Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მეტი რისკის დაზღვევა – მეტი უსაფრთხოებისთვის!

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Banker
0
მეტი რისკის დაზღვევა – მეტი უსაფრთხოებისთვის!
0
SHARES
0
VIEWS

სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში. ზრის ტენდენცია იკვეთება არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების, არამედ ისეთი მსხვილი სამშენებლო პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა ჰესები, სასტუმრო კომპლექსები, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკურ ჭრილში განაწილების სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რეკორდული ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების ჭრილში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ინდუსტრიის განვითარებას. მონაცემები რიცხვებში ასე გამოიყურება: 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში 79,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს 294,6 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. უძრავ ქონებაში ინვესტიცია 2013 წელს შეადგენდა 62,3 მილიონ დოლარს, ხოლო 2017 წლისათვის – 159,8 მილიონს, რაც შეეხება სასტუმროებსა და რესტორნებს, 7,1 მილიონი დოლარიდან 2017 წლისათვის ინვესტიციების რიცხვმა 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მოგეხსენებათ, მშენებლობა კომპლექსური პროცესია,სადაც პოტენციურად რისკი შესაძლოა წარმოიქმნას რამდენიმე სხვადასხვა ხდომილებით. მაგალითად: სტიქიური მოვლენების შედეგად სამშენებლო ობიექტის ანდამის ტერიტორიაზე განთავსებული ტექნიკის დაზიანება და განადგურება, არასწორი საინჟინრო და კონსტრუქციული დაპროექტების ანდამშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომების შედეგად შენობის ნაწილობრივი ან სრული ნგრევა/ დაზიანება, სპეცტექნიკის მოულოდნელი დაზიანების შედეგად სამშენებლო პროცესის შეფერხება, დასაქმებული პერსონალის დაშავება უბედური შემთხვევის შედეგად და სხვა მრავალი. ასეთ დროს, ბუნებრივია, ზარალდება არა მხოლოდ სამშენებლო კომპანია, არამედ მისი ქვეკონტრაქტორები, მომუშავე პერსონალი, დამკვეთი (ინვესტორი) და მესამე პირები. ამიტომ, როდესაც მშენებლობის ფინანსურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, დაზღვევის როლი არ უნდა გამოგვრჩეს.

დროთა განმავლობაში საქართველოში სამშენებლო რისკების დაზღვევაზე უფრო მეტი დეველოპერი დაფიქრდა, ვინაიდან დაზღვეული მშენებლობა ზრდის მომხმარებლის (ინვესტორის) ნდობას კონკრეტული სამშენებლო კომპანიისა და დეველოპერის მიმართ. სამშენებლო რისკების დაზღვევისას, სადაზღვევო კომპანია აფასებს რისკებს, შესასრულებელ სამუშაოს, შეისწავლის კონტრაქტორების გამოცდილებას და განსაზღვრავს, რა სირთულისაა ესა თუ ის მშენებლობა. სამშენებლო სფეროში სადაზღვევო კომპანიის ჩარევა მიყენებული ფინანსური ზარალის ან პასუხისმგებლობით დაკისრებული ხარჯების ანაზღაურებისა და დამკვეთის (ინვესტორის) ფინანსური სიმშვიდის უზრუნველყოფის გარანტიაა, რაც მეტ საიმედოობას სძენს პროექტის განხორციელებას. იმის გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევა სამშენებლო ინდუსტრიაში, რა ტიპის პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი და როგორია მოთხოვნა სამშენებლო ბიზნესისადმი, Forbes Georgia “თიბისი დაზღვევის” კორპორაციული ბიზნესის მენეჯერს, გიორგი ტალახაძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, პირველ რიგში ავუხსნათ მკითხველს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშენებლობის დროს დაზღვევა…

სამშენებლო რისკების დაზღვევამ მეტი აქტუალურობა შეიძინა. ბოლო წლების მანძილზე, რთული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქმნა. აქ შესაძლოა, გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, რომელთა დროსაც სამშენებლო ობიექტი დაზიანდა, ასევე ზიანი მიადგა მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს და გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას. მომხდარი შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. ასევე ხშირია სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა, რასაც, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კომპანიას საკმაოდ დიდი ზარალი ადგება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია როგორც მშენებლებმა, ასევე დამკვეთებმა (ინვესტორებმა) დაინახონ დაზღვევის აუცილებლობა.

