. მოსამართლემ დაასკვნა, რომ ლოს წმინდა ქონება იმ დროისთვის დაახლოებით $3.6 მილიონი იყო – ეს არის მილიონი ასო-ბგერა „მ“-ით.

ტოქსიკური განქორწინების მწვავე მოსმენები სხვა მიზეზების გამო იყო მამხილებელი. დოკუმენტებში ემილი, რომელიც 2020 წელს 40 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა, ლოს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა. მან ის განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ასაკის თაობაზე ტყუილში დაადანაშაულა. (Forbes-ი დაუკავშირდა ემილის ოჯახს, მაგრამ მათ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.) მოსამართლემ გააკრიტიკა ის „პერიფერიული მტკიცებულებების“ მოყვანისთვის და აღნიშნა, რომ ასაკთან დაკავშირებით ლომ აჩვენა თავისი ორიგინალური პირადობის მოწმობა და პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის დაიბადა 1977 წლის ოქტომბერში. მაგრამ ეს არც ისე მარტივია. სასამართლო დოკუმენტში მისი დაბადების თარიღად 1977 წლის ოქტომბერია მითითებული, რაც მას 45 წლისას ხდის. მაგრამ ბოლო პიარ-წარდგენაზე ნათქვამია, რომ ის 46 წლის იყო, ხოლო ჯეინ გუდოლის ინსტიტუტის 2013 წლის წლიურ ანგარიშში, რომლის საბჭოშიც ის მცირე ხნით იჯდა, მისი დაბადების თარიღად 1971 წელია მითითებული, რაც მას 52 წლისად აქცევს.

Forbes-მა ასევე აღმოაჩინა უამრავი შეუსაბამობა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ლომ, ფაქტობრივად, დაამთავრა Queen’s University 1999 წელს, როგორც ის ამბობს, მაგრამ ვერ დაადასტურა Harvard Business School-ის ამბავი. უშედეგო აღმოჩნდა როგორც National Student Clearinghouse-ში, რომელიც ამოწმებს ხარისხს, ასევე Harvard-ის კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზებში ძიებები. Harvard-მა ასევე დაადასტურა, რომ მას არ ჰქონდა ჩანაწერი ამ სახელით HBS-ის ხარისხის მფლობელებს შორის. HBS-ის სააღმასრულებელო განათლების პროგრამამ თქვა, რომ ვერ შეამოწმებდა მონაცემთა ბაზას ლოს ავტორიზაციის გარეშე. მისი გარდაცვლილი ყოფილი მეუღლე და ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებდნენ, რომ მან დიპლომი გააყალბა.

ხელახლა შეხედვა – ფორმულა 1-ის დიდი გულშემატკივარი, კალვინ ლო ამაყობს „სუპერავტომობილების“ მრავალმილიონიანი კოლექციით, მათ შორისაა Ferrari, Lamborghini-ები, Rolls-Royce-ები და Pagani-ები. მისი განაცხადების დადასტურების მცდელობისას Forbes-ი წააწყდა სავარაუდოდ მანიპულირებულ ფოტოს: ლო Pagani-ის ფონზე. ზედა ფოტო არის Sotheby’s-ის აუქციონიდან; მეორე კი ლოს შესახებ რამდენიმე ონლაინ სტატიაში გამოჩნდა.

ამ თებერვალში Forbes-თან შეხვედრისას ლომ თქვა, რომ მუშაობდა Sun Life Financial-ში ბოსტონში და JP Morgan-ში ნიუ-იორკში. JP Morgan-მა დაადასტურა, რომ ის 2001-02 წლებში საინვესტიციო საბანკო განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ Sun Life-ს, რომელიც ყიდის სადაზღვევო პოლისებს ლოს ფირმის მეშვეობით, არა აქვს ჩანაწერი, რომ ის იქ მუშაობდა.

2015-ში, რობერტ ლი გარდაიცვალა და რეგინამ მისი ოჯახისგან იყიდა სადაზღვევო ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც მას ჯერ არ ჰქონდა. მან R.E. Lee International-ის შტაბ-ბინა სიეტლიდან ჰონგ-კონგში გადაიტანა და შესაძლებელია, რომ მან მთელი ბიზნესი საბოლოოდ ლოს გადასცა.

