Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ მენტალური შვებულებით სარგებლობა, რაც ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული 24-დღიანი დასვენებისა ისარგებლებენ დამატებით 5-დღიანი შვებულებით.

“ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლოც იქნებოდა და კომფორტულიც. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მორიგი დასვენების დღე და უბრალოდ შვებულების გახანგრძლივება. ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა გააჩინა ქართულ ბაზარზე, რადგან გააზრებული გვაქვს მისი წილი სრულფასოვან ცხოვრებაში. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე და გვინდა ერთნაირად ვიზრუნოთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე,” – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი “გადაწვა” ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ, ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღვევაში მენტალური შვებულების გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. მთავარი მიზანი ამ დასვენების არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობა.

მენტალური შვებულება საერთაშორისო ბაზარზეც ახალი სიტყვაა. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). თიბისი დაზღვევა კი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა და დასვენების დღეების რაოდენობითაც ინარჩუნებს სტანდარტებს.

“მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ გვინდოდა თანამშრომლებისთვის დამატებით რაიმე ნამდვილად ღირებული შეგვეთავაზებინა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობაზე უკეთესი კი ყოველდღიურ სტრესულ გარემოში, ალბათ, არაფერია. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით დავამატეთ საშვებულებო დღეები. თიბისი დაზღვევის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამისი გაკეთება კი მხოლოდ ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ,” – თეა მახარაძე, თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.

კომპანიაში გავრცელებული კულტურა გულისხმობს დასაქმებულებისთვის არა მარტო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, არამედ სასიამოვნო გარემოსა და ცხოვრების შერგების შესაძლებლობას. თიბისი დაზღვევა დაარსების დღიდან ზრუნავს თანამშრომლებზე. კომპანიაში არის “ბედნიერი პარასკევი”, რომელიც მოკლე სამუშაო დღეს გულისხმობს; სხვადასხვა აქტივობები და შეჯიბრებები თანამშრომლების განტვირთვისა და ჰობების მხარდასაჭერად, ასევე ტრენინგები და სასწავლო კურსები მათი პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის. S

Previous Post

Alibaba ChatGPT-ის კონკურენტ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს

Next Post

Aspiring for Sustainability: Juan Farell’s Approach for Environmental Practices and Policies

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Aspiring for Sustainability: Juan Farell’s Approach for Environmental Practices and Policies

Aspiring for Sustainability: Juan Farell's Approach for Environmental Practices and Policies

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result