Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ თანამოაზრეები გამაცნო“ – ინდიგოფერას დამფუძნებელი

by იზა გვარამაძე
September 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ თანამოაზრეები გამაცნო“ – ინდიგოფერას დამფუძნებელი
0
SHARES
0
VIEWS

„ბუნებრივი აბრეშუმი, შეღებილი ალაზნის ნაპირებზე მოგროვებული ენდროს ძირებით, სამეგრელოს ეზოებში მოკრეფილი ყვითელი ყვავილით, ალგეთის ტყეში ჩამოყრილი მუხის რკოებით, თუ თბილისის შემოგარენში გაზრდილი თრიმლებით“ – ეს ინდიგოფერაა, მცენარეული საღებავებით შეღებილი ბუნებრივი ქსოვილების საწარმო, რომელიც 2023 წელს ხელოვანმა, ხატია ბასილაშვილმა დააარსა.

ბოტანიკური ბეჭდვა, მცენარეული საღებავებისა და პიგმენტის მოპოვების უძველესი ტექნიკის გაცოცხლება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ინდიგოფერას სავიზიტო ბარათია. საწარმოში უნიკალური შარფები და სხვადასხვა საჭიროების ქსოვილები იქმნება, რომლებიც ერთი მხრივ, ბუნების სილამაზეს ასახავს და მეორე მხრივ, მდგრადი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.

ბოტანიკური ბეჭდვა ღებვის პროცესია, რა დროსაც მცენარეში არსებული ტანინის დახმარებით, ქსოვილზე ნამდვილი ფოთლის გამოსახულება აღიბეჭდება. ინდიგოფერას თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება, ყოველი ნივთი უნიკალურია და არ ჰგავს მეორეს.

როგორც ხატია აღნიშნავს, მცენარეები პოლიესტერზე არ აღიბეჭდება, შესაბამისად, საწარმო მხოლოდ ბუნებრივ ქსოვილებზე მუშაობს.

„პროფესიით ველური ბუნების მკვლევარი ვარ, მთელ ცხოვრებას ველზე და ბუნებაში ვატარებ, ვიკვლევ გარემოს და ამიტომაც, ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ბუნებრივ სამყაროში ნაპოვნი ფერებით და მცენარეების უნიკალური ფორმებით. ცოცხალი ფერები, დელიკატური ფორმები და ფოთლებისა და ყვავილების რთული დეტალები ჩემთვის საოცრად მომხიბვლელია. ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავიწყე სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა, კვლევა საქართველოში არსებული ღებვის პრაქტიკების შესახებ. შემდეგ, ორი წელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი სასწავლებლად, რა დროსაც მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემს იდეაზე მეფიქრა, მეკვლია და მესწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი იდეა რეალობად ვაქციე. საქართველოში, ოფიციალურად 2023 წელს გამოვჩნდით“, – აღნიშნავს ხატია.

როგორც ამბობს, ბიზნესში მისი მთავარი მიღწევა საქართველოში მცენარე ინდიგოს ბაღის გაშენებაა. სწორედ აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც – “ინდიგოფერა”.

„ინდიგოფერა მცენარე ინდიგოს ერთ-ერთი ტროპიკული სახეობაა. საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ინდიგოსგან მიიღებოდა სამეფო ლურჯი საღებავი. ეგვიპტელი ფარაონების ნამარხებშიც ინდიგოს საღებავია აღმოჩენილი. ეს უხუნებელი ლურჯია, რომელიც დროს უძლებს. საქართველოში ინდიგო არავის მოჰყავს და მისგან პიგმენტსაც არავინ იღებს, რადგან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ისტორიულად, საქართველოში ინდიგო მხოლოდ ექსპორტით შემოდიოდა, თუმცა 1800-იანი წლების შემდეგ მისი ექსპორტი მაღალი ღირებულების გამო შეწყდა. შესაბამისად, ინდიგოს ღებვის ცოდნა და ტრადიცია დაიკარგა. სწორედ წელს, პირველად გავაშენეთ ინდიგოს ბაღი და მრავალი სირთულის, სწავლის, ცდის და შეცდომის მიუხედავად, ქართული ინდიგოს პიგმენტი მივიღეთ“, – ამბობს ხატია და აღნიშნავს, რომ პიგმენტისგან რთულად დასამზადებელი, ეკოლოგიურად სუფთა, კლიმატმეგობრული საღებავი შექმნეს, რომელიც ნამდვილი ლურჯი ფერის წყაროა.

„ინდიგოფერას“ პროდუქტებს მომხმარებლები ბუნებრივი მახასიათებლების გამო ირჩევენ. ხატია აღნიშნავს, რომ ისინი შეხებისთანავე გრძნობენ მცენარეებით შეღებული ნატურალური აბრეშუმის ჰაეროვნებასა და სინაზეს.