მაგრამ მისი მრავალი სხვა აქტივი ფანტაზიის ნაყოფია. Kai Tai Fung International-ის სპიკერმა, ტაიპეიში Mandarin Oriental-ის მფლობელმა Forbes-ს განუცხადა, რომ 2019 წელს გაიმართა დისკუსიები ლოსთან, მაგრამ გაყიდვა არ განხორციელებულა: „დღეის მდგომარეობით, არ არსებობს რომელიმე მხრიდან ტაიპეის Mandarin Oriental-ის შესყიდვის ფაქტი“.

იმავე თებერვლის შეხვედრაზე, ლომ ასევე გაიმეორა, რომ ის იყო Williams Racing-ის, F1-ის გუნდის ნაწილის მფლობელი, გუნდის მფლობელში, Dorilton Capital-ში $100 მილიონის ინვესტიციით. „ჩვენ შორის რომ დარჩეს, ვგულისხმობ, რომ არსებობს დიდი რაოდენობით NDA [გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებები], მე ნამდვილად მაქვს ამის ინტერესი, – გვითხრა ლომ. – მაგრამ მე არ შემიძლია ძალიან ბევრის თქმა“. უილიამსის გუნდის წყარო ამბობს, რომ არავინ იცოდა, ვინ იყო ლო და Dorilton-ის საქმეებში გათვითცნობიერებული ადამიანი გვეუბნება, რომ ის არასოდეს ყოფილა ინვესტორი ფირმაში ან Williams-ში.

თავდაპირველად ლომ უთხრა Forbes-ს, რომ მას ჰქონდა სახლები ექვს ქალაქში – ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ტოკიოში, ლონდონში, ვანკუვერსა და ლოს-ანჯელესში, მაგრამ როდესაც კედელთან მიაყენეს, მან ეს რიცხვი ხუთად გადააკეთა. საბოლოოდ მან მიაწოდა ოთხი ქონების მისამართი ჰონგ-კონგში და ერთიც სინგაპურში – მაგრამ უძრავი ქონების ჩანაწერებმა და დამატებითმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ ამ საკუთრებიდან ორი მისი მშობლების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ადამიანებს ეკუთვნის.

უცნაურია, რომ კანადელი მოქალაქისთვის, რომელიც ჰონგ-კონგის მკვიდრია, ლომ დაიქირავა ოთხი ტაილანდური იურიდიული ფირმა, ვინც მის ქონებას დაადასტურებდა. (როდესაც ჰკითხეს, რატომ დაიქირავა ტაილანდური იურიდიული ფირმები, ლომ გვითხრა, რომ ამ ადვოკატებს უკვე ჰქონდათ წვდომა მის ფინანსურ მონაცემებზე, გაურკვეველი გარიგების გამო, რომელსაც ის ტაილანდში აწარმოებდა.) ორმა ფირმამ Forbes-ს წერილები 2020 წლის მარტში და 2021 წლის მარტში გაუგზავნა და დაამოწმა მისი მილიარდი დოლარის ქონება. დანარჩენი ორი ფირმა ამ გაზაფხულზე გამოჩნდა და ამტკიცებდა, რომ ის კიდევ უფრო მეტ ქონებას ფლობდა.

ჩვენ გავგზავნეთ ორი რეპორტიორი ამ ფირმების მოსანახულებლად. ეს არ იყო ისეთი ოპერაციები, რომლებისგანაც მილიარდერი კლიენტების ყოლას მოელით. მაგალითად, ერთ-ერთის სათავო ოფისი იყო დაბალსართულიანი საბინაო კორპუსის პირველ სართულზე, უღიმღამო საცხოვრებელ უბანში, ბანგკოკის ცენტრალური ბიზნესუბნის მოშორებით. მისი ვიტრინა იუწყებოდა ვიზებთან, სამუშაო ნებართვებთან და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით დახმარების შესახებ. ადვოკატმა, რომელმაც ხელი მოაწერა Forbes-ის წერილს, ვერ გაიხსენა დეტალები ლოს ფინანსური დოკუმენტების შესახებ.