სამშენებლო ბიზნესის კუთხით, რა ტიპის სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს?

სამშენებლო ბიზნესის კუთხით “თიბისი დაზღვევა” მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა დაფარვის პროდუქტს:

• სამშენებლო რისკების დაზღვევას, რაც გულისხმობს სამშენებლო ობიექტის, მასზე განთავსებული დროებითი კონსტრუქციების, მანქანა- დანადგარების, ინვენტარის, სამშენებლო მასალებისა და მასალების მარაგების ზიანის ანაზღაურებას;

• სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას, რომელიც ანაზღაურებს სამედიცინო დახმარების ხარჯს ან განსაზღვრულ თანხას უხდის დასაქმებულს/ მისი ოჯახის წევრებს.

• მშენებლობის პროცესში მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის რისკის დაზღვევა, რომლითაც ანაზღაურდება მესამე პირთა მიმართ მიყენებული ქონებრივი ან სხეულის დაზიანება.

ამასთან ერთად, დამკვეთს (ინვესტორს) დამატებით შეუძლია შეიძინოს მშენებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევა (ე.წ. შესრულების გარანტია). ამ პოლისით დამკვეთი შეძლებს იმ ფინანსური ზარალის კომპენსაციას, რომელიც მას მიადგა მშენებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო.

აქტუალურობიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ სამშენებლო სექტორისთვის სავალდებულო უნდა გახდეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა?

ზოგადად, ისეთ სექტორებში, სადაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე უბედური შემთხვევის რისკი მაღალია, ვფიქრობ, სასურველია, დამსაქმებელმა შეიძინოს აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი.

რომელ პროდუქტებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა, და პირიქით?

დაზღვევის შეძენის პრაქტიკა საკმაოდ განსხვავდება და ეს ძირითადად გამომდინარეობს დამკვეთის მიერ მშენებლისათვის წამოყენებული მოთხოვნებიდან. ხშირად, როდესაც დამკვეთი უცხოელი ინვესტორია, სამშენებლო კომპანიას ევალება, შეიძინოს იმ ძირითადი რისკებისაგან დაზღვევა, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. სამწუხაროდ, ქართველი დეველოპერული კომპანიების შემთხვევაში, მოთხოვნა დაზღვევაზე არაერთგვაროვანია და ლიმიტირებული. ძირითადად მშენებლები სამშენებლო ტექნიკას და შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ ნაწილს აზღვევენ. ყველაზე ნაკლებად მოთხოვნილი სადაზღვევო პაკეტი კი, სამწუხაროდ, დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევაა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ქართველი ინვესტორები, დეველოპერები და მშენებლები უცხოურ სტანდარტებს გაიზიარებენ და პოტენციურ რისკებს სწორად შეაფასებენ.

ხშირად გიწევთ მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობა, თქვენი გამოცდილებით, რა არის მიზეზი, რატომ არ აზღვევენ თავიანთ პასუხისმგებლობას?

მთავარი მიზეზი ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობაა. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ სა დაზღვევო კომპანიებმაც მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა გასწიონ. ჩვენ უნდა დავანახოთ პოტენციურ კლიენტს დაზღვევის საჭიროება და ღირებულება.

Previous Post

KFW, yeraltı gaz depolama alanı inşaatını 150 milyon Euro ile finanse edecek

Next Post

KFW будет финансировать строительство подземного газохранилища на €150 млн

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
KFW будет финансировать строительство подземного газохранилища на €150 млн

KFW будет финансировать строительство подземного газохранилища на €150 млн

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result