ინდიგოფერა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო. პროგრამა ქალებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

„გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად სხვა სფეროდან აღმოვჩნდი სამეწარმეო საქმიანობაში, ჩემთვის ყველაფერი სიახლეს წარმოადგენდა. აქტიურად ვეძებდი და ვკითხულობდი დამხმარე პროგრამების შესახებ. სწორედ ასე ვიპოვე საქართველოს ბანკის უფასო სასწავლო მასალები მეწარმეობაზე. სასწავლო მასალების აღმოჩენის შემდეგ კი პროგრამის გამოცხადების შესახებ გავიგე. მთავარი მოტივაცია ჩემთვის იყო ის, რომ პროფესიონალებისგან მომესმინა, რამდენად სწორ გზაზე ვიყავი ბრენდის განვითარების კუთხით და ამავდროულად, მეწარმეობასთან დაკავშირებულ ჩემთვის უცნობ საკითხებში გავრკვეულიყავი“.

ხატია ამბობს, რომ მეწარმეობის „ლაბირინთებში გარკვევა“ მისთვის დიდი გამოწვევა იყო. „რა ტიპის მეწარმეობა არსებობს, როგორ დავრეგისტრირდე, როგორ მოვაგვარო ყველაფერი ისე, რომ კანონთან შეუსაბამობა არ მქონდეს – ეს საკითხები მიტრიალებდა თავში და მაშინებდა ძალიან. თუმცა, ბევრი კითხვისა და კვლევის, ასევე საქართველოს ბანკის პროექტში მონაწილეობის შემდეგ, ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე და გაურკვევლობიდან გამოსვლაც დავიწყე“, – აღნიშნავს ის.

როგორც მეწარმე ქალი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ რებრენდინგი, ლოგოს შექმნა, სოციალურ ქსელებში დიფერენცირებული სოციალური კონტენტის გაზიარება და სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია დაიწყო.

„პროგრამაში მასწავლეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიასა და ამბავს, რომელსაც ბრენდის შექმნა მოჰყვა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს პროდუქციის გარდა სწორედ ეს ისტორია აინტერესებთ, ემოციები, რომლებიც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პროგრამის დასრულების შედეგ გავიაზრე, რომ არსებობს ერთგვარი მხარდამჭერთა ქსელი, ადამიანები, რომლებიც რჩევებს არ იშურებენ. ეს უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩემნაირი ადამიანებისათვის, მათთვის, ვინც მცირე ბიზნესს მართავს“, – ამბობს ხატია.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გამართული ვორკშოპების დახმარებით, ფინანსების მართვაში უკეთ გაერკვია და ახლა ზუსტად იცის, როგორ აღრიცხოს დოკუმენტები, მარაგები, გაყიდული ნაწარმიდან მიღებული მოგება და სხვა.

„და ბოლოს, მთავარი აღმოჩენა ამ პროგრამაში მონაწილეობისას იყო ის, რომ შევხვდი ჩემნაირ ადამიანებს, ქალებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათი ისტორიების მოსმენა, მათი ნაწარმის ნახვა, მათთან დამეგობრება იყო ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ამ პროგრამამ მომცა. დღემდე, თუ რაიმე საკითხის გარკვევა მინდა, ან არ ვიცი, ვის მივმართო დასახმარებლად, შემიძლია, მეწარმე ქალებს ვკითხო, ისინი კი და მთელი გულით მირჩევენ.

„ინდიგოფერა“ მომდევნო წლის განმავლობაში პროდუქციის ხაზის გაფართოებას, ქსოვილების მრავალფეროვნების შემოტანას, შარფებისა და სხვა სახის სამოსის დამატებას გეგმავს, ასევე სურს, ახალი ბოტანიკური პრინტები შექმნას და ფართო აუდიტორია მოიზიდოს. რაც მთავარია, აგრძელებს მცენარე ინდიგოს და მისი პიგმენტის წარმოების გაფართოებას.

„ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, ჩავატაროთ საგანმანათლებლო სემინარები, ავამაღლოთ ცნობიერება შეღებვის ტრადიციული მეთოდების სასარგებლო თვისებების შესახებ, ამავდროულად, გავაცნოთ საზოგადოებას მდგრადი მოდის სიკეთეების შესახებ“, – ამბობს ხატია.

საქართველოს ბანკის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი გრძელდება. ამჯერად, პროგრამის მეათე ნაკადის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ვორკშოპები მიმდინარეობს. შეხვედრებზე განიხილება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები უზიარებენ.

პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy. S

Previous Post

რა ქონება დააგროვეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა პოსტის დატოვების შემდეგ?

Next Post

რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

იზა გვარამაძე

Next Post
რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result