ოთხივე ფირმამ აღიარა, რომ ისინი მთლიანად ეყრდნობოდნენ ლოს მიერ მოწოდებულ ფინანსურ ანგარიშგებას. არც ერთი არ დაუკავშირდა აუდიტორებს და არ გადადგა რაიმე ნაბიჯი მათი კლიენტის მტკიცების დამოუკიდებლად გადამოწმებისთვის. ორმა ფირმამ – Pisut & Partners-მა და Chun & Chun Law-მა – Forbes-ს ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის ნებართვა მისცა, რომელშიც მოცემულია დეტალები მისი წმინდა ღირებულებისა და მისი საქველმოქმედო ფონდის, CFL Initiative, Global-ის შესახებ. არცერთმა არ მოგვცა დოკუმენტების ასლების გაკეთების უფლება. როდესაც Forbes-ი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, Pisut & Partners-მა თქვა, რომ იგი ადასტურებს თავის დასკვნებს და პრიორიტეტს ანიჭებს კლიენტების კონფიდენციალურობას.

ამის შემდეგ Forbes-მა სცადა ინფორმაციის დადასტურება აუდიტორებთან, მაგრამ უშედეგოდ. Longmeade Consult-ის დირექტორი, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში და, სავარაუდოდ, ხელს აწერს ლოს ფონდის ფინანსურ ანგარიშებს, ამბობს, რომ მის ფირმას არავითარი კავშირი არა აქვს ლოსთან და რომ მას არასოდეს სმენია საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ, სახელწოდებით CFL Initiative, Global-ი. რაც უფრო უცნაურია, როდესაც ჩვენ დავუკავშირდით ფონდის გენერალურ მენეჯერებად დასახელებულ პირებს, მათ არც არასდროს სმენოდათ ფონდის შესახებ. განცხადებაში ადვოკატებმა აჩვენეს, რომ Forbes-ს ჰქონდა რეგისტრირებული საქველმოქმედო ნომერი და რეგისტრირებული კომპანიის ნომერი. საქველმოქმედო ნომერი ეკუთვნის რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არ არის დაკავშირებული ლოსთან. კომპანიის ნომერი კი არასწორია. ბუღალტრულმა ფირმა PwC Hong Kong-მა, რომელმაც სავარაუდოდ გამოსცა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ლოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თქვა, რომ ლო მის კლენტებს შორის არ ირიცხება.

შემდეგ არის R.E. Lee Octagon-ი, ლოს ნახსენები კერძო საინვესტიციო ფირმა, რომლის მეშვეობითაც ის იდეაში ფლობს თავის უფრო გახმაურებულ აქციებს. ძნელია, იპოვოთ მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ფირმა საერთოდ არსებობს. ის არაა რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანის კუნძულებზე, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში. ივლისის ბოლოს ფირმას ჰქონდა ერთგვერდიანი ვებსაიტი ერთი იმეილის მისამართით, მაგრამ საიტი ახლა, როგორც ჩანს, გაუქმებულია.

სახალისო რაღაცებიც კი სავარაუდოდ ტყუილია. ლოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას ჰქონდა შამპანურის კოლექცია დაახლოებით მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულებით, რაც აბსურდულად მაღალი თანხაა. „არა მგონია, $100 მილიონ დოლარზე მეტი რეალური იყოს. ეს ნაკლებად სავარაუდოა“, – ამბობს ტიმ ტრიპტრი, ლონდონში Christie’s-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო დირექტორი და დასძენს, რომ აუქციონში მუშაობის 18 წლის განმავლობაში, ღვინის ისეთი ძვირფასი კოლექცია არასოდეს უნახავს.

