Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მასკის კომპანია ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოსაცდელად მზადაა | რას მოიცავს პროცედურა?

by Salo Papalashvili
November 14, 2023
in მეცნიერება, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
მასკის კომპანია ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოსაცდელად მზადაა | რას მოიცავს პროცედურა?
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტისთვის ემზადება. ილონ მასკის Neuralink-ი პირველი კლინიკური ცდისთვის მოხალისეებს ეძებს  – რაც ნიშნავს, რომ მილიარდერის კომპანია ეძებს ადამიანს, რომელსაც ქირურგი ჯერ თავის ქალას ნაწილს ამოუღებს, რის შემდეგაც რობოტი მის ტვინშივე ელექტროიოდებისა და სუპერთხელი მავთულების ჩასმას შეძლებს.

როდესაც რობოტი თავის საქმიანობას დაასრულებს, ადამიანის თავის ქალას ამოღებულ ნაწილს მეოთხედი ზომის კომპიუტერი ჩაანაცვლებს, რომელიც იქ წლების განმავლობაში დარჩება. მისი ამოცანა ადამიანის ტვინის აქტივობის წაკითხვა და გაანალიზება იქნება, შემდეგ კი ამ ინფორმაციის უსადენოდ გადაცემა ახლომდებარე ლეპტოპსა ან პლანშეტზე.

კვლევის მიზნების შესაბამისად, იდეალური კანდიდატი 40 წლამდე ასაკის ზრდასრული პირი იქნება, რომელსაც ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს. მსგავს პაციენტს, Neuralink-ის იმპლანტს სავარაუდოდ პრემოტორული ქერქის იმ ნაწილში განათავსებს, რომელიც ხელების, მაჯებისა და წინამხრების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. ცდის მიზანია აჩვენოს, რომ მოწყობილობას პაციენტის ტვინის ამ ნაწილიდან ინფორმაციის უსაფრთხოდ შეგროვება შეუძლია, რაც მთავარი ნაბიჯია Neuralink-ის მცდელობის – გარდაქმნას ადამიანთა აზრები კომპიუტერისთვის გასაგებ ბრძანებებად.

რამდენიმე კომპანიამ და კვლევითმა ჯგუფმა უკვე შექმნა იმპლანტები, რომლებსაც შეუძლიათ პაციენტებს თავიანთი აზრების საბაზისო ამოცანების შესრულებაში – მაგალითად, კურსორით ეკრანზე დაწკაპუნებაში – დაეხმარონ. თუმცა მასკს ბევრად ამბიციური მიზნები აქვს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში კომპანიის პირველი საჯარო დემონსტრაციით დაწყებული, მასკი ახლო მომავალში გვპირდება კლინიკებს, სადაც ყველა შეძლებს 15-წუთიანი რობოქირურგიის ჩატარებას და ადამიან-მანქანა ჰიბრიდად გარდაქმნას.

„ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მივაღწევთ სიმბიოზს ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, – განაცხადა მასკმა ჯერ კიდევ 2010 წელს, პირველი დემოვერსიის წარდგენისას, თუმცა მაშინ ადამიანებზე ცდების დაწყების სავარაუდო თარიღად 2020 წელი დაასახელა.

ცნობისთვის, მასკმა სტარტაპი Neuralink-ი 2016 წელს, შვიდ მეცნიერთან ერთად დააარსა. მილიარდერის ინვესტიციების მოცულობა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გრანდიოზული დაპირებები მიმზიდველი აღმოჩნდა ვენჩურული კაპიტალისტებისთვის. თუ თავიდან მასკმა სტარტაპისთვის საკუთარი სახსრებიდან $100 მილიონი გაიღო, დაარსების შემდეგ $500 მილიონზე მეტის შეგროვება მოახერხა.

ოპერაციისას პრიორიტეტი პაციენტის ტვინში სისხლდენის წარმოქმნის ან რაიმე ნაწიბურის დატოვების თავიდან აცილებაა. ამ მიზნით, Neuralink-მა საკუთარი ქირურგიული რობოტიც შექმნა, უზარმაზარი, 7 ფუტის (213სმ) სიმაღლის თეთრი მოწყობილობა.

მას შემდეგ, რაც ქირურგი პაციენტის თავის ქალაში ხვრელს გაჭრის, რობოტი ულტრაზუსტი დავალების შესრულებას დაიწყებს: ტვინში ელექტროდებით შეკრულ მავთულებს დაამაგრებს, რომელთაც Neuralink-ი ძაფებს ეძახის. რობოტი აღჭურვილია კამერებით, სენსორებითა და მცირე ზომის ლაზერით დანაწევრებული ნემსით, რომელსაც ის თითოეული ძაფის ბოლოს, მარყუჟში ამაგრებს. ნემსი სათითაოდ ქაჩავს ტვინისკენ ჯამში 64 ძაფს, რომელთაგან თითოეულს 16 ელექტროდი აქვს მიმაგრებული და ეს ყველაფერი ფრთხილად აცილებს სისხლძარღვებს.

აღნიშნულ პროცედურას ადამიანი ვერ ჩაატარებს, ეს მხოლოდ რობოტის დახმარებითაა შესაძლებელი გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ძაფის სისქე 5 მიკრონია, ანუ ადამიანის თმის ღერის დიამეტრის დაახლოებით 1/14. ქსოვილის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძაფები ერთდროულად არის თხელი, მოქნილი და მტკიცე და დაფარულია სპეციალური პოლიმერით, რათა წლების განმავლობაში გაძლოს.

Neuralink-ის ათეულმა რობოტმა მხოლოდ 2021 წელს, ცხვრებზე, ღორებზე და მაიმუნებზე 155 მსგავსი ოპერაცია ჩაატარა, გასულ წელს კი – 294. თუმცა კომპანიას გასულ წელს, ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების ბრალდებით უჩივლეს. კომპანიის შიდა პერსონალის განცხადებით, ცხოველებზე ტესტირებები დაჩქარებულია, რაც ხშირად ძუძუმწოვრების ტანჯვისა და სიკვდილს მიზეზი ხდება. Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, Neuralink-ის ექსპერიმენტებს 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 1,500 ცხოველი, მათ შორის 280-ზე მეტი ცხვარი, ღორი და მაიმუნი შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიმდინარე წლის მაისში მიიღო. ადამიანებზე კლინიკური ცდა, ქირურგიული მომზადებისა და კრანიექტომიისთვის სავარაუდოდ რამდენიმე საათს წაიღებს. რასაც დაახლოებით 25 წუთი დაემატება უშუალოდ იმპლანტაციისთვის.

Previous Post

სებ-მა ლაშა პაპაშვილის ციფრულ ბანკ „ჰეშზე“ ლიცენზია გასცა

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

Salo Papalashvili

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მონეტარული პოლიტიკის შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result