ლო ასევე იკვეხნიდა Pagani Huayra BC-ის და სხვა იშვიათი სუპერმანქანების ფლობით. Forbes-მა იპოვა მისი ფოტო, სადაც ის Pagani Huayra Tempesta-ს გვერდით დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო გადაიღო ჰონგ-კონგში დაფუძნებული ჟურნალის Ming Pao Weekly-ის უსახელო მკითხველმა და ის 2018 წელს გავიდა Ming Pao, Entrepreneur and Money Digestში. მაგრამ ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ზუსტად იგივე ფოტო ლოს გარეშე, რომელიც გადაიღო რობინ ადამსმა Sotheby’s-ის აუქციონზე 2017 წელს. ფოტოგრაფმა Forbes-ს უთხრა, რომ სურათი „აშკარად“ შეცვლილი იყო და ის ნებართვის გარეშე გამოიყენეს. (ეს მანქანა ანონიმურმა პრეტენდენტმა $2.4 მილიონად იყიდა).

შესაძლოა, რომ სწორედ ჩვენმა კითხვებმა მანქანის შესახებ, საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ შეაჩერა ლოს აკვიატებული სწრაფვა Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვედრისთვის. მას შემდეგ, რაც ლოს შევატყობინეთ, რომ ის არ შედიოდა 2023 წლის მილიარდერთა სიაში და გავუგზავნეთ შეკითხვები პაგანის ფოტოს შესახებ, ლოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აპრილში გამოგვიგზავნა იმეილი ლოს მრჩეველისგან, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი „ღრმად დამწუხრებულია Forbes-ის მიერ მისტერ ლოს ფინანსური მიღწევების უგულებელყოფით. და რომ ჩვენი კითხვები „მისტერ ლოს მანქანის სურათთან დაკავშირებით“ არ ემსახურება სხვა მიზანს, გარდა საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა“. ამასთანავე, იმეილში Forbes-ს ბრალი დასდეს „სათევზაო ექსპედიციაში“ და დაწერეს, რომ ჩვენმა „უაზრო კითხვებმა ეჭვქვეშ დააყენა [Forbes-ის] რეიტინგებისა და პუბლიკაციის ვალიდურობა“. ჩანაწერი მთავრდებოდა იმით, რომ, შემთხვევით ლოს დაგეგმილი ჰქონდა სადილი „Integrated Whale-ის თავმჯდომარესთან, ფონდთან, რომელიც ფლობს Forbes-ს“ და ის ყურადღებას მიაქცევდა, რომ ლოს წამოეჭრა საკითხები „ჟურნალ Forbes-ის შეფასებასთან დაკავშირებით“. აპრილში Forbes-ის მფლობელებთან ვახშამი არ ყოფილა, მაგრამ ლომ მართლაც ისაუბრა Integrated Whale-თან – თვეების შემდეგ.

მაგრამ, როგორც ჩანს, ლოს უჭირს ყურადღების მიღმა დარჩენა. ამ მიმოწერიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა პუბლიცისტმა Forbes-ს შესთავაზა ინტერვიუს გამართვა მისი F1-ის ამბიციების განსახილველად. რამდენიმე კვირის შემდეგ ის კვლავ გამოჩნდა შეთავაზებით, განეხილათ „მისი სადაზღვევო ბიზნესის გაფართოება ევროპაში“.

მას შემდეგ, რაც ლოს გავუზიარეთ ჩვენი დასკვნები, მათ შორის ის ფაქტი, რომ ის არაა მილიარდერი, მან განაცხადა, რომ ინტერესი დაკარგა. „ბატონი ლო ამჯობინებს, გამოირიცხოს Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული სიმდიდრის რეიტინგიდან, – წერს მისი PR-წარმომადგენელი. – გარდა ამისა, მას სურს ნათლად განმარტოს, რომ არ სურს, მის შესახებ Forbes-ში დაწერონ“.

მაგრამ ჩვენ საბოლოოდ მაინც მოვყევით მის ამბავს – იმის მიუხედავად, რომ ეს ის ამბავი არაა, რომლის მოყოლაც მას სურდა.

Tags: top
Previous Post

ჯობს დაურეკოთ ვესს

Next Post

ტრაქტორბოტების ხანა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ტრაქტორბოტების ხანა

ტრაქტორბოტების ხანა

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.